პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლეთისგან მომავალი “საფრთხის” გამო შეიჭრა

4 mins read

რუსეთის პრეზიდენტმა, მის მიერ უკრაინაში შეჭრაში დასავალური ქვეყნები დაადანაშაულა. ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის მოქმედება პასუხია „ჩვენს საზღვრებთან აბსოლუტურად მიუღებელ საფრთხეებზე“. იტყობინება ამერიკის ხმა

მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების ხსოვნისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, პუტინმა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რუსეთის მოთხოვნებზე ისაუბრა. ეს არის მოთხოვნები, რაც რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს, ხელახალ შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე წარმოადგინა. მოთხოვნებს შორის იყო უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს მიერ წევრობაზე უარის თქმა. მაშინ, კრემლი ამტკიცებდა, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ გეგმავდა. აშშ-ისა და ნატოს ოფიციალური პირები არაერთხელ შეხვდნენ რუს ოფიციალურ პირებს, მაგრამ უარყვეს რუსეთის გარკვეული მოთხოვნები, მათ შორის ნატოში უკრაინის გაწერვიანების პირობაზე უარის თქმა.

„ნატოს ქვეყნებს არ სურდათ ჩვენი მოსმენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რეალურად ჰქონდათ სრულიად განსხვავებული გეგმები და ჩვენ ეს დავინახეთ. ღიად მზადება მიმდინარეობდა დონბასში მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის, ჩვენს ისტორიულ მიწებზე, მათ შორის ყირიმში შეჭრაზე“ – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინმა ასევე გაავლო პარალელები მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა ძალებსა და დღევანდელ რუსეთის ძალებს შორის უკრაინაში. პუტინი უკრაინაში შეჭრას ახასიათებს, როგორც ქვეყნის „დენაციფიკაციის“ ოპერაციას, ხოლო უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ პუტინმა გაუმართლებელი ომი და არაპროვოცირებული ომი წამოიწყო.

 

READ  მთავრობა ბორჯომის რუს მფლობელს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება

კომენტარის დატოვება