ADVERTISEMENT
  • მთავარი
შაბათი, სექტემბერი 23, 2023
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
Home ადამიანები

“მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა?”

ვაჟა ფშაველა რუსეთზე

The FINANCIAL by The FINANCIAL
დეკემბერი 13, 2022
in ადამიანები
Reading Time: 1 min read
A A
0
“მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა?”
Share on FacebookShare on Twitter

მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა? რა მარგე, რა გამიკეთე? არაფერი, დაღუპვისა და ზარალის მეტი არაფერი მაჩვენე. გამატიტვლე,გამაშიშვლე, წამართვი ლუკმა პური. მხედავდი მშიერ-ტიტველს, გეხვეწებოდი, გემუდარებოდი: შემიბრალე, მეც ადამიანი ვარ; მეც გრძნობა მაქვს, ნუ ნიცქერი როგორც ხეს და ქვას, როგორც პირუტყვსო; არ იქნა, ვერაფერი შეგასმინე, თავი ვერ შეგაბრალე; გულად ქვა გედვა მკერდში, თავში ტვინად – ყინული. აახ! ნეტავ გაიმართებოდეს სამსჯავრო და გაგვასამართლებდნენ. რამდენი ცოდვა, რამდენი დანაშაული, რამდენი უდიერობა, ვერაგობა, სიფლიდე, უმადურობა, ათასნაირი ავაზაკობა გამოირკვეოდა შენს მიერ ჩემს თავზე დატეხილი და მოვლენილი სულ ტყუილუბრალოდ. შენ მაინც, როგორც ვიცი შენი კაცობა, შენი ზნე-ჩვეულება, წარბს არ შაიხრიდი, ფერს არ შეიცვლიდი – განათლებას, სირცხვილს არ არის ჩვეული შენი კამეჩის ტყავადქვეული კანი.

ADVERTISEMENT

რომ გაგიჭირე საქმე თხოვნით და ლაქუცით, ვფიქრობდი, არაფრის დამნაშავეს, მორჩილ მონას შენთვის გული მომელბო, ჩემზე ცოტა რამ მოწყალება მიგეღო; შენ მოწყალების ნაცვლად მოინდომე ჩემთვის ენა მოგეკვეთა, ენა, რომლითაც ჩემს ტანჯვა-ვაებას გიცხადებდი. რაც უნდა სასტიკად, უღმრთოდ მომქცეოდი, სულ ის გინდოდა, გაჩუმებული, დაუმებული ვყოფილიყავი და ასე ნელ-ნელა, ჩუმად დამელია სული. მაგრამ არა, არა! განგებამ არ ინება მუდამ ჩემი ამ დღეში ყოფნა. დღეს არაფერი სახვეწარი მაქვს შენთან, რადგან მეტისმეტმა უსამართლობამ იქამდის მიგიყვანა, შენც სხვას ეხვეწები და ამიტომ დღეს გაბედვით, თამამად გეუბნები: წადი, მომშორდი! აღარ მინდა შენი ძმობა, შენი მეგობრობა. ღმერთმა ისე მოგიმართოს ხელი, როგორც მე მიმართავდი ხელს საკეთილდღეოდ, როგორც შენ ჩემთვის კარგი გინდიდა, გლოცავ… არაგწყევლი, მაგრამ, ეჰ, რას ვამბობ? განა ქართველ კაცს, მის ბუნებას ეკადრება ამის თქმა? მე რა მადლობელი ვარ ჩემის თავისა, ჩემის უბედურებისა, რომ შენ იყო. შვილები ჩაგაბარე, – გაგინათლებო, დამპირდი. ისე შენ, სააქაოს არ გეტყვი, საიქიოს მოგცას განათლებული, როგორც შენ ჩემი შვილები გაანათლე. განათლება მეტი იქნება? რაც იცოდნენ, ისიც დაავიწყე; საღი ტვინი, საღი ჯან-ღონე, საღი გრძნობა მოუწამლე, მოუშხამე და ისეთები დამიბრუნე: „ჰა შენი შვილები, გაიხარე იმათ სიკეთითაო!“ ისე შენ გაიხარე, როგორც მე იმათი აღზრდა-განათლებით გავიხარე. ვინც პატარა ფხა და სიტყვა გამოიჩინა, იმათ ორმოებში ამოართლი სული და ვინც ერგინატები (უცოდინარები (?) – გ.თ.) დარჩნენ, გაანებე თავი წუთისოფელში თავისუფლად სანავარდოდ. იმათ ინაბარას დატოვე ქვეყანა, საზოგადოება. უჭკონი, უმეცარნი, უნამუსონი განა განსწავლიდენ, გაანათლებდნენ ქვეყანას, არა, ანკი რას გემდური? თავის შვილებს ხეირი დააყარე, რო ჩემი შვილებისთვის დაგეყარა: მონად აღზრდილი შვილები თავის მამობრივის ბრძანებით მიუსიე სალ-კლდეს მხოლოდ კბილებით შეიარაღაბულნი და უბრძანე: „ეს კლდე უსათუოდ უნდა დაარღვიოთ, დაქციოთ, რადგან შინ ოქროს ზოდები აწყვია. ის ამოვიღოთ და ავშენდეთო“. შეაკალი საცოდავები და კლდეს კი ერთი ნაფხვერი კენჭი მტვერი ვერ გააგდებინე. აი, რა ჭკუის და ნამუსის პატრონი გამომადეგ, ჩემო ძმა-მეგობარო.

