უკრაინა გერმანიის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა

3 mins read

უკრაინა გერმანიის რუსულ ენერგორესურსებზე სამარცხვინო დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა, განაცხადა უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრი მელნიკმა. უკრაინელი დიპლომატი გერმანიის მთავრობას უკრაინისთვის გაუბედავ მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
„ეს არ არის მხოლოდ რუსული გაზი, ეს არის ნავთობი, ქვანახშირი, ლითონები, ბრილიანტი და სხვა ნედლეული. უკრაინა ამ გაუკუღმართებული ურთიერთობის ყველაზე დიდი მსხვერპლი გახდა. უკრაინელებს გერმანიის ეს წარუმატებელი პოლიტიკა სიცოცხლის ფასად უჯდებათ“, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს უკრაინელმა დიპლომატმა.
ანდრიი მელნიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი აგრესიის პირობებში გერმანიის რბილი დამოკიდებულება რუსეთზე სამარცხვინოა.
5 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დაწესებაზე უარი განაცხადა, მინისტრი თვლის, რომ ენერგეტიკული ემბარგო უკრაინაში რუსეთსის სამხედრო აგრესიას ვე შეაჩერებს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამგვარი ნაბიჯი რეცესიასა და მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს.

 

READ  საქართველოს ეროვნული ბანკი დასავლეთს სანქციების უპირობა დაცვაში არწმუნებს

კომენტარის დატოვება