ADVERTISEMENT
  • მთავარი
შაბათი, ივნისი 14, 2025
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
Home ომი უკრაინაში

სიკორსკი: პუტინთან მარცხი მეტ ომს გამოიწვევს

The FINANCIAL by The FINANCIAL
თებერვალი 29, 2024
in ომი უკრაინაში, უკრაინა
Reading Time: 1 min read
14
A A
0
სიკორსკი: პუტინთან მარცხი მეტ ომს გამოიწვევს
Share on FacebookShare on Twitter

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადისლავ სიკორსკი, შეერთებულ შტატებს სტუმრობს, სადაც ის ამერიკელ პარტნიორებთან საუბრობს უკრაინისთვის დახმარების სწრაფი მიწოდების აუცილებლობაზე.

ვაშინგტონში დაფუძნებულ კვლევით ორგანიზაცია, “ატლანტიკურ საბჭოში” გამოსვლისას, სიკორსკიმ ისაუბრა, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან ომზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მოკავშირეებმა უნდა გადადგან კიევის დასახმარებლად. მისი თქმით, მიუხედავად ამერიკელი კანონმდებლების ნაწილის კრიტიკისა, ევროკავშირი ბევრს აკეთებს კიევის მხარდასაჭერად.

“ამ კუთხით, ამერიკის ლიდერობის მიუხედავად, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები უფრო მეტი დახმარების გაცემაზე მუშაობენ. მინდა ეს აღვნიშნო. ჩვენ ფინანსურად [ამერიკაზე] მეტი, 92 მილიარდი დოლარი გავიღეთ. აქედან 33 მილიარდი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე წავიდა. 18,5 მილიარდი დევნილების დახმარებაზე. 10 მილიარდი გრანტებში, სესხებსა და გარანტიებში. ხოლო 30 მილიარდი სამხედრო დახმარებაზე. ამ თვეში ევროკავშირმა დამატებით 50 მილიარდის დახმარების პაკეტი მიიღო”, – თქვა მან.

RelatedPosts

პუტინი სტამბოლში მოლაპარაკებებზე ჩასვლას არ აპირებს

უნგრელი ჯაშუშები უკრაინაში სიტუაციას ზვერავენ

უკრაინული დრონების შიშით რუსეთში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

უკრაინამ იმ რუსულ ბაზებზე მიიტანა იერიში, სადაც 9 მაისის აღლუმის ტექნიკაა განლაგებული

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება დასავლეთის ქვეყნებისთვის, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

“[ვლადიმირ] პუტინი ღიად აცხადებს, რომ რუსეთის საზღვარი, “არსად სრულდება”. თუ მის წინაშე დავმარცხდებით, ეს გამოიწვევს მეტ ომს, მეტ ქაოსს, მეტ არეულობას სხვაგან. ამერიკელებს, ყველაზე მეტად, ეს ესმით. გასულ ოქტომბერში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ამერიკელი ამომრჩევლის 80 პროცენტი ფიქრობს, რომ რუსეთი ამერიკული ინტერესებისთვის საფრთხეა”, – თქვა მან. “ამერიკელები, როგორც დემოკრატები და რესპუბლიკელები თანხმდებიან, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს”, – დასძინა სიკორსკიმ.

დიპლომატის კომენტარები უკავშირდებოდა შეერთებული შტატების კონგრესში მიმდინარე დებატებს, უკრაინისთვის დახმარების 60 მილიარდის ოდენობის პაკეტის დამტკიცებაზე. მის მიღებას წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ნაწილი აფერხებს. საკუთარი პარტიის რადიკალურად განწყობილი წევრების ზეწოლის ფონზე, პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ “არ დააჩქარებს” დახმარების მიღებას, თეთრი სახლის, საერთაშორისო მოწოდებების და მისი პარტიის წევრების ნაწილის მოწოდების მიუხედავად.

“სპიკერი ჯონსონი წარსულში უკრაინაზე თბილად საუბრობდა. მან უნდა იცოდეს, რომ მთელი მსოფლიო უყურებს თუ რას იზამს ის. თუ [დახმარების ეს პაკეტი] არ იქნება მიღებული და უკრაინა ბრძოლის ველზე უკან დაიხევს, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება”, – თქვა სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა, ნატოს მოკავშირეების მხრიდან თავდაცვის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ მოკავშირეები დღეს ბევრად მეტ თანხებს იღებენ სამხედრო კუთხით, ვიდრე აქამდე. ამ კუთხით, უფრო მეტის გაკეთებისკენ ევროპელ მოკავშირეებს, შეერთებული შტატების სხვადასხვა ადმინისტრაციები ათწლეულების განმავლობაში მოუწოდებდნენ.

