ADVERTISEMENT
  • მთავარი
შაბათი, სექტემბერი 23, 2023
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
Home საქართველო

ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს ბ-ნ ივანიშვილო,

The FINANCIAL by The FINANCIAL
ივნისი 2, 2023
in საქართველო
Reading Time: 1 min read
A A
0
The One and Only Solution to the Political Crisis in Georgia
Share on FacebookShare on Twitter

RelatedPosts

უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ომი და ტელევიზია

ევროპარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებას უპასუხა:

11 წლის მანძილზე ეს მესამე ღია წერილია, რომელსაც გწერთ; რამაც შთამაგონა ამ წერილის დაწერა არის ის, თუ როგორ გადაწყვიტეთ ერთპიროვნულად და ცალმხრივად საქართველოს კურსის ცვლილება ევროპიდან რუსეთისკენ, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის 80% სურს ქვეყნის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობა.

საქართველოს ევროპული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული; გარდა ამისა, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი ევროკავშირთან, რომელმაც ქართველ ხალხს ასევე მიანიჭა უვიზო რეჟიმი.

15 წელზე მეტი ხნის მანძილზე ასრულებდა საქართველო ევროკავშირის ბევრ რეგულაციას და ნერგავდა კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროკავშირში სწრაფ გაერთიანებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ფასი ძალიან მაღალი აღმოჩნდა ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნეს კლიმატისთვის, მაგრამ ყველა დაინტერესებულ მხარეთა შორის იყო ერთსულოვანი შეთანხმება, რომ ამ ფასის გადახდა ნამდვილად ღირდა.

2022 წლის ერთ დილას თქვენ გაიღვიძეთ და გადაწყვიტეთ შეგეჩერებინათ ევროპული ინტეგრაცია და ქვეყანა გაგეხადათ რუსეთის ვასალი; ამით არღვევთ რა საქართველოს კონსტიტუციას, უგულვებელყოფთ ქართველების 80%-ის სურვილსა და ოცნებებს, სანაგვეზე ისვრით ყველა იმ მსხვერპლს, რომელიც ქვეყანამ წლების მანძილზე გაიღო, რათა ევროკავშირის კანონმდებლობა დაეცვა და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, თავადაც რომ ესწრებოდით, თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დასახული იმ მიზნების მიღწევის საშუალება იყო, რომლებიც თქვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერეთ და აქედან გამომდინარე რამოდენიმე კვირაში ვინც თქვენ აგირჩიათ, ხმა მისცა თქვენს ევროპულ დღის წესრიგს.

ახლა, როდესაც სრულად შეცვალეთ მიმართულება და ცდილობთ ჩვენ ყველანი რუსეთში წაგვიყვანოთ ნაცვლად ევროპისა, თქვენმა პარტიამ დაკარგა ლეგიტიმაცია, ვინაიდან თქვენ ეწინააღმდეგებით თქვენსავე საარჩევნო პროგრამას და თქვენი ამომრჩევლების ევროპულ არჩევანს, ეს კი სრულიად არალეგიტიმურად აქცევს თქვენს მთავრობას, რომელიც ძალაუფლების უზურპაციას ახდენს.

ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლის მანძილზე, თქვენ საზოგადოება დაყავით და პოლარიზება მოახდინეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბით; შეგახსენებთ, რომ ის ქართველი მმართველები, რომლებიც ისტორიას ახსოვს, ნამდვილად არ არიან ისინი, ვინც თავისი ხალხი ისე დაყო, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ, მაგრამ ნამდვილად არიან ის მმართველები, რომლებმაც თავიანთი ხალხი გააერთიანა ერთი დროშის ქვეშ, ასეთები კი იყვნენ ფარნავაზ I, დავით IVაღმაშენებელი, მეფე თამარი, გიორგი V და დავით II.

თქვენ საქართველოში დააბრუნეთ კორუფცია, ნეპოტიზმი, შოვინიზმი, კლიენტელიზმი, უნიათობა, პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვა და ღალატი, ზურგში მახვილის ჩაცემით თქვენი ევროპელი და დასავლელი მოკავშირეებისთვის, რომლებიც უდრეკად იდგნენ საქართველოს გვერდით სამი ათწლეულის მანძილზე და თქვენ კი საქართველო ვერცხლის ლანგრით მიჰგვარეთ მის დაუძინებელ მტერს.

2022 წელს, თქვენ მიზანმიმართულად მოახდინეთ რუსეთთან მთლიანი ეკონომიკური აქტივობის უპრეცედენტო მასშტაბის ზრდა, რაც ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 22%-ს ექვივალენტს წარმოადგენს, განსხვავებით 2003 წლისგან-9% და 2012 წლისგან-8%.

თქვენი ქმედებებისა და გადაწყვეტილების გამო, საქართველო დიდ საფრთხეში ჩააგდეთ, აქციეთ რა ქვეყანა ეკონომიკურ მძევლად რუსეთის მთავრობისა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს, როცა მოესურვება, გააკოტროს და მოგუდოს ქვეყანა, თუ თქვენ ზედმიწევნით არ შეასრულებთ მათ ბრძანებებსა და ინსტრუქციებს.

საქართველოს გაკოტრება და მოგუდვა ძალიან ნაცნობი სცენარია, რომელსაც რუსმა ლიდერებმა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე რამოდენიმეჯერ მიმართეს ქვეყნის წინააღმდეგ და თქვენი გულუბრყვილობა, რომ რუსეთი ამჯერად არაფერს გვავნებს, მახსენებს ამ ციტატას: „სიგიჟის განმარტებაა, როდესაც იგივეს აკეთებ განსხვავებული შედეგების მოლოდინით“.

