• მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
შაბათი, ნოემბერი 8, 2025
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
ADVERTISEMENT
Home News

ტრამპი ზელენსკის წინააღმდეგ. რატო დაიძაბა ურთიერთობა მოკავშირეებს შორის

The FINANCIAL by The FINANCIAL
თებერვალი 21, 2025
in News, ომი უკრაინაში
Reading Time: 1 min read
13
A A
0
Share on FacebookShare on Twitter

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების ვერბალური დუელი იმართება მაშინ, როდესაც  ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება უკრაინასთან დაკავშირებით უკრაინის გარეშე იწყება. და თუ სწრაფად არ იმოქმედა, შეიძლება ქვეყანაც აღარ დარჩეს, ამბობს ტრამპი ზელენსკიზე, წერს რადიო თავისუფლება.

უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებაზე მიწვეული არ არის. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს; არალეგიტიმურ ლიდერად აქამდე ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმირ პუტინი მიიჩნევდა და ამბობდა, რომ მასთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტზე თქვა, რომ ის რუსეთის დეზინფორმაციის სივრცეშია მოქცეული. პასუხის პასუხად დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს უწოდა „დიქტატორი” არჩევნების გარეშე.

კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე რომელიც აშშ-ისა და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების საუდის არაბეთში გამართულ პირველ შეხვედრას ეხებოდა, ზელენსკიმ მკვეთრად გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაცია. მან, მძაფრად დაარტყა იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის უმსხვილეს მიმწოდებელ პარტნიორს.

RelatedPosts

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

64 დაღუპული და ათობით დაპატიმრებული – ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეიდი ბრაზილიაში

,,კეიპაქსი’’ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

„ვფიქრობ, რომ აშშ პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში, – თქვა ზელენსკიმ, – ამ ყველაფერს უკრაინაზე არავითარი დადებითი შედეგი არ აქვს”.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი ავრცელებს „ბევრ ინფორმაციას, რომელიც მოდის რუსეთიდან“.

კიევის გარდა ევროპული ქვეყნის დედაქალაქებში მკვეთრად იზრდება შეშფოთება ვაშინგტონისა და მოსკოვს შორის დაწყებულ მოლაარაკებებთან დაკავშირებით, სადაც კიევის მოსაზრებების გათვალისწინება დღის წესრიგში არ იდგა.

შეშფოთება გააღრმავა ტრამპის კომენტარმა, როცა მცდარად განაცხადა, ომი უკრაინამ დაიწყო, და ზელენსკი უკრაინელებს შორის ძალიან არაპოპულარულიაო. ტრამპმა იქვე უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესახებ ისაუბრა.

ზელენსკის არჩევნებიდან 5 წელი 2024 წლის მაისში გავიდა, მაგრამ ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო ახალი არჩევნები ვერ ტარდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ მძაფრი განცხადებები გაკეთა უკრაინის პრეზიდენტზე 19 თებერვალს, როცა მას „დიქტატორი“ უწოდა და თქვა, რომ ის სულ მალე უნდა დაეთანხმოს სამშვიდობო შეთანხმებას.

„დიქტატორი არჩევნების გარეშე, ზელენსკი, დროზე უნდა ამოქმედდეს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმა Truth-ზე.

რა უნდა ვიცოდეთ არა მხოლოდ ზელენსკის პრესკონფერენციაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვითარდებოდა მისი სამხედრო მეთაურობის პერიოდში ყველაზე რთული კვირა.

ზელენსკი: უკრაინას პირობებს თავს ვერ მოახვევენ

ზელენსკი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უნდა ჩაფრენილიყო 19 თებერვალს, ერთი დღეში მას მერე, რაც აშშ-ის და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებას საფუძველი ჩაუყარონ. ეს იყო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მაღალ დონეზე პირველი ოფიციალური მოლაპარაკება 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ.

მიუხედავად ევროპის ქვეყნების ლიდერების დარწმუნებისა და მოწოდებებისა, უზრუნველეყოთ მოლაპარაკებაში უკრაინის მონაწილეობა, უკრაინა აშკარად განზე დარჩა, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე.
ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკების დასრულებიდან რამდენიმე საათში, 18 თებერვალს, ზელენსკიმ, რომელიც თურქეთში თავის ადრე დაგეგმილ ვიზიტს ასრულებდა, მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია და უკმაყოფილება.

„გადაწყვეტილება იმის შესახებ, როგორ დასრულდეს ომი უკრაინაში, არ შეიძლება უკრაინის გარეშე იქნეს მიღებული და ვერავითარ პირობებს მას თავს ვერ მოახვევენ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

„ჩვენ რუსეთ-ამერიკის ამ შეხვედრაზე, საუდის არაბეთში, არ მიგვიწვიეს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო, ვფიქრობ, ბევრი სხვისთვისაც“.

ტრამპი: არ უნდა დაგეწყოთ ომი, მორიგებოდით

აშშ-სა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის გარეშე ზელენსკისთვის ისე შემაშფოთებელი არ იყო, როგორც ტრამპის მხრიდან მწვავე კრიტიკა.

