“სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაფუძნებულია ურთიერთსარგებლიან ინტერესებზე და ერევანს არ აქვს განზრახვა, გაამწვავოს ან გაწყვიტოს ურთიერთობები მოსკოვთან” — ამის შესახებ ტალინში, ესტონელ კოლეგასთან კრისტენ მიხალთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. პრესკონფერენცია სომხურმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს. ინფორმაციას რუსული სააგენტო tass ავრცელებს.
“თუმცა მსურს, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო — ხშირად სომხეთში ისმის გამონათქვამები, რომლებიც, ჩემი აზრით, არასწორად ასახავს რეალობას. ჩვენ არ გვაქვს არანაირი განზრახვა, გავამწვავოთ, გავწყვიტოთ ან დავაზიანოთ ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობები გვქონდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან“, — განაცხადა ფაშინიანმა.
Discussion about this post