რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის ფონზე, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლეთი მალე დაიღლება ომით. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარკინ პჟიდაჩმა განაცხადა, იუწყება RAR.
„ჩვენ აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ შესაძლო დაღლილობას, რადგან უკრაინაში ომი გრძელდება, ყოველდღე ხალხი იღუპება, ბავშვები და ქალები ყოველდღე იხოცებიან, ინფრასტრუქტურა ყოველდღე ინგრევა“, – განაცხადა პრჟიდახმა.
9 ივნისს უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მელინდა სიმონსმა განაცხადა, რომ კრემლი ელოდება დასავლეთის მობეზრებას უკრაინის ომით.
„ძალიან ნათელია, რომ ეს არის რუსული მოლოდინებისა და თანამედროვე ომის რუსული სახელმძღვანელოების ნაწილი – ისინი ყოველთვის ელოდნენ, რომ დასავლეთის ქვეყნები განადგურდებიან. მე მჯერა, რომ ომის ამ პირველ ეტაპზე დასავლური ქვეყნების უკიდურესი ერთიანობა სანქციების ირგვლივ. სამხედრო დახმარებაზე ერთიანობამ, უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის ირგვლივ ერთიანობამ, ცხადია ამან ვლადიმერ პუტინი გააოცა.”
ლუკოილი აშშ-ის სანქციების გამო უცხოეთში თავის აქტივებს ყიდის
რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილმა“ გამოაცხადა თავისი უცხოური აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. გაყიდვა აშშ-ის ნებართვით მოხდება, ნათქვამია...
Read more















Discussion about this post