ADVERTISEMENT
  • მთავარი
ორშაბათი, მაისი 29, 2023
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
Home აზრი

ომი და ტელევიზია

by TMI
ივლისი 6, 2022
in აზრი, მედია
0
ომი და ტელევიზია

A woman looks at a computer screen watching a dissenting Russian Channel One employee entering Ostankino on-air TV studio during Russia's most-watched evening news broadcast, holding up a poster which reads as "No War" and condemning Moscow's military action in Ukraine in Moscow on March 15, 2022. - As a news anchor Yekaterina Andreyeva launched into an item about relations with Belarus, Marina Ovsyannikova, who wore a dark formal suit, burst into view, holding up a hand-written poster saying "No War" in English. (Photo by AFP) (Photo by -/AFP via Getty Images)

Share on FacebookShare on Twitter

ომის დროს ხშირად ამბობენ, რომ მედია და, განსაკუთრებით, ტელევიზია ომის აგენტები არიან.  თითქმის ოცი წლის განმავლობაში მედიაისტორიკოსები აცხადებდნენ, რომ ომი არის ყველა მედიის მამა და რომ თანამედროვე მედიის ისტორია არის თანამედროვე ომის ისტორია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ისტორიებს ისე გადმოსცემდნენ, როგორც მოძრავ ფოტოებს თეატრში. გადამღები ჯგუფები ძირითადად არასაბრძოლო ტერიტორიაზე რჩებოდნენ და ომის მხოლოდ დადებით კონტექსტში გაშუქებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. რეპორტიორები ცუდ ამბებსაც კი ხალისიანი განწყობით აუწყებდნენ საზოგადოებას.

ADVERTISEMENT

მეორე მსოფლიო ომთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულად აშუქებდნენ ტელევიზიები ვიეტნამის ომს (1955-1975 წწ), რომელსაც პირველი სატელევიზიო ომი უწოდეს. ოპერატორები თითქმის მუდმივად საბრძოლო ზონაში იმყოფებოდნენ, ყოველდღიურად აშუქებდნენ, წერდნენ ისტორიებს ველზე.

ზოგადად, ტელევიზიის ეპოქა სწორედ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანიის პოლონეთში შეჭრამდე ოთხი თვით ადრე, 1939 წლის 30 აპრილს დაიწყო ნიუ იორკის მსოფლიო გამოფენის პირდაპირი ეთერით. ამ დროისთვის სულ რამდენიმე ასეული მოწყობილობა (ტელევიზორი) არსებობდა და მხოლოდ ერთი, “RCA”-ს ექსპერიმენტული სადგური “W2XBS” ნიუ-იორკში. პირდაპირ ეთერში პრეზიდენტ რუზველტის სიტყვა და სხვა, ამ დღესთან დაკავშირებული, აქტივობები გაშუქდა. მომდევნო დილას კი ნიუ იორკის უნივერსამებში ტელევიზორები გაიყიდა და ტელევიზორის ეპოქაც დაიწყო.

RelatedPosts

ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

ნიკა გვარამია დააპატიმრეს

ისტორიას რომ გადავხედოთ, სამაუწყებლო ქსელები კრიზისის დროს ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, რაც მათ რეიტინგზე დადებითად მოქმედებდა. მაგალითად, ერაყის ომის პერიოდში ახალი ამბების მაყურებელთა რიცხვმა 300%-ით მოიმატა, რის შედეგადაც “Fox News“-ს თავისი აუდიტორია მილიონზე ოდნავ მეტი მაყურებლიდან 5 მილიონ-ნახევრამდე გაეზარდა.“CNN“-ის მაყურებელმა 3.3 მილიონს მიაღწია, ხოლო “MSNBC”-მ თავის აუდიტორია გააორმაგა.

