უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მკვეთრად შემცირდა მოთხოვნა მარკეტინგის, რეკლამისა და პიარის დარგის სპეციალისტებზე. ამ სფეროში მოთხოვნადი ვაკანსიების რაოდენობა 44%-ით შემცირდა, რეზიუმეების რაოდენობა კი 11%-ით გაიზარდა.
სააგენტო HeadHunter-ისა და PR Perfect-ის ექსპერტები ბაზარზე არსებულ დისბალანსს რუსეთის ბაზრიდან უცხოური ბრენდების წასვლას უკავშირებენ. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, კრიზისის დროს კომპანიები პირველ რიგში სარეკლამო ხარჯებს ამცირებენ.
კომერსანტის ცნობით, HeadHunter-ისა და PR Perfect საკომუნიკაციო სააგენტოს ანგარიშს მიხედვით, 28 მარტიდან 3 აპრილამდე, ამავე წლის 14-დან 20 თებერვალთან შედარებით, სარკლამო სფეროში ვაკანსიების რაოდენობა 44%-ით შემცირდა. როგორც კომერსანტი იუწყება, უკრაინაში რუსეთის აგრესიამდე, ვაკანსიების რაოდენობა მზარდი იყო და თებერვალში 124%-ით მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში.
მანამდე Dentsu International Group-მა რუსეთის სარეკლამო ბაზარზე 40-60%-იანი კლება იწინასწარმეტყველა.
OMD OM Group წელს სარეკლამო ბაზრის 11%-ით კლებას ელოდა, ეს იმ შემთხვავაში თუ უკრაინაში ომის ცხელი ფაზა აპრილში დასრულედება. ექსპერტების პროგნოზით, ყოველი დამატებითი თვე ინდუსტრიას 5%-იანი წლიურ ვარდნად დაუჯდებოდა.

რუსი რეკლამისა და პიარის სპეციალისტები სამსახურის გარეშე დარჩნენ
- ევროპარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებას უპასუხა:
- უკრაინის თავდაცვის მინისტრი: “პირველი HIMARS სისტემები უკვე ჩამოვიდა უკრაინაში.”
- უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ამ კვირაში მიიღებს - Bloomberg
- დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო რუსეთი აღარასდროს ენდობა დასავლეთს