//

უნგრეთს ევროკავშირი მძევლად ჰყავს აყვანილი

6 mins read

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აგრძელებენ ზეწოლას უნგრეთზე, რათა დაითანხმონ რუსეთზე ნავთობის ემბარგოზე, იტყობინება Reuters.
რუსეთისთვის ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ გამოხატოს თანხმობა. უნგრეთი ამ გადაწყვეტილებას აფერხებს და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის პარტნიორებმა ქვეყნებმა კომპენსაცია უნდა გადაუხადონ რუსული ნავთობის დათმობის სანაცვლოდ. კომპენსაციის ასობით მილიონ ევროდ აფასებენ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიჯარტომ 11 მაისს განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობას სჭირდება “ასობით მილიონი დოლარი” ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მხარდასაჭერად, ხორვატიიდან მილსადენის სიმძლავრის გაზრდისა და მთელი უნგრეთის ეკონომიკის კომპენსაციისთვის.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დღევანდელი ვითარება ასე შეაფასა, რომ „მთელი ევროკავშირი მძევლია ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ“.
ამავდროულად, გერმანიამ, რომელიც არა მხოლოდ ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკაა, არამედ რუსული ენერგიის უმსხვილესი მყიდველიც, განაცხადა, რომ აპირებს რუსული ნავთობის ემბარგოს მხარდაჭერას, თუნდაც ის მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მივალთ შეთანხმებამდე“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა.
ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების მინისტრებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ემბარგო კვლავ იქნება ძალაში, მაშინაც კი, თუ შეთანხმების მიღწევას მეტი დრო დასჭირდება.
რუსული ნავთობის ემბარგო, უკვე დაწესა აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ. ევროკავშირის მეექვსე სანქციების პაკეტში ემბარგოს საკითხი განიხილება, როგორც რუსეთის შემოსავლების შემცირების საუკეთესო საშუალებად, რაც რუსეთს ხელს შეუშლის უკრაინაში ომის დაფინანსებას.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკომისია მზადაა გამოყოს თანხები უნგრეთისთვის ახალი ნავთობსადენების მშენებლობისთვის, რათა მან შეძლოს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაწესებაზე ვეტოს მოხსნა.

READ  პირველად ევროკავშირმა აშშ-დან ზღვით მეტი გაზი მიიღო, ვიდრე რუსეთიდან მილსადენით

კომენტარის დატოვება