ახალი ამბების სატელევიზიო პროგრამებზე მიჯაჭვულობის თუ მათი რეიტინგის ზრდის ტენდენცია შეინიშნება თანამედროვე ეპოქაშიც, მაგალითად, რუსეთის უკრაინაში შეჭრა. რუსეთ-უკრაინის ომმა  სატელევიზიო ახალი ამბებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების მიმართ საზოგადოების ყურადღება გაზარდა და მაყურებელთა რიცხვმა ომამდელ პერიოდთან შედარებით მოიმატა, “Fox News-ი არხების ლიდერი გახდა, ხოლო  “CNN”-ის ტელეყურება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2022 წლის 23-დან 27 თებერვლამდე მთელი დღის განმავლობაში “Fox News”-ს საშუალოდ 2,32 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც 64%-ით მეტია იანვრის თვის  ახალ ამბებთან შედარებით. “CNN”-ის  იანვრის აუდიტორია კი 633 000-დან 1,75 მილიონამდე გაიზარდა, რაც 178%-ანი ზრდაა, ხოლო “MSNBC” -ს მაჩვენებელი 980,000 იყო ამ პერიოდისთვის, რაც 51%-ით მეტია იანვართან შედარებით.

ზემოხსენებული მაჩვენებლები ავლენენ იმ ტენდენციას, რომ “CNN”-ის რეიტინგი განსაკუთრებული მოვლენების პერიოდში – მაგალითად, როგორიცაა რუსეთის უკრაინაში შეჭრა – იზრდება, ხოლო მისი კონკურენტები მშვიდობიან პერიოდებში უფრო მეტი სტაბილურობითა და რეიტინგის უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

ომამდელ პერიოდთან შედარებით გაიზარდა პოლიტიკური თოქ-შოუების რეიტინგიც. “MSNBC”-ზე “The Rachel Maddow Show”-მ (1,7 მილიონი მაყურებელი) და “The Last Word with Lawrence O’Donnell”-იმ (1,6 მილიონი მაყურებელი) ომამდელი რეიტინგების ტენდენციებს გაასწრეს. “ABC’-ის “World News Tonight with David Muir“-ი კი 8.778 მილიონი მაყურებლით  ყველაზე მაღალრეიტინგული შოუ იყო მთელ სატელევიზიო სივრცეში 28 თებერვლისთვის.

ამერიკაში ახალი ამბების ყურების მაჩვენებლის ზრდა მარტის თვეშიც გაგრძელდა.  მაგალითად, მარტში   საკაბელო ახალი ამბების ყურება თებერვალთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და მისმა წილმა 21% შეადგინა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ამბების გაშუქებით იყო გამოწვეული. ასევე,  პირდაპირმა ტრანსლაციებმა მარტში აჩვენეს სრული სატელევიზიო მოხმარების ყველაზე მაღალი წილი და  ყურების დროის  30% დაიკავეს.

მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა ქართულ სატელევიზიო სივრცეშიც. ქართული არხების ნაწილი მაყურებელს საინფორმაციო გადაცემებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების  უწყვეტ ეთერს სთავაზობდა, რაც მათ რეიტინგზე დადებითად აისახა. “ტრი მედია ინტელიჯენსის“  მონაცემებზე დაყრდნობით,  რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებამ აჩვენა, რომ “CNN”-ის მსგავსად, „მთავარი არხი“-ს, „ტვ პირველი“-ს, „ფორმულა“-ს რეიტინგი განსაკუთრებული მოვლენების პერიოდში იზრდება, თუმცა სხვა ტელეარხები, მაგალითად, „იმედი“, მშვიდობიან პერიოდებში უფრო მეტი სტაბილურობითა და რეიტინგის უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

