სიტუაცია არაპროგნოზირებადია. აშშ ამერიკელებს დაუყოვნებლივ მოუწოდებს დატოვონ უკრაინა

4 mins read

კიევში აშშ-ის საელჩომ შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდა არ შევიდნენ უკრაინაში, ხოლო მათ, ვინც ახლა ქვეყანაში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ იგი. ამის შესახებ საელჩოს ვებგვერდი იუწყება.

ეს განცხადება საელჩომ დღეს, დილის ვინიცის ცენტრში სამოქალაქო ობიექტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგ გააკეთა.

როგორც საელჩოს ვებ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული, უსაფრთხოების ვითარება მთელს უკრაინაში „რჩება სასტიკი და არაპროგნოზირებადი“ რუსული სამხედრო თავდასხმების, აქტიური საომარი მოქმედებებისა და უსაფრთხოების გაურკვეველი პირობების გამო.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეებს არ შევიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა კერძო სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებით, თუ ეს უსაფრთხოა.

საელჩომ ამერიკელებს მოუწოდა, თავი აარიდონ მასობრივ შეკრებებს და ორგანიზებულ ღონისძიებებს, „რადგან ისინი შეიძლება გახდნენ რუსი სამხედროების სამიზნე უკრაინაში ნებისმიერ ადგილას, მათ შორის მის დასავლეთ რეგიონებში“.

ვინიცას ცენტრში სამოქალაქო ობიექტებზე მომხდარი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, 17:00 საათის მდგომარეობით,  22 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა, მათ შორის გარდაცვლილია სამი ბავშვი. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

მაშველების თქმით, დარტყმა დილის 10:50 საათზე, ცხრასართულიან იუბილეინის სახლთან ახლოს, ავტოსადგომზე მოხდა.

 

READ  რუსეთის ომი საქართველოსა და მოლდოვაში ნაკლებად სავარაუდოა

კომენტარის დატოვება