• მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
ADVERTISEMENT
Home მედია

მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმა და ძალადობა

დაპატიმრება, ძალადობა, დაშინება, შევიწროება, დევნა - მედიაგარემო 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით

The FINANCIAL by The FINANCIAL
ოქტომბერი 9, 2025
in მედია
Reading Time: 5 mins read
12
A A
0
მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმა და ძალადობა
Share on FacebookShare on Twitter

RelatedPosts

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!

მზია ამაღლობელის საქმე ქართული მედიის დასჯის დაწილია

ამერიკელი უფლებადამცველი ორგანიზაცის აზრით ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმე უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებლია

ომი და ტელევიზია

გრძელდება, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის მანკიერი პრაქტიკა. 2025 წლის 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) მონაცემებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უკვე 180-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთი შემთხვევა აღრიცხა, მათგან ნახევარზე მეტი – ბოლო 5 თვეში. ამ პერიოდში, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის დაკავება და მისთვის 2-ლიანი პატიმრობის მისჯა.

მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საგანგაშო ტენდენდციასთან ერთად, სახიფათო პრაქტიკის სახე შეიძინა „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი ორგანოების პარტიული ინტერესების შესაბამისად ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებამ. ეს ყველაზე თვალსაჩინოდ და ნათლად ვლინდება ჟურნალისტების გახშირებულ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში, მანდატურების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაში და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობაში. 2025 წელს, ტენდენციის სახე ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესების გადაღებისას სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების შექმნასა და ჟურნალისტების სასამართლო დარბაზებიდან გაძევებას, რაც საბოლოოდ პროცესების ვიდეო და ფოტოგადაღებების სრული აკრძალვით დაგვირგვინდა. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეაფერხა და გაართულა სასამართლოებში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ისედაც დახურული სისტემა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახადა. მიმდინარე წელი საგანგაშო იყო დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების თვალსაზრისითაც, რითაც ისედაც მწირი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მქონე მედიის საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა, რიგ შემთხვევებში კი – შეუძლებელიც გახადა.

2025 წელი დრამატულად რთული იყო რეგიონული მედიისთვისაც. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების გამო, მიმდინარე წელს, 21 რეგიონული მაუწყებლიდან ყოველდღიურ ახალ ამბებს ვეღარ აწარმოებს 17. მათ შორის, წლის დასაწყისში, მრავალწლიანი ოპერირების შემდეგ, მაუწყებლობა სრულად შეაჩერესტელეკომპანიებმა – „ბორჯომმა და „TV 25-მა“ (აჭარა), ასევე ახალციხის ტელევიზია „მეცხრე არხი ახალციხემ“. ამასთან, მფლობელებს შორის უთანხმოების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჯერ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, მაისში კი სრულად დაიხურა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელევიზია „მთავარი არხი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მედიის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ხელშეშლის შემთხვევები 5 კატეგორიად დაყო. ესენია:

  1. მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმა და ძალადობა;
  2. ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება;
  3. მმართველი გუნდისა და პროსამთავრობო მედიის თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე;
  4. კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა საზოგადოებრივ მაუწყებელში;
  5. უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა.

მედიის მიმართ ამგვარი მიდგომა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, როდესაც თავისუფალი, გავლენებისგან დამოუკიდებელი მედია თავდასხმისა და რეპრესიების მთავარი სამიზნეა. სწორედ ამგვარი რეჟიმების მხრიდან არის გამოყენებული არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებიც, რაც მაგალითად, ბელარუსსა და რუსეთის ფედერაციაში ქმედითი ინსტრუმენტი აღმოჩნდა ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისა და, ზოგადად, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად.

ქვემოთ, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ძალადობის მხოლოდ ბოლო 5 თვეში გამოვლენილი შემთხვევების ნაწილია განხილული. პირველი 4 თვის მონაცემები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მაისში გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერა.

მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმა და ძალადობა

  • 8 სექტემბერს, თბილისში, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მისულ მოქალაქეებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძალადობის გაშუქებისას, ჯამში 7 ჟურნალისტი დაზარალდა:
  • „ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ და სცემეს უნგრელ ჟურნალისტს – ლასლო მეზეშს, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა;
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ტელეფონი წაართვეს ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტებს – ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს;
  • „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ხელში ჩაარტყა, შემდეგ კი შეაფურთხა „პუბლიკას“ რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილს.
  • პოლიციელმა აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს;
  • წყალი შეასხეს „OC მედიას“ დირექტორს, მარიამ ნიკურაძეს და „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს.
  • 3 სექტემბერს „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნისას, პოლიციელმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ხელი გადაუგრიხა „პუბლიკას“ რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილს.
  • ივლისში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში სიუჟეტის მოსამზადებლად მისული „ტვ პირველის“ ჟურნალისტი პოლიციის უფროსმა ოთახში ჩაკეტა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
  • 3 ივნისს, სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავს დაესხა „ტვ პირველის“ ოპერატორს.
  • 25 მაისს, ხელვაჩაურის საკრებულოს თანამშრომლებმა ხელი გაარტყეს და საკრებულო ძალის გამოყენებით დაატოვებინს „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს, სულხან მესხიძეს.
  • 12 მაისს, ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა „ტვ პირველის“ ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს.
  • 7 მაისს, პოლიციამ ერთ-ერთ ფოტოჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ძალის გამოყენებით მოაშორა იმ სივრცეს, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა მიმდინარეობდა.

მმართველი გუნდისა და პროსამთავრობო მედიის თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე

2025 წელს

კიდევ უფრო გაძლიერდა კრიტიკულ მედიაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და პროსამთავრობო მედიის თავდასხმებისა და დისკრედიტაციის მცდელობის შემთხვევები:

  • 21 სექტემბერს, დედაქალაქის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ კითხვას, თუ „ვინ მფარველობს „ოცნების“ იმ მხარდამჭერებს, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან”, ასე უპასუხა: „თქვენ ხართ, ვინც ძალადობთ. მერე გიკვირთ მიკროფონ რომ გირტყამენ თავში. ზრდილობიანები უნდა იყოთ“.
  • 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოცემა „ნეტგაზეთი“ ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულა, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაგეგმილი საპორტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
  • 5 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველი“ ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერისგან, მამუკა ხაზარაძისგან არალეგალური თანხის მიღებაში დაადანაშაულა.
  • 2025 წლის ივლისში, „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ტვ პირველის“ საინფორაციო სამსახურის უფროსი და ყოველკვირეული საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანი, ნოდარ მელაძე კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებისთვის დირექტივებსა და დაფინანსებას კორუფციაში ეჭვმიტანილი „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელებისგან იღებდა. მანვე მელაძეს „კორუმპირებული“, „ფულზე გაყიდული“ და „კორუფციის ბედკრული შვილი“ უწოდა, რაც ცილისწამების მკაფიო მაგალითია.
  • 2025 წლის ივლისში, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მიერ მომზადებულ სიუჟეტებს დაუკავშირა, რითაც ჟურნალისტური საქმიანობა და კონკრეტული თანამდებობის პირების შესახებ საგამოძებო მასალების მომზადება თვითმკვლელობის წახალისებას დაუკავშირა რაც განსაკუთრებული სიმძიმის ბრალდება და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის პირდაპირი მცდელობაა.
  • 2025 წლის ივლისში, იგივე გზავნილები გაიმეორა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა ლიდერმა და სუს-ის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემაც და თქვა, რომ „ლევან ხაბეიშვილი [ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე], ნოდარ მელაძე, „ტვ პირველი“ და ა.შ. ვიღაცების შეკვეთით რაღაც კორუფციულ ჩანართებს აზღვევენ“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ თორნიკე რიჟვაძის მისამართით კორუფციული ბრალდებები წამოსული იყო „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან“.
  • 29 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი „ქართუ“ „ტვ პირველს“ სასამართლოშ უჩივის.
  • 18 ივლისს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ტვ პირველის“ წამყვანსა და ჟურნალისტს,ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.
  • 27 ივნისს, „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის საპარლამენტო მოხსენებაზე არ შეუშვესონლაინმედიის წარმომადგენლები.
  • 11 ივნისს, მამუკა მდინარაძემ „აგენტურული მედიის წარმომადგენელი“ უწოდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ანდრონიკაშვილს. მდინარაძის ეს განცხადება უცვლელად გაავრცელა პროსამთავრობო „იმედმა“.
  • 19 მაისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშრის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროპაგანდისტულ მედიებად მოიხსენია ონლაინგამოცემები – „პუბლიკა“ და „on.ge“ და ისინი კოორდინირებულ მოქმედებებში დაადანაშაულა.
  • 14 მაისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიურ მოხსენებისას საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს ონლაინ მედია.
  • 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დასწრების უფლება ასევე არ მისცეს ონლაინ მედიის წარმომადგენლებს.
  • 26 სექტემბერს, პროსამთავრობო „POSTV-მ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ტვ პირველის“ ტერიტორიაზე, საიდუმლო შეხვედრებისთვის „კოალიციას ცვლილებებისთვის“ გადაეცა ოთახი, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იგეგმება.
  • 26 სექტემბერს, პროსამთავრობო POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „ფორმულას“ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ხელძღვანელის შესახებ ნეგატიური სიუჟეტის მომზადება დაევალა.
  • 12 სექტემბერს, პროსამთავრობო „იმედმა“ ონლაინაგამოცემა „ნეტგაზეთ/ბათუმელები“ უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიასაშუალებად წარმოაჩინა, რომელიც „ქართველ და უკრაინელ სპეცსამსახურებს შორის… უკრაინის მხარეს იჭერს და უკრაინელების მხილებაში, ჩვენების მიმცემის ნაცვლად სუს-ს ადანაშაულებს!“
  • 10 ივლისს, მედიაპლატფორმა „Chai Khana-მ“ განაცხადა, რომ პროსამთავრობო „იმედმა“ გამოცემის შესახებ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს „Chai Khana-მ“ ევროკომისიისგან 31 947 ევრო მიიღო და კონტრაქტის მიხედვით, ჯამში 532 117 ევროს მიიღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება

