სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის 300 მებრძოლმა უარი თქვა უკრაინაში პუტინისთვის ბრძოლაზე.

2 mins read

ოსმა მებრძოლებმა გადაწყვიტეს არ დაემორჩილონ რუსი მეთაურების ბრძანებას და სახლში დაბრუნდნენ.
ამის შესახებ იტყობინება unian.net

უკრაინული წყარის ინფორმაციით, საბრძოლად ოსი მებრძოლების იმხელა კონტიგენტი წაიყვანეს რომ, სამხრეთ ოსეთი არსებითად დარჩა თავისი სამხედროების უმეტესობის გარეშე, რამაც უკმაყოფილების მნიშვნელოვანი ტალღა გამოიწვია.

დაპირისირების ერთ-ერთი ბოლო წვეთი იყო ინციდენტი, როდესაც რუსმა მეთაურმა ოსებს აუკრძალა ბრძოლის ველიდან გარდაცვლილი თანამებრძოლის ცხედრის გატანა.

უკრაინული წყაროს ინფორმაციით, რუსი სამხედრო ხელმძღვანელობა იმედოვნებდა რომ ოსები კამიკაძეების სტილში კარგად დაცულ უკრაინულ პოზიციებზე შეტევას მიიტანდნენ, მაგრამ ოსები ასეთ სიგიჟეზე არ წასულან. მაშინ რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა ოსურ ქვედანაყოფს საბრძოლო მასალისა და რუკების მიწოდებაზე.

 

READ  რუსეთი უკრაინის რეგიონების მიერთებაზე რეფერენდუმს, მიმდინარე წელს ჩაატარებს

კომენტარის დატოვება