არავის დაგაჩაგვრინებ, მოგივლი, გიპატრონებო, დამპირდი, მაგრამ არამც თუ გარეშე მტრებისგან დამიფარე, შენ თვით გადაიქეც ჩემს მტრად, შინაურ ჯალათად – დამადგი რკინის უღელი, ხელ-ფეხზე ბორკილი, დამიგე ქვეშ ეკალი. ვისთან მეჩივლა? კაცთაგანი არავინ ჰბედავდა შენს განკითხვას და ამიტომ დღე და ღამე ვჩივი და ვჩიოდი ღმერთთან. მაინც იმას იდვა თავს ჩვენი გასამართლება. ჩემო მეგობარო, ჩემო აპეკუნო! ჩემს მამულ-დედულს განაგებ და ეს მხოლოდ შენთვისაა ხელსაყრელი; მე არაფერი დამამადლე. დამადლება თავისთვის იყოს, მამულის სიყვარულიც დამეკარგა: დღეს-ხვალ, მელ-ნელა თითქმის გადავეჩვიე იმ ფიქრს, რომ მე მამულის პატრონი ვარ, რომ ნება მაქვს საკუთარი მამულის ღალით და ჩალით მესარგებლნა, მოძალე, მტაცებელი საკუთარის მკლავით გამესტუმრებინა, სული და გული გამემამაცა. მოკეთისათვის პატივი მეცა და სრული ადამიანობა მეგრძნო, ჩემო აპეკუნო! მქონდეს ამიერიდან შენთან კავშირი? აღარ მინდა! არ მინდა, რადგან ჩემთვის საზარალო, მავნებელი იქნება ეს კავშირი. ამიერიდან, იმედია, ჭკვას ისწავლი, ძალას მოიცემ. მოჰღონიერდები და ეს ღონე ჩემთვის უფრო საზარალო იქნება. ცხვარს მგელთან მეზობლობა რაში გამოადგება? მძლავრის მკლავებით უფრო მაგრა დამიჭერ. შენი ძლიერება მე დამასუსტებს, გამაბეჩავებს. მარჯვენა ხელი, მარჯვენა ფეხი მარცხენა ხელ-ფეხზე მოზრდილია. რადა? მადა, რომ მეტს ვარჯიშობენ ორივე. უვარჯიშობამ, უსაქმურობამ, თავის თავის მოუვლელობამ მე გამასაწყლა. ავად თუ კარგად, თავის მოვლა სჯობს სხვისას, ჩემთვის სასარგებლო აპეკუნობას.

RelatedPosts

ნახატის გამო 6-ე კლასელი ბავშვის მამა დააპატიმრეს, მოსწავლე კი ბავშვთა თავშესაფარში გაუშვეს

ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

აღარ მინდა აპეკუნი, არ მინდა სხვისი პატრონობა. მე მინდა ვიყო ჩემის თავის, ჩემი მამულ-დედულის პატრონი. ეგება მეც კაცად გამოვდგე, სრულ ადამიანად ვიქცე, ჩემი თავი მე მებაროს და მის მოვლას, ყურის გდებას შევეჩვიო. საღი ადამიანი, საღი ჯანის და ხელ-ფეხის პატრონი რომ ათს წელს უქმად იჯდეს, უმოძრავოდ, დაკუტდება, ხელფეხი მოუდუნდება; ეგრეთვე თუ არ ვიმოძრავე, საკუთარი ტვინი, საკუთარი გული, საკუთარი თვალები,თავისი მკლავები არ ვამოძრავე. ბატონი განა მარტო იმითია შესაბრალი, რომ სხვის ამაგს და ოფლს სჭამს, სხვის ნაამაგარით საზრდოობს, არამედ, იმით, რომ ასეთი ცხოვრება თვით იმის ადამიანურ თვისებას, ზნეობას, გონებას, ჯანსა სწყენს. ჯერ ბატონს არ არგია არაფერში სხვისი მოვლა-პატრონობა და მე, მონას რაში მარგებს შენი ლალაობა? – არაფერში, მათამაშებ შენს ჭკვაზე შიშველ-ტიტველს, უსწავლელს და ბოლოს, თუ ჟინმა მოგიარა, კიდევ მიბრძანებ, შენდამი ერთგულების დასამტიცებლად კლდეზე გადავვარდე.

(1905 წელი)

ADVERTISEMENT
The FINANCIAL

The FINANCIAL

Related Posts

ნახატის გამო 6-ე კლასელი ბავშვის მამა დააპატიმრეს, მოსწავლე კი ბავშვთა თავშესაფარში გაუშვეს
ადამიანები

ნახატის გამო 6-ე კლასელი ბავშვის მამა დააპატიმრეს, მოსწავლე კი ბავშვთა თავშესაფარში გაუშვეს

by The FINANCIAL
მარტი 1, 2023
0

რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის განმეორებით საჯაროდ დისკრედიტაციის მიყენების ბრალდებით, უშიშროების სამსახურმა (FSB) მეექვსე კალასელი ბავშვის მამა დაკავა, მისი შვილი კი ბავშვთა...

