საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სტრასბურგში ევროპის მომავლის შესახებ გამართულ ევროკავშირის კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის შესაძლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მალე შეუერთდება კავშირს. საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით შექმნას დემოკრატიული სახელმწიფოების უფრო ფართო პოლიტიკური საზოგადოება ევროკავშირის ირგვლივ.
მაკრონმა თქვა, რომ უკრაინას ახლავე უნდა მიეცეს იმედი, როცა ქვეყანა იბრძვის თავისი არსებობისთვის და „ბრძოლითა და გამბედაობით უკვე გახდა ჩვენი ევროპის, ოჯახისა და კავშირის გულის წევრი“.
„თუმცა ხვალ მათ კანდიდატის სტატუსს რომ მივცეთ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ გაწევრიანების შესაძლებლობის მინიჭების პროცესს რამდენიმე წელიწადი დასჭირდება და სინამდვილეში, უდავოდ, რამდენიმე ათწლეული“, – თქვა მან.
მაკრონის მოსაზრებით, ევროკავშირი „ინტეგრაციის დონით და ამბიციებით“ სავარაუდოდ ვერ იქნება ერთადერთი ორგანიზაციული სტრუქტურა ევროპაში.
იმისათვის, რომ კანდიდატი ქვეყნებისთვის სტანდარტები არ შემცირდეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა შესთავაზა შექმნას „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა“, რომელშიც ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და ბრიტანეთი, შეუერთდებიან „ევროპული ღირებულებების ბირთვს“.
“ეს ჩვენი ისტორიული მოვალეობაა… მასში გაწევრიანება აუცილებლად არ განსაზღვრავს ევროკავშირის მომავალ წევრობას. და ის არ იქნება დახურული მათთვის, ვინც დატოვა ევროკავშირი”, – მიანიშნა მან ბრიტანეთს.
9 მაისს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადა, რომ ევროკავშირი „ზაფხულის დასაწყისში შეეცდება უპასუხოს უკრაინის მოთხოვნას ევროკავშირში კანდიდატურის შესახებ“.
რა მოლოდინები აქვს საქართველოს 2025 წელს ევროკავშირისგან
ბევრი რამ, რაც ევროკავშირში 2025 წელს მოხდება, ტრამპის მომავალ პრეზიდენტობაზე იქნება დამოკიდებული, წერს რადიო თავისუფლება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროკავშირის...
Read more
Discussion about this post