ADVERTISEMENT
  • მთავარი
ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
Home აზრი ანალიტიკა

როგორ თარგმნის “ხალხის ძალა” ნატოს მე-5 მუხლს და რა წერია იქ სინამდვილეში

RFE/RL Radio Free Europe by RFE/RL Radio Free Europe
ივნისი 7, 2024
in ანალიტიკა, საქართველო
Reading Time: 4 mins read
11
A A
0
“ნატოში გაწევრიანების გზაზე, საქართველო უკრაინას ჩამორჩება”
Share on FacebookShare on Twitter
ნატო წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმად განიხილება.

ნატოს წესდების მეხუთე მუხლი წევრი ქვეყნების დაცულობის მთავარი გარანტია და სწორედ ეს მუხლი განაპირობებს ალიანსის გაფართოებას – რომლის ტერიტორიაზეც უკვე 75 წელია, ომი არ ყოფილა.

  • მეხუთე მუხლი 1949 წლიდან არსებობს, როცა ვაშინგტონში, 12 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას.
  • მეხუთე მუხლი ნატომ ერთადერთხელ აამოქმედა – 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ.

რას ამბობს „ოცნების“ განაყოფი – „ხალხის ძალა“?

„ხალხის ძალა“ ნატოს სიცრუეში ადანაშაულებს.

5 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო საქართველოს „ტყუილი, არაფრის მომცემი დაპირებებით“ აბრუებს და, რომ უკვე დადგა „სიმართლის“ თქმის დრო – ნატოს წესდების მეხუთე მუხლთან დაკავშირებითაც.

RelatedPosts

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

„აქამდე გადარჩენის და უსაფრთხოების მთავარ იარაღად შერაცხული მეხუთე მუხლი სულაც არ არის უსაფრთხოების და თავდაცვის გარანტი. უფრო მეტიც, ეს მანიპულაციური ჩანაწერი ალიანსის წევრ ყველა ქვეყანას აძლევს სრულ უფლებას, იხელმძღვანელონ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით და, მათივე წესდებით, თავი აარიდონ ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას“, – „ხალხის ძალა“ ამატებს „ყველაზე დიდ უბედურებასაც“, რომ – ნატოს წესდების მეხუთე მუხლის “ქართული თარგმანი მიზანმიმართულად არის გაყალბებული“.

„თარგმანში გამქრალია წესდების ორიგინალის მთავარი დათქმა, რომყველა ქვეყანა თავად წყვეტს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სამხედროდახმარება, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ქართულ ვერსიაშიისეა წარმოჩენილი, რომ ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმისშემთხვევაში ყველა ქვეყანა ვალდებულია, ჩაერთოს სამხედროდაპირისპირებაში და დაიცვას მოკავშირე სამხედრო აგრესიისგან“, – „ხალხის ძალა“ შეცდომაში შემყვან თარგმანსა და მე-5 პუნქტის არასწორ ინტერპრეტაციას გლობალური ომის პარტიას აბრალებს.

„მწარე სიმართლეში“ სიცხადის შეტანა ცალკე სცადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემაც და ფეისბუკში ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის ერთობ სადავო თარგმანი ცალკეც გამოაქვეყნა:

„ალიანსზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე. ხოლო ამ დანარჩენ სახელმწიფოებს აქვთ უფლება ისე და იმ ფორმით დაეხმარონ აგრესიის ობიექტს, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მხოლოდ მაშინ გამოიყენონ საკუთარი შეიარაღებული ძალები“.

ეს თარგმანი მთლიანად უცვლის აზრს ნატოს მეხუთე მუხლის ორიგინალურ ვერსიას.

სინამდვილეში, ორიგინალ ტექსტში წერია შემდეგი:

„მხარეები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან მეტ მათგანზე [ქვეყანაზე] ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, უნდა იქნას განხილული, როგორც თავდასხმა ყველა მათგანზე. შესაბამისად, ისინი თანხმდებიან, რომ ასეთი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, თითოეული მათგანი, გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლებით სარგებლობის ფარგლებში, დაეხმარებიან თავდასხმის სამიზნე მხარეს ან მხარეებს, დაუყოვნებლივ, ინდივიდუალურად და სხვებთან კოორდინაციით, ისეთი ქმედებებით, რაც მიჩნეულ იქნება საჭიროდ, მათ შორის – სამხედრო ძალის გამოყენებით, რათა აღდგენილ და შენარჩუნებულ იქნას ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება“.