Read more
We stand with Ukraine

ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

თებერვალი 25, 2023
Next Post
ისრაელში უკრაინელ დევნილების საცხოვრებელი სახლებიდაან ანსახლებენ

ისრაელში უკრაინელ დევნილების საცხოვრებელი სახლებიდაან ანსახლებენ

საახალწლო დეველოპერული შეთავაზებები თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს

საახალწლო დეველოპერული შეთავაზებები თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

Please login to join discussion
ADVERTISEMENT

LATEST POSTS

Council fails to respond to restaurant nuisance complaints

სექტემბერი 22, 2023
COVID-19 was third leading cause of death in the United States in both 2020 and 2021

Clinical trial to test immune modulation strategy for hospitalized covid-19 patients begins

სექტემბერი 22, 2023

Goldman to Pay SEC $6 Million in Penalties for Providing Deficient Blue Sheet Data

სექტემბერი 22, 2023
Two Men Plead Guilty to $67M Medicare Fraud Scheme

Researchers develop new method to identify potential stroke therapies

სექტემბერი 22, 2023
65% say they always or often feel exhausted when thinking about politics

65% say they always or often feel exhausted when thinking about politics

სექტემბერი 22, 2023
Mobile Banking and Beyond: The Ascendance of Mobile-First Fintech Software Solutions

Mobile Banking and Beyond: The Ascendance of Mobile-First Fintech Software Solutions

სექტემბერი 22, 2023
Why You Need to Have Emergency Savings

11 Money Management Tips For Financial Security

სექტემბერი 14, 2023

Inland waterway transport hits a decade low in 2022

სექტემბერი 14, 2023
EU produced 14.7 million bicycles in 2022

EU produced 14.7 million bicycles in 2022

სექტემბერი 14, 2023
Business investment rate stable at 23.0% in the euro area

A Rundown of the Latest Investment Trends in Health Care

სექტემბერი 14, 2023

LATEST INTERVIEWS

Lighting the path for sustainability in Georgia

Lighting the path for sustainability in Georgia

by The FINANCIAL
აგვისტო 14, 2023
0

Toyota Plays a Crucial Role in Contributing to Georgia’s Zero Emissions Challenge

Toyota Plays a Crucial Role in Contributing to Georgia’s Zero Emissions Challenge

by The FINANCIAL
ივლისი 12, 2023
0

The Biltmore Tbilisi Hotel in Georgia’s key CSR projects aimed at creating a beneficial influence on the local community

The Biltmore Tbilisi Hotel in Georgia’s key CSR projects aimed at creating a beneficial influence on the local community

by The FINANCIAL
ივლისი 12, 2023
0

“EU membership might attract European banks and other financial institutions to enter Georgia”

“EU membership might attract European banks and other financial institutions to enter Georgia”

by The FINANCIAL
მაისი 15, 2023
0

Main risks facing banks in 2023

Main risks facing banks in 2023

by The FINANCIAL
მაისი 15, 2023
0

‘Russia cannot be treated as a reasonable and reliable trade partner

‘Russia cannot be treated as a reasonable and reliable trade partner

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

We should increase our joint efforts to assist the growing tech sector here in Georgia

We should increase our joint efforts to assist the growing tech sector here in Georgia

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

‘Georgia has much to offer to UK investors

‘Georgia has much to offer to UK investors

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

პოპულარული ბოლო 30 დღეში

    Newsletter

    ADVERTISEMENT

    შემეხმიანე

    E-mail your company news at:

    news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

    Local Marketing contact:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

    Requests from abroad:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

    Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

    რესურსი

    • Work at the FINANCIAL
    • ePaper
    • Advertise in The FINANCIAL
    • Access ePaper
    • Guest posts
    • Contributed articles
    • AmericanStockNews
    • Coupon Codes
    • GLOSSY MAG
    American Culture Center
    ACC Partner

    სახელმძღვანელო

    • Events
    • Services

    გამოგვყევი

    • Facebook
    • Twitter
    • Google+
    • Youtube
    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • ბიზნესი
      • ოქროს ბრენდი
      • ტურიზმი
      • მედია
      • უძრავი ქონება
      • ფარმაცია
    • მსოფლიო
      • საქართველო
      • პოლიტიკა
      • ომი უკრაინაში
      • უკრაინა
    • ჯანმრთელობა
    • ტექნოლოგიები
    • კულტურა
      • მოდა
      • ფილმები
      • წიგნის განხილვა
    • ფინანსები
      • ქართული ბანკები
      • საბანკო ფორუმი
    • ჰოტელიერი
      • სასტუმროები
      • პრეს-რელიზი
    • GE
      • EN
      • GE

    © 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

    Welcome Back!

    Login to your account below

    Forgotten Password?

    Retrieve your password

    Please enter your username or email address to reset your password.

    Log In
    This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.