გაეროში მიიჩნევენ, რომ უკრაინის საზღვაო პორტების გახსნა აუცილებელია, რადგან მსოფლიოში მილიარდობით ადამიანის ბედი უკრაინულ სურსათზეა დამოკიდებული. ამის შესახებ გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბისლიმ Twitter-ზე განაცხადა.
“სურსათი უნდა შეიტანონ და გაიტანონ უკრაინიდან. პორტები ხელახლა უნდა გაიხსნას. მსოფლიოში მილიარდებით სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და დრო გვეწურება – ეს არის ის, რასაც მსოფლიო ითხოვს”, – თქვა ბიზლიმ.
როგორც UNIAN-ი იტყობინებოდა, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული დასაწყობებულია უკრაინულ პორტებში. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის გამო დაკეტილია საზღვაო გზები.
უკრაინის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირი გამოდის ინიციატივით საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, თურქეთის მონაწილეობით მოეწყოს დერეფანი უკრაინულ პორტებში ჩაკეტილი მარცვლეულის ექსპორტისთვის.
შვეიცარიის წამყვანმა ინსტიტუტმა, IMD თიბისის წარმატებაზე case study გამოაქვეყნა
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD...
Read more
Discussion about this post