“ჩვენ თქვენ მოგისმინეთ და ეს ახლა ხდება. ბოლო წლებში, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გაზარდა მისი თავდაცვის ბიუჯეტი. ჩემმა ქვეყანამ გააორმაგა სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე”, – თქვა მან. პოლონელი დიპლომატი გამოსვლისას ეცადა ამერიკელი კოლეგების იმაში დარწმუნებას, რომ გაღებული დახმარება, ამერიკას სტრატეგიული და ეკონომიკური კუთხით სარგებელს მოუტანს. “სად ვხარჯავთ ფულს? 2018-2022 წლებში, ჩვენი [სამხედრო] დანახარჯების 56% ამერიკიდან შეიარაღების შესყიდვებზე მოდიოდა”, – თქვა მან.

“უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა 90 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი შესყიდვები განახორციელა შეერთებული შტატებიდან… ეს გულისხმობს ფულის წყაროს ამერიკელი ხალხისთვის, ამერიკის საშუალო კლასისთვის”, – დასძინა მან.

იმ ფონზე, როცა პოლონელი ფერმერები განაგრძობენ ევროკავშირის იმ რეგულაციების გაპროტესტებას, რომელთა თანახმადაც უკრაინა სარგებლობს შეღავათებით ბლოკში მისი საქონლის შეტანაზე, სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ცდილობს გამოსავლის პოვნას.

26 თებერვალს ფერმერებმა, გერმანიასთან სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიმავალი ტრასა გადაკეტეს. ფერმერები გასული კვირების განმავლობაში ასევე ბლოკავენ სასაზღვრო პუნქტებს უკრაინასთან, აპროტესტებენ მარცვლეულის ექსპორტს უკრაინიდან და მოითხოვენ შეღავათების გაუქმებას, რაც მათი თქმით, პოლონელ ფერმერებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

“უკრაინისთვის სტრატეგიული მხარდაჭერის შესანარჩუნებლად ჩვენ უნდა გადავჭრათ მარცვლეულის საკითხი. ფერმერების ნაწილი, რომელიც პროტესტში მონაწილეობს, მხარს უჭერს უკრაინას”, – თქვა სიკორსკიმ.

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს შავ ზღვაში რუსეთის ქმედებები აფერხებდა, რის შემდეგაც, კიევი მსოფლიო ბაზრებისთვის მნიშვნელოვანი ნედლეულის გატანას პოლონეთის გავლით ცდილობდა. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე უკრაინასთან მიღწეული შეთანხმება გასული წლის ივლისში დატოვა, კიევი ახერხებს შავ ზღვაში მარცვლეულის გატანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ახალი ამბების სააგენტო “როიტერთან” საუბარში, უკრაინის ოფიციალური პირები წარმატებას რუსული სამხედრო გემების წინააღმდეგ დრონების ეფექტურ გამოყენებას და დუნაის დელტას მახლობლად მდებარე კუნძულის აღებას უკავშირებენ. ეს კიევს აძლევს საშუალებას შექმნას მარშრუტი, რომელიც ოდესის პორტს, რუმინეთისა და ბულგარეთის წყლებს უკავშირებს და მარცვლეულის გატანის საშუალებას იძლევა. თუმცა, უკრაინის ექსპორტის უსაფრთხოება კვლავ მყიფეა, რადგან რუსეთი პერიოდულად ურტყამს უკრაინის პორტებს, ხოლო შავი ზღვა ნაღმებითაა სავსე. კიევი კვლავ იყენებს სახმელეთო მარშრუტს, მისი ნედლეულის ნაწილის ექსპორტისთვის.

“უკრაინული მარცვლეულის 2/3, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა პოლონეთში დარჩა. ეს იყო მაშინ, როცა უკრაინა ვერ ახერხებდა მარცვლეულის ექსპორტს შავი ზღვის გავლით. ახლა მათ ეს შეუძლიათ. ჩემი აზრია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ვაჭრობის ომამდელ პირობებს და შემდეგ უკვე დავიწყოთ საუბარი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და [გაერთიანების] ერთიან ბაზარში მის წევრობაზე”, – თქვა სიკორსკიმ.

