გაეროში მიიჩნევენ, რომ უკრაინის საზღვაო პორტების გახსნა აუცილებელია, რადგან მსოფლიოში მილიარდობით ადამიანის ბედი უკრაინულ სურსათზეა დამოკიდებული. ამის შესახებ გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბისლიმ Twitter-ზე განაცხადა.
“სურსათი უნდა შეიტანონ და გაიტანონ უკრაინიდან. პორტები ხელახლა უნდა გაიხსნას. მსოფლიოში მილიარდებით სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და დრო გვეწურება – ეს არის ის, რასაც მსოფლიო ითხოვს”, – თქვა ბიზლიმ.
როგორც UNIAN-ი იტყობინებოდა, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული დასაწყობებულია უკრაინულ პორტებში. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის გამო დაკეტილია საზღვაო გზები.
უკრაინის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირი გამოდის ინიციატივით საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, თურქეთის მონაწილეობით მოეწყოს დერეფანი უკრაინულ პორტებში ჩაკეტილი მარცვლეულის ექსპორტისთვის.

მსოფლიოში მილიარდობით ადამიანის ბედი უკრაინულ სურსათზეა დამოკიდებული – გაერო
- ევროპარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებას უპასუხა:
- უკრაინის თავდაცვის მინისტრი: “პირველი HIMARS სისტემები უკვე ჩამოვიდა უკრაინაში.”
- უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ამ კვირაში მიიღებს - Bloomberg
- დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო რუსეთი აღარასდროს ენდობა დასავლეთს