/

უკრაინაში ყოველმა მეორე დასაქმებულმა სამსახური დაკარგა

5 mins read

უკრაინაში შრომის ბაზარი შოკიდან გამოდის და აღორძინებას იწყებს. მაგრამ ვაკანსიები ძალიან ცოტაა. ხელფასებმა 40-60%-ით დაიკლო. როგორც დასაქმებულები ამბობენ, თუ ხელფასი მაინც გაქვს, ეს უკვე კარგია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანების სამსახურიდან  მასიური გათავისუფლება და იძულებითი შვებულები გაშვება ხდება. შედეგად, ომამდე დასაქმებულმა ყოველმა მეორემ სამსახური დაკარგა. რა ხდება შრომის ბაზარზე, გაარკვია Vesti.ua.
უკრაინელების ნახევარი – 53%, ვინც ომამდე მუშაობდა – დღეს უმუშევარია. დასაქმებულების 22% სამსახურში დადის, ხოლო 21% დისტანციურად მუშაობს ან ნაწილობრივაა დასაქმებული. ომის პირობებში მხოლოდ 2%-მა იპოვა ახალი სამუშაო ადგილი. ყველაზე მეტად უმუშევრობა უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონებში მყოფი მსახლეობის 74% შეეხო. ამის შესახბე სოციოლოგიური ჯგუფი „რეიტინგი“-ზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა Vesti.ua იტყობინება.
უკრაინული წყაროს ინფორმაციით, ვითარება თანდათან იწყებს გაუმჯობესებას, ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები არ არის. „კიევში ვარ და ვხედავ, რა ხდება აქ, ვხედავ, როგორ ბრუნდება ყველა ჩემი მეზობელი. ანუ, ხალხი ბრუნდება, იხსნება მცირე ბიზნესი, კომპანიებიც ნელ ნელა ადაპტირდებიან და იწყებენ თანამშრომლების დაბრუნებას“ -აცხადებს Vesti.ua-სთან ინტერვიუში რუსლანა ბერეზოვსკაია, grc.ua ხელმძღვანელი.
40-60%-ით შემცირდა ხელფასებიც. „შრომის ბაზარი ძალიან შეიცვალა. მიგრანტების ნაკადი იმ ტერიტორიებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს დიდა გავლენას ახდენს ბაზრის საერთო მდგომარეობაზე. ხელფასები ქვევით მიდის. უკვე ჩანს 40-60% კლება. ბევრი ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია, ბევრი კომპანიის თანამშრომლებმა სამსახურიდან გათავისუფლების წერილები მიიღეს. ბევრი დათანხმდება მინიმალურ ხელფასსაც კი,ოღონდ ოჯახის გამოკვების შესაძლებლობა მიეცეს“, – აცხადებს რუსლანა ვესელოვსკაია Vesti.ua-სთან საუბარში.

READ  გერმანულმა ოპოზიციამ შოლცს მოუწოდა, შეწყვიტოს პუტინთან საუბარი: ჩვენ ზეწოლა გვჭირდება

კომენტარის დატოვება