უკრაინელებმა Starlink-ის მობილური აპლიკაცია ორ კვირაში 100 000-ჯერ ჩამოტვირთეს. 13 მარტს კი, მხოლოდ ერთ დღეში, App Store-სა და Google Play-ს მაღაზიებიდან 2100-ჯერ მოხდა ალიკაციის ჩამოტვირთვა.
როგორც, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი ამერიკული Forbes-ის მონაცემებზე დაყრდნობით აცხდებს, ეს ფაქტი – მსოფლიოში ალპიკაციის ერთ დღეში ჩამოტვირთვების რეკორდია.
Starlink არის აპლიკაცია, რომელიც სმარტფონის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თანამგზავრულ ინტერნეტ Space-X-ს დაუკავშირდნენ.
Starlink სატელიტური ინტერნეტ სადგურები უკვე ფუნქციონირებს უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სერვისების ფუნქციონირების მხარდასაჭერად.
Starlink შექმნილია ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად პლანეტის ნებისმიერ ადგილას იმ ადგილებში, სადაც არასდროს ან სრულიად არ იყო ინტერნეტტან წვდომა. აპლიკაცია საჭიროა თანამგზავრთან კავშირის დასამყარებლად და ინტერნეტის მუშაობისთვის. 28 თებერვალს Starlink-ის პირველი ტერმინალები გაჩნდა უკრაინაში. 3 მარტს Starlink-ი უკვე ამოქმედდა.
Visa და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს Visa კონსიერჟისა და ჩატ ბოტის მომსახურეობას სთავაზობს
დღეიდან, თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Viber-ის არხში ისარგებლონ Visa კონსიერჟის და ჩატ ბოტის მომსახურებით 24/7-ზე ნებისმიერი ადგილიდან....
Read more