უკრაინულმა ვერტმფრენებმა რუსეთის ტერიტორია დაბომბეს

2 mins read

დასტურდება ის ფაქტი, რომ უკრაინულმა ვერტმფრენებმა რუსეთის ტერიტორიაზე დაბომბეს საწვავის რეზერვუარები. ეს ფაქტი უკრაინის შეიარღებული ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის ნაწილია. იტყობინება ბრიტანული გამოცემა thetimes.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის ფაქტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს. მათი განცხადებით, ორი ადამიანი დაშავდა ქალაქ ბელგოროდში საწვავის რეზერვუარების დაბომბვის დროს. დაბომბვა განხორციელდა ორი დამრტყმელი ვერტფრენის მიერ.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, თუ ეს ფაქტი დადასტურა ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა, პირველი შემთხვავა იქნება უკრაინის ავიაციის მიერ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ადგილი ჰქონდა უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიის სარაკეტო და არტილერიის ჭურვებით დაბომბვის ფაქტებს.

 

READ  საქართველოს ეროვნული ბანკი დასავლეთს სანქციების უპირობა დაცვაში არწმუნებს

კომენტარის დატოვება