„დღეს გავიგე, „ოჰ, არ დაგვიპატიჟეს“. ისე, თქვენ სამი წელია იქ ხართ… ეს არ უნდა დაგეწყოთ, უნდა მორიგებოდით“, – თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში ფლორიდაში.

„მათ სამი წლის განმავლობაში ჰქონდათ ადგილი მაგიდასთან“, – თქვა ტრამპმა, მას უკრაინა ჰქონდა მხედველობაში. „როცა წუხან იმაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხეს, მათ დიდი ხნის წინ შეეძლოთ მორიგება”.

„პიროვნულად ის მომწონს, – განაცხადა მან ზელენსკიზე, – მაგრამ ხელმძღვანელობამ დაუშვა ომის გაგრძელება“.

READ  თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, როცა გაგზავნა ათიათასობით ჯარისკაცი, საზღვრის იქით თვეების განმავლობაში სამხედრო ძალების თავმოყრისა და უშუალოდ კიევისკენ მიმართული მუქარის შემდეგ. ამ მუქარებს შორის იყო ულტიმატუმები არმიის შემცირების შესახებ, ნეიტრალიტეტის დაცვისა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ძალების აღიარების შესახებ, რომლებმაც 2014 წელს ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება დონბასის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში მოსკოვის მხრიდან პირდაპირი სამხედრო და სხვა მხარდაჭერით.

ბოლომდე ცხადი არ იყო, რომელ მოლაპარაკებებზე ან „მაგიდაზე“ საუბრობდა ტრამპი. კიევსა და მოსკოვს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა 2022 წლის თებერვლის შეჭრიდან პირველი რამდენიმე თვის შემდეგ. მოლაპარაკებების პირველი მცდელობის შედეგად დაიგეგმა პოტენციური შეთანხმების პროექტები, მაგრამ ისინი შეჩერდა აპრილის ბოლოს, როცა მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სადავო საკითხებზე მას შემდეგ, რაც ქალაქ ბუჩაში გამოვლინდა რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულები.

18 თებერვალს, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკი ახლა ძალიან არაპოპულარულია და შესთავაზა, ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს.

„ჩვენ გვაქვს ის ვითარება, რომ არ გვქონია არჩევნები უკრაინაში, სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა… უკრაინაში, – თქვა ტრამპმა, – უკრაინის ლიდერს კი, მე არ მსიამოვნებს ამის თქმა, მხოლოდ 4 პროცენტი უჭერს მხარს”.

სინამდვილეში, ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ, რომელშიც შედარებული იყო შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატები, აჩვენა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა კვლავ ორნიშნა რიცხვით გამოისახებოდა, თუმცა ის ჩამორჩებოდა ვალერი ზალუჟნის, ყოფილ მთავარსარდალს, რომელიც ამჟამად ელჩია ბრიტანეთში, და კიდევ ორ სხვა საზოგადო მოღვაწეს.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებულმა ცალკეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზელენსკის ნდობის რეიტინგი 59 პროცენტამდე გაიზარდა, დეკემბრის 52 პროცენტთან შედარებით. ზელენსკიმ გამოიყენა თავისი პრესკონფერენცია კიევში და ტრამპი ომის მიზეზებსა და პირობებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციების ზუსტად გამეორებაში დაადანაშაულა.

„როცა ოთხ პროცენტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვნახეთ ეს დეზინფორმაცია, ჩვენ გვესმის, რომ ეს რუსეთიდან მოდის“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ამ ციფრებზე ილაპარაკეს ამერიკასა და რუსეთს შორის შეხვედრაზე”, – თქვა ზელენსკიმ, თუმცა მან არ აღწერა ეს მტკიცებულებები. – „სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, მთელი პატივისცემით მის, როგორც ერის ლიდერის მიმართ, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ცხოვრობს ამ დეზინფორმაციის სივრცეში”.

უკრაინაში ახალი არჩევნების გამართვა რთული საკითხია. ქვეყანაში მართლაც არის საომარი მდგომარეობა, რომელიც ზელენსკიმ გამოაცხადა შეჭრის დაწყებიდან მალევე და მას შემდეგ არაერთხელ გახანგრძლივდა, რაც ხელს უშლის კენჭისყრის ჩატარებას. მეტიც, ომის დროს კენჭისყრისა და საარჩევნო უბნის ორგანიზების ლოგისტიკა – რომ არაფერი ვთქვათ რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე – თითქმის შეუძლებელია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს საკითხი ზელენსკიზე დასარტყმელად გამოიყენა; ერ-რიადის მოლაპარაკებების წინა დღეს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ უკრაინის პრეზიდენტის „ლეგიტიმაცია“.

