უკრაინაში ომი ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობას აფერხებს

6 mins read

რუსული რუბლის კურსის რყევების გამო, ჩინეთის ექსპორტი რუსეთში დაზარალდა, რაც აშკარად მიუთითებს იმ ტალღოვან ეფექტზე, რომელსაც დასავლეთის სანქციები უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გამო ჩინეთზე ახდენს. იტყობინება როიტერი

ამ ეტაპისთვის ჩინური ტრანსნაციონალური კომპანიები რუსეთში რჩებიან, მაშინ როდესაც მათი დასავლელი კონკურენტები რუსეთს ტოვებენ. მიუხედავად ამისა, ჩინური კომპანიები მაინც დაუცველები არიან რუსეთში ვალიუტის კურისის რყევების გამო. ძირითადად ზარალს მცირე ზომის ჩინური კომპანიები განიცდიან. როიტერთან საუბარში ჩინური კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რუსეთში ბიზნესის დიდი ნაწილი დროებით შეჩერებული აქვთ. ეს ტენდენცია გაგრძელდება მანამდე ვიდრე ვალიუტის კურსის დასტაბილურება არ მოხდება.

„პროდუქტები, რომლებიც რუსეთში უნდა გამეგზავნა, ჩემს საწყობშია“, – ამბობს დენ ჯინლინგი, რომლის ქარხანა აღმოსავლეთ ჩინეთში ვაკუუმურ კოლბებს აწარმოებს.

გასულ წელს დენ ჯინლინგის შემოსავალი 40 მილიონი იუანის (6,29 მილიონი დოლარი) 30% რუსეთიდან მოდიოდა

“ჩვენი კლიენტები ელოდებიან ვალიუტის კურსის გაუმჯობესებას. მიმდინარე კურსის მიხედვით მათი ხარჯები ძალიან მაღალია“ – განაცხადა ჩინელმა ბიზნესმენმა.

კიდევ ერთი ჩინელი ტრეიდერი გვარად გოუ როიტერთან საუბარში აცხადებ, რომ მისი ფირმა რუს და ჩინელი კლიენტებს შორის შუამავალია. მათი საქმიანობა თეთრეულის და სამზარეულოს აღჭურვილობის ვაჭრობას მოიცავს. ჩინელი ტრეიდერის თქმით, რუსეთთან ვაჭრობა მესამედით შემცირდა.

ჩინეთი რუსეთის ყველაზე დიდი იმოპრტიორია, მხოლოდ იანვარსა და თებერვალში რუსეთს 12,6 მილიარდი დოლარის საქონელი მიჰყიდა.

რუსი იმპორტიორები და ჩინელი ექსპორტიორები საქმიანობას აყოვნებენ, იმის შიშით, რომ მათ რუბლის არასტაბილურობა დააზარალებს.

„რუბლის გაუფასურება ნიშნავს, რომ გაყიდვის დროს თქვენ კარგავთ ფულს ყოველ ჯერზე“, აცხადებს როიტერთან შენ მუჰუი, სავაჭრო ჯგუფის ხელმძღვანელი სადაც გაწევრიანებულია 20000-ზე მეტ მცირე ჩინელ ექსპორტიორი რუსეთში.

 

READ  საქართველოს ეროვნული ბანკი დასავლეთს სანქციების უპირობა დაცვაში არწმუნებს

კომენტარის დატოვება