ომამდელ პერიოდთან (30.01.2022-23.02.2022) შედარებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან (24.02.22-20.03.22) ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების ხანგრძლივობამ მთლიან სატელევიზიო სივრცეში 20%-ით მოიმატა, მაყურებლის მხრიდან კი ამ ჟანრის სატელევიზიო გადაცემების ყურება 109%-ით გაიზარდა. ასევე, ომამდელი პერიოდისგან განსხვავებული ქცევა შეინიშნება ახალგაზრდა აუდიტორიის მხრიდან, რომლებმაც ტელეეკრანებთან საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების საყურებლად მეტი დროის გატარება დაიწყეს. მაგალითად: 18-დან 44 წლამდე კაცების ყურების მაჩვენებელმა 95%-ით მოიმატა, ხოლო ამავე ასაკის ქალების ყურების მაჩვენებელს 100%-იანი ზრდა ჰქონდა. აღნიშნული ჟანრის გადაცემების ყურება გაიზარდა როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებში. თბილისში 24 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდში, აღნიშნული ჟანრის ყურება 77%-ით, ხოლო რეგიონებში 75%-ითაა მომატებული ომამდელ პერიოდთან (30.01.2022-23.02.2022) შედარებით.

ტელევიზიები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, საეთერო ბადეში გაცილებით მეტ დროს უთმობდნენ ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებებსა და პოლიტიკური შინაარსის თოქ-შოუებს. მაგალითად: „რუსთავი 2“-ზე ეთერშიაღნიშნული ჟანრის გადაცემების ხანგრძლივობა  76%-ით გაიზარდა, ხოლო ყურების მაჩვენებელი – 103%-ით. საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური ჟანრის თოქ-შოუების ყურების მაჩვენებელი „ფორმულაზე“ 150%, ხოლო „ტვ პირველზე“ 112%-ით არის გაზრდილი. „მთავარ არხზე“  ეთერში საინფორმაციო ჟანრის გადაცემების ხანგრძლივობამ  64%-ით მოიმატა,  ხოლო საინფორმაციო გამოშვებების ყურების მაჩვენებლმა 94%-ით. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, საინფორმაციო გამოშვებების ხანგრძლივობა ომამდელ პერიოდთან (30.01.2022-23.02.2022) შედარებით, 24 თებერვლიდან 20 მარტამდე  51%-ით გაზარდა, აღნიშნული ჟანრის ყურებამ კი არხზე 63%-ით მოიმატა. საინფორმაციო ჟანრისა და თოქ-შოუების  ხანგრძლივობა საზოგადოებრივ მაუწყებელზეც გაიზარდა (67%), რამაც ამავე ჟანრის ყურების მაჩვენებლის 51%-იანი ზრდა განაპირობა.

Tags: Sopho MakharadzeTMI
ADVERTISEMENT
TMI

TMI

„ტრი მედია ინტელიჯენსი“ (ტი-ემ-აი) წარმოადგენს საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის მზომ კომპანიას. ეწვიეთ გვერდს: https://TMI.ge

Related Posts

We stand with Ukraine
ადამიანები

ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

by The FINANCIAL
თებერვალი 25, 2023
0

დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის წლისთავზე, ჩვენ, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს საქართველოში, გვსურს გავგზავნოთ იმედის, ერთიანობისა და სიმტკიცის სიგნალი. ...

Read more
ნიკა გვარამია დააპატიმრეს

ნიკა გვარამია დააპატიმრეს

მაისი 16, 2022
Next Post
დაბომბვის შიშით ნგრეთი უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში მონაწილეობაზე

დაბომბვის შიშით ნგრეთი უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში მონაწილეობაზე

Please login to join discussion
ADVERTISEMENT

LATEST POSTS

New direction in the construction and development market of Georgia – “Prestige” series from “Maqro Construction”

New direction in the construction and development market of Georgia – “Prestige” series from “Maqro Construction”

მაისი 26, 2023
Long-term international migration, provisional: year ending December 2022

Long-term international migration, provisional: year ending December 2022

მაისი 26, 2023
putin_copy_copy.jpg

Blow for Putin as UK marks one year free from Russian gas

მაისი 25, 2023
About a third of Americans would tell a high schooler seeking career advice to enter a STEM-related field

