G7-ის ქვეყნები განიხილავენ, მისცენ თუ არა სანქცირებულ რუს ოლიგარქებს სანქციებიდან გამოსვლის საფასურის გადახდის უფლება: ვარაუდობენ, რომ ოლიგარქების მიერ გადახდილი თანხები უკრაინის რეკონსტრუქციას მოხმარდება. არც თავად რუსი ოლიგარქები და არც უკრაინის ხელისუფლება, თითქოსდა, არ ეწინააღმდეგებიან მსგავს იდეას. ამის შესახებ AP წყაროებზე დაყრდნობით წერს.
საინფორმაციო სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, გერმანიაში G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, კანადის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილენდმა ეს იდეა რუს ოლიგარქებთან საუბრის შემდეგ წამოაყენა. ოფიციალური პირის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ დისკუსიების შესახებ.
კრისტინა ფრილენდმა დასძინა, რომ დასავლეთის ინტერესშია ცნობილი რუსი ოლიგარქების დაშორება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან და ამავე დროს უკრაინის დაფინანსება.
„ამაზე არ ვისაუბრებდით, უკრაინელების მხრიდან რაიმე დისკომფორტი რომ არ ყოფილიყო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მათთვისაც მუშაობს“, – დასძინა წყარომ.
გაერთიანებული ევროპული სატანკო კოალიცია უკრაინაში 80-მდე ტანკის გასაგზავნად ემზადება
ამ ეტაპზე ევროპელი მოკავშირეები განიხილავენ გზებს, თუ როგორ მიაწოდონ უკრაინას 80 გერმანული ტანკი ლეოპარდ 2-ი. გეგმის თანახმად ევროპელების მიწოდებული ტანკებისგან...
Read more