“ტანკებით ჭყლეტდნე გვამებს და ქალებზე ძალადობდნე”- აცხადებს ირპენის მერი

4 mins read

ირპენი ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომელშიც შეიჭრნენ რუსი ოკუპანტები. ბრძოლები დედაქალაქის აყვავებული გარეუბნებისთვის მთელი თვე გაგრძელდა, დღეს ქუჩები სრულიად დანგრეული და სავსეა დაღუპული ადამიანების გვამებით.
ირპინის მერმა დღევანდელ ონლაინ კონფერენციაზე უფრო დეტალურად ისაუბრა ქალაქში რუსი დამპყრობლების დანაშაულებებზე, იტყობინება უნიანი.
“ქალაქის ის ნაწილი რომელიც სრულად ოკუპირებულ ჰქონდათ რუს ჯარისკაცებს არიან დახოცილი ქალები და ბავშვები. როცა ქალაქი ოკუპანტებიგან გავათავისუფლეთ, ჩვენმა მაცხოვრებლებმა მომიყვეს, თუ როგორ დაიწყეს დამპყრობლებმა დაიწყეს ოჯახების გამოყოფა, წაიყვანეს კაცები, დატოვეს ბავშვები და ქალები.” – თქვა მარკუშინმა.
მერმა აღნიშნა, რომ მამაკაცები სამხედრო ტყვეებიზე გაცვლის მიზნით წაიყვანეს. ვისაც არ მოეწონა დამპყრობლები, ან არ სურდა დამორჩილება, დახვრიტეს.
„ბავშვები დაიღუპნენ… ბევრი მამაკაცი დაიღუპა. იყო არაადამიანური გამოვლინებები, ხალხი დახვრიტეს, შემდეგ მათ ტანკებით გადაუარეს მათ. მას შემდეგ, როცა ეს ჭუჭყი განვდევნეთ, დავიწყეთ შევძელით დახოცილი ხალხის ნარჩენების შეგროვება. ჩვენ ნიჩბებით ვკრეფდით ასფალტიდან მათ მარჩენებს“. აცხადებს ირპენის მერი
ქალების მკვლელობებისა და ძალადობის გარდა, რუსი დამპყრობლები ძარცვავდნენ სახლებს. მარკუშინის თქმით, მათ წაიღეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ: სარეცხი მანქანებიდან დაწყებული ქალის საცვლებამდე დამთავრებული.
28 მარტს კიევის რეგიონის ქალაქი ირპინი რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლდა. ახლა ქალაქი მთლიანად ჩაკეტილია და წმენდა გრძელდება.

READ  აშშ ცდილობს უკრაინას რუსეთის სიღრმეების დაბომბვის საშუალები არ მისცეს

კომენტარის დატოვება