ქართული ოცნება ზელენსკის მოსმენაზე უარს აცხადებს

4 mins read

პარლამენტის უმრავლესობაში მყოფი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტის მოსმენის “საჭიროება არ დგას”. იტყობიენბა რადიო თავისუფლება მდინარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად გაიმეორა, რომ ოპოზიციური პარტიების – “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივებზე არ იმსჯელებენ.

მან დაასახელა სამი საკითხი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის საკითხის განხილვამდე გასათვალისწინებელია:

უკრაინის ელჩი გაწვეულია და “უხერხულია ეს საკითხი”;
“ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივებს სერიოზულად არ განიხილავენ, რადგან “პარალელურად რას დაგეგმავენ კაცმა არ იცის”;
ასეთი საკითხები არ გვარდება ერთი ქვეყნის ოპოზიციასა და მეორე ქვეყნის ხელისუფლებას შორის კომუნიკაციით.
“ამის შემდეგ ეს საჭირო იქნება თუ არა, ეს გადაწყდება ერთმანეთთან დახურულ კარს მიღმა კონსულტაციების შედეგად… არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში. თუ ასეთი საჭიროება დადგება, მაშინ ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე – ეს არ არის ოპოზიციის დასაყენებელი საკითხი.

თქვენ გავიწყდებათ, ძალიან დიდი სურვილი შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ ადამიანს, პოლიტიკოსს ან ხელისუფლებას რაღაცების კეთების, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ვისზეც მიმითითეთ, არიან იმ ქვეყნის პოლიტიკოსები, რომლებიც არიან ნატოს და ევროკავშირის წევრები და თქვენ ხართ და მე ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის ქვეყნის 20 პროცენტიც დაპყრობილი აქვს რუსეთს და დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას – ეს კონტექსტი გაითვალისწინეთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

READ  გერმანულმა ოპოზიციამ შოლცს მოუწოდა, შეწყვიტოს პუტინთან საუბარი: ჩვენ ზეწოლა გვჭირდება

კომენტარის დატოვება