“პოლონელმა ფერმერებმა არ უნდა აიღონ ევროპული სოლიდარობის მთელი ტვირთი საკუთარ თავზე. ეს არაა სამართლიანი. ეს საკითხი უნდა გადავჭრათ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კარგ სურათს არ ქმნის, მაგრამ ჩვენ ორივე უნდა შევძლოთ: დავეხმაროთ უკრაინას და პოლონელი ფერმერებიც გადავარჩინოთ”, – განმარტა პოლონეთის პირველმა დიპლომატმა.

სიკორსკიმ თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც პოლონეთში ოქტომბერში მისმა კოალიციამ, დონალდ ტუსკის მეთაურობით, არჩევნებში “კანონის და სამართლიანობის პარტია” დაამარცხა, რომელიც ქვეყანას 2015 წლიდან მართავდა და ხშირად იყო კრიტიკის სამიზნე ბრიუსელიდან, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების ბრალდებით.

Tags: ამერიკის ხმაზელენსკიომი

Related Posts

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლეთისგან მომავალი “საფრთხის” გამო შეიჭრა
Featured

პუტინი სტამბოლში მოლაპარაკებებზე ჩასვლას არ აპირებს

by The FINANCIAL
მაისი 15, 2025
0

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა CNN-ის კითხვას, არის თუ არა შანსი, რომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ვლადიმირ პუტინი ჩავიდეს, უარყოფითად უპასუხა. "არა." - თქვა...

Read more
უნგრელი ჯაშუშები უკრაინაში სიტუაციას ზვერავენ

უნგრელი ჯაშუშები უკრაინაში სიტუაციას ზვერავენ

მაისი 9, 2025
უკრაინული დრონების შიშით რუსეთში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

უკრაინული დრონების შიშით რუსეთში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

მაისი 7, 2025

უკრაინამ იმ რუსულ ბაზებზე მიიტანა იერიში, სადაც 9 მაისის აღლუმის ტექნიკაა განლაგებული

მაისი 7, 2025

Discussion about this post

  • Trending
  • Comments
  • Latest
2008 წლის შემდეგ გლობალური ეკონომიკის ყველაზე სუსტი ზრდაა მოსალოდნელი 

2008 წლის შემდეგ გლობალური ეკონომიკის ყველაზე სუსტი ზრდაა მოსალოდნელი 

ივნისი 11, 2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

ივნისი 6, 2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 6, 2025
თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

ივნისი 6, 2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

ივნისი 6, 2025
ADVERTISEMENT

პოპულარული ბოლო 24 საათში

    ბოლო სიახლეები

    2008 წლის შემდეგ გლობალური ეკონომიკის ყველაზე სუსტი ზრდაა მოსალოდნელი 

    2008 წლის შემდეგ გლობალური ეკონომიკის ყველაზე სუსტი ზრდაა მოსალოდნელი 

    ივნისი 11, 2025
    პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

    პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

    ივნისი 6, 2025
    თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

    თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

    ივნისი 6, 2025
    თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

    თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

    ივნისი 6, 2025
    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

    ივნისი 6, 2025
    ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“

    ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“

    ივნისი 4, 2025
    თიბისი კონცეპტი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ

    თიბისი კონცეპტი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ

    ივნისი 4, 2025

    ბოლო ინტერვიუები

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    by VOA Voice of America
    სექტემბერი 23, 2024
    0

    ...

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    by The FINANCIAL
    თებერვალი 29, 2024
    0

    ...

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    by The FINANCIAL
    იანვარი 25, 2024
    0

    ...

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 19, 2023
    0

    ...

    პოპულარული ბოლო 30 დღეში

      დაგვიკავშირდით

      E-mail your company news at:

      news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

      Local Marketing contact:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

      Requests from abroad:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

      Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

      რესურსი

      • Work at the FINANCIAL
      • ePaper
      • Advertise in The FINANCIAL
      • Access ePaper
      • Guest posts
      • Contributed articles
      • AmericanStockNews
      • Coupon Codes
      • GLOSSY MAG
      American Culture Center
      ACC Partner

      სახელმძღვანელო

      • Events
      • Services

      გამოგვყევი

      • Facebook
      • Twitter
      • Google+
      • Youtube
      No Result
      View All Result
      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE

      © 2025 Intelligence Group llc

      Welcome Back!

      Login to your account below

      Forgotten Password?

      Retrieve your password

      Please enter your username or email address to reset your password.

      Log In

      Add New Playlist

      This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.