ომის გამო უკრაინაში თითქმის 25 მილიონი ტონა მარცვლეული რჩება გასატანი. მისი ექსპორტი შეუძლებელია, რადგან რუსეთს დაბლოკილი აქვს საზღვაო პორტები. სახმელეთო ლოჯისტიკა არ არის გათვლილი ამ რაოდენობის პროდუქციაზე. ამის შესახებ გაეროს სურსათის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა განაცხადა, იუწყება Reuters.
“სიტუაცია, რასაც ახლა ვხედავთ უკრაინაში, თითქმის აბსურდულია. დაახლოებით 25 მილიონი ტონა მარცვლეულია, რომლის ექსპორტი შეიძლება, მაგრამ მათი ქვეყნიდან გატანა შეუძლებელია მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაკლებობისა და პორტების ბლოკირების გამო.“ ამის შესახებ პარასკევს ჟენევაში FAO-ს ბაზრებისა და ვაჭრობის დირექტორის მოადგილემ იოზეფ შმიდჰუბერმა განაცხადა.
ზაფხულში ახალი მოსავალის აღების შემდეგ მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. უკრაინაში უბრალოდ არ არის საკმარისი საცავები ამ რაოდენობის მარცვლეულის შესანახად.
5 მაისს აგრარული პოლიტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ტარას ვისოცკიმ განაცხადა ტელემარათონის ეთერში, რომ სხვა ქვეყნები, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა, ვერ შეძლებენ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის გარეშე.
“თუ ომი და პორტების ბლოკირება გაგრძელდება, მაგალითად, ექვს თვემდე, პრინციპში, ამ რეგიონების ქვეყნებში მარცვლეული არ იქნება. და ეს ნიშნავს შიმშილს”, – განაცხადა მან.
ჩვენ ვამარაგებდით ხორბლის მსოფლიო ექსპორტის 10%-ს, ქერის 15-20%-ზე მეტს, მზესუმზირის ზეთს 50%-ზე მეტს. უკრაინიდან საშუალოდ 50 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადიოდა. რეკორდულ წლებში ამ მაჩვენებელმა 65 მილიონ ტონასაც კი მიაღწია. დღეს ასეთი მოცულობის ალტერნატივის პოვნა და ჩვენი პროდუქციის ჩანაცვლების საშუალება არ არსებობს. ფიზიკურად ამის გაკეთება უახლოეს 3-5 წელიწადშიც კი შეუძლებელია“, – განაცხადა ტარას ვისოცკიმ.
მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თიბისისა და EBRD-ს შორის 25 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი...
Read more
Discussion about this post