მამუკა მამულაშვილს რუსეთი ომის წესების დარღვევაში ადანაშაულებს

6 mins read

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ საკუთარ უწყებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ქართული ლეგიონის მეთაურის მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა დაავალა. ბრალდება სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ ჩადენილი ომის წესების დარღვევას ითვალისწინებს, იტყობინება რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტის ვებ გვერდი.

READ  „ხოცვა-ჟლეტა“ ასე აფასებს პაპი ბუჩაში მომხდარ მკვლელობებს

როგორც კომიტეტის ვებ გვერდზეა აღნიშნული, არსებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ქართული ლეგიონის წარმომადგენლებმა უკანონო ქმედებები ჩაიდინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. გარდა ამისა, მამულაშვილმა საჯარო განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ აპირებს განაგრძოს რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის ოპერატიული ბრიგადის წარმომადგენლების წამება და მკვლელობა.

ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციის დებულებებს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ, აღნიშნულია საგამომძიებლო კომიტეტის ვებ გვერზე.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომიტეტის გაცხადებაში მოყვანილი, თითქოს, მის მიერ ნათქვამი სიტყვები, მას არსად და არასოდეს უთქვამს. „მე ეგ განცხადება გავაკეთე, რომ წამებას განვაგრძობ?“, – კითხულობს მამუკა მამულაშვილი და განმარტავს, რომ „ტერორისტული სახელმწიფოს მიერ ნათქვამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია“.

ამასთან, მამულაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საერთოდ არ იცნობს და არ იცის იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ჩანან ვიდეოში. საუბარია კადრებზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში 4 აპრილს გავრცელდა და რომლებშიც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ დახოცეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ჯარისკაცები. კადრში ჩანს, რომ ერთ-ერთ სამხედროს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული და ტყვია თავში აქვს ნასროლი.

გასულ თვეს,  სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებით, რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარის დატოვება