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი კვლავ ერთობ პოპულარულია, მაშინ, როცა უკრაინელები ომის დროს ლიდერის ირგვლივ გაერთიანდნენ, უკრაინელები ასევე დაღლილები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში იმედგაცრუებულები მთავრობის გადაწყვეტილებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ცოცხალი ძალა. ზოგიერთმა გამოჩენილმა პოლიტიკურმა ფიგურამ, მაგალითად, ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, მიანიშნა, რომ ისინი შესაძლოა გამოწვევად იქცნენ ზელენსკისთვის, თუ არჩევნები ჩატარდება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპის კომენტარები ზუსტად იმეორებს რუსეთის ნათქვამებს. „ვისურვებდი, პრეზიდენტ ტრამპის გუნდს მეტი სიმართლე ჰქონდეს“, – თქვა ზელენსკიმ.

კელოგი ქალაქში

ზელენსკის პრესკონფერენცია 19 თებერვალს შედგა ოდნავ უფრო ადრე, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილი უკრაინაში, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი, კით კელოგი შეხვდებოდა მას.

კელოგი ერ-რიადის მოლაპარაკებაში არ მონაწილეობდა. არ არის ცხადი, რა ადგილი ექნება მას ტრამპის დელეგაციაში, როცა მოლაპარაკება გაგრძელდება. თუმცა, კელოგი, ხანგამოშვებით მძაფრ მოსაზრებებს გამოხატავდა მოსკოვის მიმართ.

კიევში ჩასვლისას, რკინიგზის სადგურში თქვა, რომ მისი ვიზიტი, ეს არის „შანსი, გაიმართოს კარგი, შინაარსიანი მოლაპარაკება“. კელოგი ამბობს, რომ გვესმის „უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა“.

„ჩვენთვის სრულიად ცხადია, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და მისი დამოუკიდებლობა, – თქვა მან, – ჩემი მისიის ნაწილი ისაა, რომ ვიჯდე და მოვუსმინო“.

Related Posts

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
Featured

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

by The FINANCIAL
ნოემბერი 3, 2025
0

ჰორეკა სექტორი - სასტუმროები, რესტორნები და კაფეები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიხედვით, ამ ინდუსტრიაში დასაქმებულთა...

Read more

64 დაღუპული და ათობით დაპატიმრებული – ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეიდი ბრაზილიაში

ოქტომბერი 31, 2025
,,კეიპაქსი’’ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

,,კეიპაქსი’’ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ოქტომბერი 30, 2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

ოქტომბერი 29, 2025

Discussion about this post

  • Trending
  • Comments
  • Latest
საქართველოში ინტერნეტის ხარისხი 27%-ით დაბალია მსოფლიო მაჩვენებელზე

იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა 

ნოემბერი 4, 2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

ნოემბერი 3, 2025

64 დაღუპული და ათობით დაპატიმრებული – ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეიდი ბრაზილიაში

ოქტომბერი 31, 2025
აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

ოქტომბერი 31, 2025
ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

ოქტომბერი 31, 2025
ADVERTISEMENT

პოპულარული ბოლო 24 საათში

    ბოლო სიახლეები

    საქართველოში ინტერნეტის ხარისხი 27%-ით დაბალია მსოფლიო მაჩვენებელზე

    იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა 

    ნოემბერი 4, 2025
    Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

    Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

    ნოემბერი 3, 2025

    64 დაღუპული და ათობით დაპატიმრებული – ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეიდი ბრაზილიაში

    ოქტომბერი 31, 2025
    აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

    აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

    ოქტომბერი 31, 2025
    ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

    ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

    ოქტომბერი 31, 2025

    ევროპასთან უვიზოს შეჩერების ახალი ვადებისა და წესების შესახებ – ვის შეეხება? რა მოჰყვება?

    ოქტომბერი 31, 2025

    დიდი ბრიტანეთის მეფემ ძმას პრინცის ტიტული ჩამოართვა

    ოქტომბერი 31, 2025

    ბოლო ინტერვიუები

    “Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ

    “Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 1, 2025
    0

    ...

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    by VOA Voice of America
    სექტემბერი 23, 2024
    0

    ...

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    by The FINANCIAL
    თებერვალი 29, 2024
    0

    ...

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    by The FINANCIAL
    იანვარი 25, 2024
    0

    ...

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 19, 2023
    0

    ...

    პოპულარული ბოლო 30 დღეში

      დაგვიკავშირდით

      E-mail your company news at:

      news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

      Local Marketing contact:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

      Requests from abroad:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

      Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

      რესურსი

      • Work at the FINANCIAL
      • ePaper
      • Advertise in The FINANCIAL
      • Access ePaper
      • Guest posts
      • Contributed articles
      • AmericanStockNews
      • Coupon Codes
      • GLOSSY MAG
      American Culture Center
      ACC Partner

      სახელმძღვანელო

      • Events
      • Services

      გამოგვყევი

      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE
      No Result
      View All Result
      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE

      © 2025 Intelligence Group llc

      Welcome Back!

      Login to your account below

      Forgotten Password?

      Retrieve your password

      Please enter your username or email address to reset your password.

      Log In

      Add New Playlist

      This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.