იგივე შინაარსია ნატოს ვებსაიტის ქართულ ვერსიაში, რომელიც “ხალხის ძალამ” საეჭვოდ გამოაცხადა.

„ხალხის ძალის“ განცხადებები ექსპერტებისთვის იგივე – „ქართული ოცნების“ განცხადებებია, რადგან უკვე პარტიად გარდაქმნილი ეს განაყოფი – თავიდანვე, „ოცნების“ სათქმელის, მათი თქმით – „სიმართლის“ – გასახმოვანებლად შეიქმნა. თავიდან ისინიდაუპირისპირდნენ დასავლელ პარტნიორებს – ჯერ ელჩებს, ხოლოშემდეგ – უფრო ფართოდ. იმავე რელსებზე თანდათან სულ უფროდაუფარავად გადავიდა „ქართული ოცნებაც“. ასევე „ხალხის ძალას“ ეკუთვნოდა „აგენტების კანონის“ ინიციატივა შარშან, როცა ის, ხალხის ზეწოლით, მარცხით დასრულდა – წელს კი იგივე სადავოკანონი უკვე პირდაპირ „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენა და ბოლომდეგაიტანა.

„ხალხის ძალა“ წერილში აცხადებს, რომ აქამდე დიდი ხანია იცოდა ეს “სიმართლე”, მაგრამ მაინც ცდილობდა, რომ სტრატეგიული პარტნიორებისათვის როგორმე სახე შეენარჩუნებინა.

ეს ლოგიკა გასაოცარი აღმოჩნდა მათთვისაც კი – ვინც არასწორი თარგმანის შინაარსს იზიარებს – ანტიდასავლური და პრორუსული ძალების წარმომადგენლები და მომხრეები ვერ ხსნიან, ამდენ ხანს რატომ ატყუებდნენ ხალხს „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ და რატომ უმალავდნენ ამ ინფორმაციას – თუკი მეხუთე მუხლს გლობალური ომის პარტია საქართველოში შეგნებულად აყალბებდა?! ანუ რატომ თამაშობდა ხელისუფლება „გლობალური ომის პარტიის“ თამაშს?!

მითი #6 და რუსული დეზინფორმაცია

ნატოს წესდების მეხუთე მუხლის არაქმედითუნარიანობაზე მსჯელობა კრემლის საყვარელი საქმიანობაა და ეს თემა ხშირად ჩნდება რუსულ მედიაში, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

„ნატოს მეხუთე პუნქტი: მკაცრი ვალდებულება თუ ცარიელი ფორმალობა?“ – სტატია ამ სათაურით Pravda.ru-მ ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა.

„ნატოს ისტორიის მანძილზე ბლოკის არცერთი ქვეყანა არ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. სხვათა შორის, ამ ფაქტს ალიანსის ხელმძღვანელობა თავისებურ რეკლამად იყენებს: ნატო მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია. და ალიანსში ახალი წევრების მისაზიდად ეს რეკლამა მუშაობს“, – სტატიაში მხოლოდ ეჭვებია თავმოყრილი, მე-5 მუხლის სიმყიფის მითს ვერ ამყარებს და ბოლოს სვამს შეკითხვას – რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ნატოს ერთი ქვეყანა მეორეს დაესხმება თავს? იქვეა გამოთქმული ნატოს წევრი ქვეყნების დაპირისპირების იმედიც – რომ „ეს სავსებით შესაძლებელია“ „ევროკავშირში დაპირისპირების ზრდის გათვალისწინებით“.

READ  ტექნოლოგიები და ინოვაციები - Global Tech Weekend Tbilisi 2025 - თიბისის მხარდაჭერით

რუსულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები ხშირად განპირობებულია შიშით – ხომ არ გამოიწვევს მეხუთე მუხლის სწრაფ ამოქმედებას, მაგალითად – რუსეთის რაკეტის შემთხვევითი ჩავარდნა ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაგალითად, უკრაინასთან მისი ომის დროს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ უკვე დიდი ხანია ებრძვის ევროკავშირისა და ნატოს შესახებ გავრცელებულ მითებს და მათ შორის ერთ-ერთი სრულად შეესაბამება „ხალხის ძალის“ მიერ შექმნილს.

