დასვლეთის მხრიდან სანქცირებულ რუსეთის ეკონომიკის აღსდგენას ექვსი თვე დასჭირდება განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა.
„ეკონომიკას აღსადგენად დრო სჭირდება. შეუძლებელია, ასეთი დარტყმის ფონზე არ გქონდეს მინიმუმ ექვსი თვე რეორგანიზაციისთვის“, – განაცხადა პრემიერმა სახელმწიფო სათათბიროში მოხსენებით საუბრისას.
როგორც მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართულია რუსეთის ეკონომიკის ახალ პირობებთან ადაპტირებაზე.
რამდენიმე ხნის წინ, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა განაცხადა, რომ რუსული მრეწველობის ლოგისტიკური ჯაჭვები შეიძლება ექვს თვეში აღდგეს.
იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე „ფუმფულა“ თიბისის პარტნიორია
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს...
Read more