2025 წელს, სახიფათო სახე მიიღო მედიის წარმომადგენლების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებამ ე.წ. გზის გადაკეტვის საბაბით, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლების საჩივრების საფუძველზე ჟურნალისტების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო დაჯარიმებამ, რაც მმართველი გუნდის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის დაწესების საგანგაშო მცდელობაზე მიუთითებს.

ივნისში, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო ქართული ოცნების დეპუტატების საჩივრების საფუძველზე, სასამართლომ 3 000-4 000 ლარის ოდენობის თანხმებით დააჯარიმა 6 ჟურნალისტი:

  • „ფორმულას“ წამყვანი, ვახო სანაია;
  • „ტვ პირველის“ წამყვანი, ვიკა ბუკია;
  • „ფორმულას“ თანადამფუძნებელი, დირექტორი და წამყვანი, მიშა მშვილდაძე;
  • „ტვ პირველის“ წამყვანი, ეკა მიშველაძე;
  • „ტვ პირველის“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი;
  • „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი.

ამასთან, ივნისში, ე.წ. გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით მეორედ დააჯარიმეს, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ანამარია გელიტაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. იმავე საბაბით, ასევე 5 000 ლარით დაჯარიმდა ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირიც.

 

მაისშიი, ასევე გზის გადაკეტვისთვის დააჯარიმეს ჟურნალისტი, ნათია გოგსაძე და „პუბლიკას“ ჟურნალისტი, მარიამ ქვაშბაია. ამასთან, შსს-მ არ დააკმაყოფილა გამოცემა „აპრილის“ რედაქტორის, ხატია ღოღობერიძისა და „OC მედიას“ დამფუძნებლის, მარიამ ნიკურაძის საჩივრები და ძალაში დატოვა მათთვის იმავე საფუძვლით გამოწერილი 5 000-5 000-ლარიანი ჯარიმები.

ამასთან, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ერთ-ერთი სინდისის პატიმრისსასამართლო სხდომაზე სკამზე უნებართვოდ დაჯდომისთვის 200 ლარით დააჯარიმა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი. მოგვიანებით, თარხნიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა საზოგადოებრივ მაუწყებელში

2025 წელს, კულმინაციური სახე მიიღო და კიდევ უფრო მკაფიოდ გამოავლინდა საქართველოს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება, სახელისუფლებო ინტერესებისა და გავლენების გაძლიერების სწრაფი დინამიკა. მიმდინარე წელს არხზე არსებული ცენზურის შესახებ მაუწყებლის არაერთმა თანამშრომელმა ისაუბრა და მენეჯმენტი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებში ამხილა, რის შემდეგაც მათი ღია დევნა და შევიწროება დაიწყო.

ონლაინ პლატფორმა „მაყურებლის“ მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წელს, „საზოგადოებრივი-მაუწყებლიდან“ მოქმედი მენეჯმენტის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი 30-მდე თანამშრომელი გაუშვეს. ასევე, დახურეს ერთ-ერთი ყველაზე სახალხო გადაცემა „რეალური სივრცე“, რომელიც საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს მიმოიხილავდა და ტრიბუნას განსხვავებული შეხედულებების რესპონდენტებს უთმობდა („საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე პროცესების შესახებ მეტი დეტალისთვის გადადით ლინკზე).

უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა

2025 წელს გაგრძელდა იმ უცხოელი ჟურნალისტებისს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მავნე პრაქტიკა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. 29 სექტემბერს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრესიტალიელ ჟურნალისტს, ჯაკომო ფერარას. 3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ასევე არ შემოუშვეს ფრანგი ფოტოგრაფი ჰიშამ ელ ბოუჰმიდი. ივნისში, ქვეყანაში აგრეთვე არ შემოუშვეს ფრანგი ჟურნალისტი, მარილიზ ვინიო. მაისში, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს დამოუკიდებელ ბრიტანელ ჟურნალისტს, ვილ ნილს, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა. საგულისხმოა, რომ ამგვარი სია გაცილებით ფართოა და მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა სამომავლო ვიზიტებისას მსგავსი შეფერხებების პრევენციის მიზნით, ინფორმაციის გახმაურებისგან თავს იკავებს და ამბავს მხოლოდ ვიწრო ჟურნალისტურ წრეებში ყვება.

მთლიანობაში, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დევნის მავნე პრაქტიკა „ქართული ოცნების“ იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი სივრცის მოსუფთავება და გაქრობაა. თუმცა, უამრავი სირთულის, გამოწვევისა და არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების მიუხედავად, რომელთა მიზანიც დამოუკიდებელი მედიის საბოლოო გაჩუმებაა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული კრიტიკული მედია მყარად იბრძვის ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ,მწირი რესურსების პირობებშიც კი, კვლავ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას და პროსამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდისტული საინფორმაციო ველის დაბალანსებას.

Transparency International

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!
Featured

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!

by The FINANCIAL
სექტემბერი 10, 2025
0

რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი, ხვალიდან იწყება და საკომუნიკაციო ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია...

Read more
ამერიკელი უფლებადამცველი ორგანიზაცის აზრით ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმე უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებლია

მზია ამაღლობელის საქმე ქართული მედიის დასჯის დაწილია

აგვისტო 6, 2025
ამერიკელი უფლებადამცველი ორგანიზაცის აზრით ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმე უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებლია

ამერიკელი უფლებადამცველი ორგანიზაცის აზრით ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმე უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებლია

იანვარი 29, 2025
ომი და ტელევიზია

ომი და ტელევიზია

ივლისი 6, 2022

Discussion about this post

  • Trending
  • Comments
  • Latest
საქართველოში ინტერნეტის ხარისხი 27%-ით დაბალია მსოფლიო მაჩვენებელზე

იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა 

ნოემბერი 4, 2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

ნოემბერი 3, 2025

64 დაღუპული და ათობით დაპატიმრებული – ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეიდი ბრაზილიაში

ოქტომბერი 31, 2025
აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

ოქტომბერი 31, 2025
ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

ოქტომბერი 31, 2025
ADVERTISEMENT

პოპულარული ბოლო 24 საათში

    ბოლო სიახლეები

    საქართველოში ინტერნეტის ხარისხი 27%-ით დაბალია მსოფლიო მაჩვენებელზე

    იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა 

    ნოემბერი 4, 2025
    Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

    Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

    ნოემბერი 3, 2025

    64 დაღუპული და ათობით დაპატიმრებული – ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეიდი ბრაზილიაში

    ოქტომბერი 31, 2025
    აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

    აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

    ოქტომბერი 31, 2025
    ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

    ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

    ოქტომბერი 31, 2025

    ევროპასთან უვიზოს შეჩერების ახალი ვადებისა და წესების შესახებ – ვის შეეხება? რა მოჰყვება?

    ოქტომბერი 31, 2025

    დიდი ბრიტანეთის მეფემ ძმას პრინცის ტიტული ჩამოართვა

    ოქტომბერი 31, 2025

    ბოლო ინტერვიუები

    “Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ

    “Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 1, 2025
    0

    ...

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    by VOA Voice of America
    სექტემბერი 23, 2024
    0

    ...

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    by The FINANCIAL
    თებერვალი 29, 2024
    0

    ...

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    by The FINANCIAL
    იანვარი 25, 2024
    0

    ...

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 19, 2023
    0

    ...

    პოპულარული ბოლო 30 დღეში

      დაგვიკავშირდით

      E-mail your company news at:

      news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

      Local Marketing contact:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

      Requests from abroad:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

      Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

      რესურსი

      • Work at the FINANCIAL
      • ePaper
      • Advertise in The FINANCIAL
      • Access ePaper
      • Guest posts
      • Contributed articles
      • AmericanStockNews
      • Coupon Codes
      • GLOSSY MAG
      American Culture Center
      ACC Partner

      სახელმძღვანელო

      • Events
      • Services

      გამოგვყევი

      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE
      No Result
      View All Result
      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE

      © 2025 Intelligence Group llc

      Welcome Back!

      Login to your account below

      Forgotten Password?

      Retrieve your password

      Please enter your username or email address to reset your password.

      Log In

      Add New Playlist

      This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.