რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უმძიმეს არაბირთვულ იარაღს იყენებს

3 mins read

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უმძიმეს არაბირთვულ იარაღს იყენებს ამის შესახებ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა და Twitter-ზე გამოაქვეყნა რუსული სოლნცეპეკის ცეცხლსასროლი სისტემის მუშაობის ვიდეო, იტყობინება უკრაინული საინფორმაციო სააგენტო უნიანი.
„ზოგიერთი პარტნიორი ესკალაციის შიშით ყოყმანობს გადასცეს უკრაინას საჭირო იარაღი, ესკალაცია?! რუსეთის ფედერაცია უკვე იყენებს უმძიმეს არაბირთვულ იარაღს უკრაინელების წინააღმდეგ, იქნებ დროა პასუხი გავცეთ არაადამიანებს და გადავცეთ უკრაინის MLRS (ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა)“ – თქვა პოდოლიაკმა.
TOS-1 “Pinocchio” არის რუსული მძიმე 220 მმ-იანი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, რომელიც დაფუძნებულია T-72 ტანკზე. ისვრის ცეცხლგამჩენ ან თერმობარულ საბრძოლო მასალას. 2001 წელს რუსეთის არმიამ მიიღო გაუმჯობესებული TOS-1A Solntsepek სისტემა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში აგრძელებენ ყოფნას მომაკვდინებელი ჭურვებით შეიარაღებული რუსული გემები. შავ ზღვაში გრძელდება დიდი სადესანტო გემების და ფრთოსანი რაკეტების მატარებელი გემების მანევრირება, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ ათზე მეტი სასიკვდილო ჭურვი. რუსები აგრძელებენ უკრაინის პორტებსა და სამოქალაქო გემებს ბლოკადას.

READ  ევროპული ფორუმის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს

კომენტარის დატოვება