Recruitment firms are not effective if you want to make a big career change

მაისი 25, 2023
Home values in U.S. decline for second month as competition eases

Understanding The True Cost of Buying a Home Warranty

მაისი 25, 2023
Formal Credit Channels Remain a Double-Edged Sword for Consumers

Formal Credit Channels Remain a Double-Edged Sword for Consumers

მაისი 25, 2023
Hassan Jameel

დაცული: Abdul Latif Jameel Energy’s FRV Expands Operations in Europe

მაისი 23, 2023
First wiring map of neurons in insect brain complete

Brain signatures for chronic pain identified in a small group of individuals

მაისი 22, 2023
New York Allows Sale Of Alcoholic Beverages During Coronavirus Shutdown As Market Shrinks To $528 Billion

Scrapping retained EU red tape on wine to unlock £180 million

მაისი 21, 2023

Expediting sustainability and digital investments, Sabancı commits to reduce emissions by 42% by 2030

მაისი 21, 2023

LATEST INTERVIEWS

“EU membership might attract European banks and other financial institutions to enter Georgia” – NBG Vice Governor Papuna Lezhava

“EU membership might attract European banks and other financial institutions to enter Georgia” – NBG Vice Governor Papuna Lezhava

by The FINANCIAL
მაისი 15, 2023
0

“As a member of the ProCredit Group, we provide significant advantages to SME’s, by partnering with EU organizations” – Giorgi Kardenakhlishvili, Head of Medium Business Development, ProCredit Bank Georgia

“As a member of the ProCredit Group, we provide significant advantages to SME’s, by partnering with EU organizations” – Giorgi Kardenakhlishvili, Head of Medium Business Development, ProCredit Bank Georgia

by The FINANCIAL
მაისი 15, 2023
0

‘Russia cannot be treated as a reasonable and reliable trade partner

‘Russia cannot be treated as a reasonable and reliable trade partner

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

We should increase our joint efforts to assist the growing tech sector here in Georgia

We should increase our joint efforts to assist the growing tech sector here in Georgia

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

‘Georgia has much to offer to UK investors

‘Georgia has much to offer to UK investors

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

‘The best way for the Georgian economy to prosper is to join the EU

‘The best way for the Georgian economy to prosper is to join the EU

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

‘The Kremlin wants Georgia to fail or abandon its European path

‘The Kremlin wants Georgia to fail or abandon its European path

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

Russian Patriarch Kirill Says Dying In Ukraine ‘Washes Away All Sins’

Interview: Why Putin Might Prefer A Stalemate To Going Nuclear On Ukraine

by The FINANCIAL
ოქტომბერი 22, 2022
0

პოპულარული ბოლო 30 დღეში

    Newsletter

    ADVERTISEMENT

    შემეხმიანე

    E-mail your company news at:

    news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

    Local Marketing contact:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

    Requests from abroad:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

    Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

    რესურსი

    • Work at the FINANCIAL
    • ePaper
    • Advertise in The FINANCIAL
    • Access ePaper
    • Guest posts
    • Contributed articles
    • AmericanStockNews
    • Coupon Codes
    • GLOSSY MAG
    American Culture Center
    ACC Partner

    სახელმძღვანელო

    • Events
    • Services

    გამოგვყევი

    • Facebook
    • Twitter
    • Google+
    • Youtube
    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • ბიზნესი
      • ოქროს ბრენდი
      • ტურიზმი
      • მედია
      • უძრავი ქონება
      • ფარმაცია
    • მსოფლიო
      • საქართველო
      • პოლიტიკა
      • ომი უკრაინაში
      • უკრაინა
    • ჯანმრთელობა
    • ტექნოლოგიები
    • კულტურა
      • მოდა
      • ფილმები
      • წიგნის განხილვა
    • ფინანსები
      • ქართული ბანკები
      • საბანკო ფორუმი
    • ჰოტელიერი
      • სასტუმროები
      • პრეს-რელიზი
    • GE
      • EN
      • GE

    © 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

    Welcome Back!

    Login to your account below

    Forgotten Password?

    Retrieve your password

    Please enter your username or email address to reset your password.

    Log In
    This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.