„მითი, რომ საქართველოს გამო ნატო რუსეთთან ომს არ დაიწყებს [იგულისხმება საქართველოს ნატოში გაწევრების შემთხვევაში – რ.თ.] – მცდარია!“ – ეს პუნქტი ჩამონათვალში მე-6 ნომრით არის შეტანილი და მას განმარტებაც ახლავს:

„ნატო არა თავდასხმითი, არამედ თავდაცვითი ორგანიზაციაა და მისი მთავარი პრინციპი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ნატო წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმად განიხილება. დაუსაბუთებელი და არგუმენტს მოკლებულია აღნიშნული პრინციპის ქმედითუნარიანობაში ეჭვის შეტანის მცდელობები“, – ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ალიანსის ყველა წევრი დაიცავს საქართველოს უსაფრთხოებას.

რას აჩვენებს პრაქტიკა?

განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოს ლიდერები იმეორებენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაიცავს მისი ტერიტორიის თითოეულ ინჩს. ეს ფორმულა რამდენიმეჯერ თავად აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გაიმეორა.

„მეხუთე მუხლის ვალდებულება წმინდაა. ერთზე შეტევა ყველაზე შეტევაა და ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ ინჩს“, – ეს სიტყვები პრეზიდენტმა ბაიდენმა 2022 წლის ივნისში წარმოთქვა, როცა უკრაინაში ომი 4 თვის დაწყებული იყო და შემდეგ ფინეთშიც გაიმეორა – 2023 წლის ივლისში.

მანამდეც და მას შემდეგაც – მსგავსი რიტორიკა არაერთხელ გაისმა როგორც ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან, ასევე უშუალოდ ნატოს უმაღლესი პირების მხრიდანაც.

ნატოს წესდების მეხუთე მუხლი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებისთვის, რაც ასევე რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოჰყვა და რაც კრემლის სტრატეგიულ მარცხად შეფასდა.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე გვეუბნება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლში ყველაფერი გასაგებად არის ნათქვამი, წევრ ქვეყნებს „ინდივიდუალურად და სხვებთან კოორდინაციით“ „დაუყოვნებელ“ მოქმედებას ავალდებულებს და ეს მუხლი პრაქტიკაშიც არის განმტკიცებული, მათ შორის – აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერების მაგალითზე.

„აღმოსავლეთ ევროპაში სულ უფრო იზრდება დასავლეთის სამხედრო წარმომადგენლობა – დაფუძნება და მუდმივი ყოფნა. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი, პოლონეთი ამის მაგალითია. წარმოდგენილია არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ გერმანია და სხვა ქვეყნები – რიცხობრივად იზრდება კონტინგენტი და გახშირებულია სამხედრო წვრთნები, რომელთა მიზანს უშუალოდ რუსეთისგან თავდაცვა წარმოადგენს. რეალურად საქმეზეა გადასული ნატო და ეს ჩანს, ვისაც დანახვა უნდა“, – ეუბნება გიორგი მუჩაიძე რადიო თავისუფლებას.

თარგმანში დაკარგული თუ მეტი?

„ხალხის ძალის“ სვლას მხოლოდ თარგმანში დაკარგვას არ მიაწერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია. მისი შეფასებით, ნატოსთან დაკავშირებული „დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივი“ „იერიში და გამიზნული ქმედებაა გაცხადებული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“; მაგრამ, ამავე დროს – დეპუტატი ერთ სავარაუდო მიზეზსაც ხედავს.

„ვფიქრობ, რომ ისინი [ხელისუფლება] გარკვეულწილად ემზადებიან ნატოს ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის, სადაც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი პირველი პოლიტიკური პირის [პრემიერ-მინისტრი] დონეზე და, სავარაუდოდ, სერიოზულ კრიტიკას მიიღებს საქართველო სამიტის კომუნიკეში – ამ კუთხით საინფორმაციო სივრცეს ამზადებენ ახლა და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ“, – ეუბნება თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებას და შენიშნავს იქვე, რომ პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეცა, ვაშინგტონის სამიტისთვის მზადების შესახებ არაფერია ნათქვამი.

„პრემიერის ანგარიში [ნატოს საკითხთან მიმართებით] არის აბსოლუტურად მანიპულაციური და სავსე ტყუილებით, როდესაც ხდება ფაქტების დამახინჯება, რომ თითქოს ნატოსკენ წარმატებით მივდივართ. ის აქცენტს აკეთებს ხავიერ კოლომინას [NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი] საქართველოში ვიზიტზე – მიუხედავად მისი მწვავე კრიტიკისადემოკრატიული რეფორმების კუთხით“, – ნატოს მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას თეონა აქუბარდია განიხილავს რუსეთის პოლიტიკის „კიდევ ერთ შემხვედრ ნაბიჯად“, რადგან „რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციაში ნატოს გაფართოება საფრთხედ არის აღქმული“.

