რუსეთის თავდაცვის მინისტრია აპარატზეა მიერთებული

5 mins read

იუკოსის ყოფილ თანამფლობელს, ლეონიდ ნევზლინს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მაგრამ კავშირებს ინარჩუნებს მოსკოვის ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან, თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრი, სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა. ის, სავარაუდოდ, რეამინაციაშია და შესაძლოა ინვალიდი გახდეს.
ევზლინის თქმით, შოიგუს შეეძლო გულის შეტევა „არა ბუნებრივი მიზეზების გამო“. დაემართა.
“შოიგუ თამაშს გამოეთიშა, თუ გადარჩება, შესაძლოა ინვალიდი გახდეს. მოულოდნელად მას გულის შეტევა დაემართა, ის რეანიმაციაშია და აპარატზეა მიერთებული”, – წერს ბიზნესმენი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
რუსი ბიზნესმენის თქმით, სავარაუდოდ დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალი. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, ოფიციალურმა პირებმა ბევრი ფული მოიპარეს, რომელიც პუტინმა გამოყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მოსამზადებლად.
„დაპატიმრებული იქნა თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალი. ყველა შტაბის ოფიცერი. აქ ყველაფერი ნათელია თანხების სრული გაფლანგვა. 2014 წლიდან დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი, რომელიც პუტინმა გამოყო ბლიცკრიგის მოსამზადებლად, მოიპარეს“, – დასძინა ნევზლინმა.
როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, მან გაიგო, რომ რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ემზადებოდა. სავარაუდოდ, ის კოლეგებისა და მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. ხოლო პუტინის ყოფილ მრჩეველს ვლადიმერ სურკოვს, ნევზლინის თქმით, შინაპატიმრობა შეეფარდა. იგი ეჭვმიტანილია ომის სამზადისისთვის გამოყოფილი თანხის ქურდობაში. ამავე საქმეზე 20 გენერალიც დააკავეს.
რუსეთში ნევზლინის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. კრემლში ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ არ უარყოფენ ინფორმაციას შოიგუს შესაძლო ინფარქტის შესახებ.

READ  გერმანულმა ოპოზიციამ შოლცს მოუწოდა, შეწყვიტოს პუტინთან საუბარი: ჩვენ ზეწოლა გვჭირდება

კომენტარის დატოვება