როსეთამა ომი უკრაინაში იმისთვის დაიწყო, რომ არ დაეშვა თავის საზღვრის სიახლოვეს ნატო. უკვე წლის ბოლოს შვედეთს და ფინეთს შეუძლიათ ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანდნენ. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ რუსეთმა ტყუილად წამოიწყო ომი უკრაინასთან. სკანდინავიური ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შემთხვავაში, სანკტ-პეტერბურგამდე ნახევარი საათის სავალი გზის მანძილით მიუახლოვდება ალიანსი რუსეთს. ამის შესახებ აცხადებს ტელეგრამ არხზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მიხაილო პოდოლიაკი.
რუსეთი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი განცხადებების აბსურდულობითა და ალოგიკურობით. დიახ, ეს უცნაური ქვეყანა აგრძელებს მტკიცებას, რომ მან წამოიწყო ფართომასშტაბიანი ბარბაროსული ომი უკრაინის წინააღმდეგ, რათა მისთვის ნატოში გაწევრიანება უფლება არ მიეცა. “დაიცავი ჩვენი საზღვრები.” უკრაინელების ხოცვა-ჟლეტის თვალთმაქცური მიზეზი აღარ არის, მას შემდეგ, რაც შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდებიან ალიანსში, რაც შეიძლება მოხდეს მომდევნო ექვს თვეში. კრემლს ნატო სანქტ-პეტერბურგიდან ნახევარ საათის სავალი გზის მანძილით მიუახლოვდება და ეს არის რეალური შედეგები, თუ ქვეყანამ არ იცის როგორ გააანალიზოს რისკები“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
“20,000 ზე მეტი რუსი ჯარისკაცი უკვე დაიღუპა (დღეისთვის, რადგან ხვალ ბევრად მეტი იქნება). დანგრეულ ეკონომიკას მხოლოდ ნედლეულის გაყიდვა უჭერს მხარს. თუმცა ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სრული პოლიტიკური იზოლაცია. უკიდურესად ტოქსიკური რეპუტაცია.” ბუჩის ჯალათები” უკვე წერია ისტორიის წიგნებში. მაგრამ “სპეციალური ოპერაცია” მაინც “გეგმის მიხედვით მიდის”.
როგორც UNIAN-ი იტყობინება, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ივნისში, ნატოს სამიტზე აპირებს განაცხადოს თავისი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე.
გარდა ამისა, ფინეთში დაიწყო დებატები, რის შედეგადაც ქვეყანას შეუძლია რამდენიმე კვირაში მიმართოს ნატოში გაწევრიანებისთვის.
24 თებერვლამდე ამ სკანდინავიური ქვეყნებს არ გამოუხატავთ ნატოში გაწევრიანების სურვილი.
უკრაინა ესპანეთისგან, დანიისა და ნიდერლანდებისგან სამხედრო შეიარაღებას მიიღებს
უკრაინა ესპანეთისგან, დანიისა და ნიდერლანდებისგან სამხედრო შეიარაღებას მიიღებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთი აპირებს, უკრაინას გადასცეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ჰოვქი“, რომელიც სექტემბრისთვის...
Read more
Discussion about this post