გიორგი მუჩაიძის თქმით, ხელისუფლებაში „ცდილობენ, რომ ყველანაირი გზით მოახდინონ პროდასავლური ვექტორის დისკრედიტაცია – რომ ეს არ არის გზა საქართველოს კეთილდღეობისკენ და არც უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი არ არის – ნატო“, მაგრამ გამოცდილება არ ადასტურებს, რომ ნატოზე უარის თქმით რომელიმე სახელმწიფომ რაიმე მოიგო.

„მცდარია მოსაზრება, რომ ვინც ნატოსკენ მიდის – მას ომი ემუქრება და ვინც უარს იტყვის ნატოზე, ის მშვიდობიანად იცხოვრებს… ქვეყნები, რომლებმაც ნატოზე უარი თქვეს, არანაირად უკეთეს მდგომარეობაში არ არიან: მოლდოვა კონსტიტუციის მიხედვით – ნეიტრალური ქვეყანაა, 1994 წლიდან; უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა [ვიქტორ] იანუკოვიჩის დროს, უბლოკო სტატუსის კანონით; სომხეთი საერთოდ რუსეთთან ერთად, ნატოს საწინააღმდეგო ალიანსში გაწევრიანდა და ომი ასცდა თუ რუსეთი დაეხმარა [სომხეთს] ომში?!“, – გიორგი მუჩაიძე იმეორებს, რომ ალიანსი საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია და ნატოს შესაძლებლობების გამოყენებას უკვე სომხეთიც ცდილობს.\

ლელა კუნჭულია

Related Posts

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
News

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

by The FINANCIAL
მაისი 15, 2025
0

ბაზრის ლიდერი კომპანია „ენთები“ უკვე 10 წელზე მეტია ბიზნესებს აწვდის თანამედროვე ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებას.  „ენთები“ თიბისის მიერ ორგანიზებული ქვეყნის...

Read more
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

მაისი 15, 2025
თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

მაისი 15, 2025
მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

მაისი 15, 2025

Discussion about this post

  • Trending
  • Comments
  • Latest
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

მაისი 15, 2025
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

მაისი 15, 2025
თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

მაისი 15, 2025
მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

მაისი 15, 2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა სადამდე გაიზრდება ინფლაცია?

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა სადამდე გაიზრდება ინფლაცია?

მაისი 13, 2025
ADVERTISEMENT

პოპულარული ბოლო 24 საათში

    ბოლო სიახლეები

    გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

    გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

    მაისი 15, 2025
    შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

    შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

    მაისი 15, 2025
    თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

    თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

    მაისი 15, 2025
    მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

    მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

    მაისი 15, 2025
    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა სადამდე გაიზრდება ინფლაცია?

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა სადამდე გაიზრდება ინფლაცია?

    მაისი 13, 2025
    „მთავარია გჯეროდეს“  თიბისის ახალი გზავნილი

    „მთავარია გჯეროდეს“  თიბისის ახალი გზავნილი

    მაისი 10, 2025
    უნგრელი ჯაშუშები უკრაინაში სიტუაციას ზვერავენ

    უნგრელი ჯაშუშები უკრაინაში სიტუაციას ზვერავენ

    მაისი 9, 2025

    ბოლო ინტერვიუები

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    by VOA Voice of America
    სექტემბერი 23, 2024
    0

    ...

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    by The FINANCIAL
    თებერვალი 29, 2024
    0

    ...

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    by The FINANCIAL
    იანვარი 25, 2024
    0

    ...

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 19, 2023
    0

    ...

    პოპულარული ბოლო 30 დღეში

      დაგვიკავშირდით

      E-mail your company news at:

      news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

      Local Marketing contact:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

      Requests from abroad:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

      Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

      რესურსი

      • Work at the FINANCIAL
      • ePaper
      • Advertise in The FINANCIAL
      • Access ePaper
      • Guest posts
      • Contributed articles
      • AmericanStockNews
      • Coupon Codes
      • GLOSSY MAG
      American Culture Center
      ACC Partner

      სახელმძღვანელო

      • Events
      • Services

      გამოგვყევი

      • Facebook
      • Twitter
      • Google+
      • Youtube
      No Result
      View All Result
      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE

      © 2025 Intelligence Group llc

      Welcome Back!

      Login to your account below

      Forgotten Password?

      Retrieve your password

      Please enter your username or email address to reset your password.

      Log In

      Add New Playlist

      This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.