თქვენი პარტიის ლიდერებმა რამოდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ თქვენი მთავრობა რუსეთიდან ფრენების აღდგენას იმიტომ დათანხმა, თითქოს არ გსურდათ რუსეთის მთავრობის „გაბრაზება“; ეს არის აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო უკვე არის რუსეთის მთავრობის მძევალი და შანტაჟის მსხვერპლი.

თქვენსავე ლოგიკას რომ მივყვეთ, მიუღებელია გაბრაზება იმ რუსეთისა, რომელიც ჩვენი მშპ-ს 22% -ის ეკონომიკური ექვივალენტია, მაგრამ სრულიად მისაღებია გაბრაზება იმ დასავლეთისა, რომელიც ჯამურად წარმოადგენს ჩვენი მშპ-ს 40%-ის ეკონომიკურ ექვივალენტს. ეს გამორჩეულად ირაციონალური აზროვნებაა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს წარმატებულ ლიდერად და დიდებულ შორსმჭვრეტელად მიიჩნევს.

თქვენ შესაძლოა უარი თქვით დასავლეთზე და რუსეთს შესთავაზეთ საქართველო, გაცდუნათ რა რუსულმა დაპირებებმა, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგიბრუნებდათ, თავად კი ეროვნულ გმირად გაქცევდათ, ეს კი ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის გარანტია იქნებოდა.

თუ მართლა დაიჯერეთ რუსული დაპირებები, თქვენ ყოფილხართ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გულუბრყვილო პოლიტიკოსი; მაგრამ, თუ თქვენ, ყველანაირი დაპირებების გარეშე, ქვეყანას რუსეთისკენ შეუცვალეთ კურსი, რათა ხელისუფლებაში დარჩენილიყავით, თქვენ ყოფილხართ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კრიმინალური პოლიტიკოსი ქართველი ხალხის ოცნებების, იმედებისა და მისწრაფებების ჩაკვლისა და დიდი ხნით ქვეყნის რუსეთის ვასალად გადაქცევის გამო.

ეს იქნებოდა უპატიებელი ღალატი, არამხოლოდ ქართველი ხალხისა და მათი დასავლური მისწრაფებების მიმართ, არამედ ყველა იმ თავისუფალი კაცისა და ქალის ხსოვნის მიმართ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაიღუპა, განსაკუთრებით კი იმ ურიცხვი კაცისა და ქალის, ჯარისკაცისა თუ სამოქალაქოს ხსოვნის მიმართ, რომლებიც რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა მოკლეს ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე.

თქვენ თავად საბჭოთა კავშირის პროდუქტი ხართ, სხვებზე უკეთ უნდა იცოდეთ, რომ რუსეთს არც მეგობრები და არც მოკავშირეები არ ჰყავს, რუსეთს მხოლოდ აგენტები და მსახურები ჰყავს; არ მჯერა, რომ რომელიმე ამაყ და თავმოყვარე ქართველს სურს რომელიმე ქვეყნის აგენტობა ან მსახურება განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის აგენტობასა და მსახურებას ეხება.

თქვენი პარტიის ლიდერები ყველას, ვინც თქვენს მოღალატეობრივ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, აგენტობასა და უსამშობლოობას სწამებენ; ეს არის კომპულსიური ნარცისების სახელმძღვანელო, როდესაც საკუთარ მანკიერებებს სხვებს სწამებენ.

საქართველოში აგენტები მხოლოდ ისინი არიან, ვინც საკუთარი თავი და ქვეყანა პირადი კეთილდღეობისათვის მტერს მიჰყიდა და რომლებმაც ხალხის ევროპული ოცნება, თავისუფლება და მომავალი გაყიდა რუსეთის ვასალობაზე.

ერთადერთი უსამშობლო ხალხი ისაა, ვინც ქვეყნის სადღეგრძელოს სვამს, მეორე დღესვე კი მტერს მიჰყიდის ქვეყანას და აგრეთვე ისინიც, ვინც თავიანთ კალამს, სიტყვებს, გაზეთებსა და ტელეარხებს მტერთან კოლაბორაციის გასაძლიერებლად ყიდის და ისინიც, ვინც ღალატობენ ხსოვნას იმ ათასობით ქართველი გმირისა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა და ყველაზე მეტად, უსამშობლოებს შორის ისინი არიან უსამშობლონი, ვინც საკუთარ ღირსებას, სინდისსა და ქართველების მომავალს 30 ვერცხლად ყიდის.

ბ-ნ ივანიშვილო, თქვენ და თქვენს მხლებლებს ძალიან მკაცრად განგსჯით ქართველი ხალხი და ისტორია.

ფადი ოსკარ ასლი ბიზნესმენი
31 მაისი, 2023

ADVERTISEMENT
ADVERTISEMENT
The FINANCIAL

The FINANCIAL

Related Posts

უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა
საქართველო

უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა

by The FINANCIAL
თებერვალი 24, 2023
0

მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა.უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა საკუთარი მომავალი თვითონ, და არა...

Read more
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ნოემბერი 3, 2022
ომი და ტელევიზია

ომი და ტელევიზია

ივლისი 6, 2022
ევროპარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებას უპასუხა:

ევროპარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებას უპასუხა:

ივნისი 23, 2022
Next Post
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ის  მთავარი მხარდამჭერია 

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ის  მთავარი მხარდამჭერია 

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გაიმართა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გაიმართა

Please login to join discussion
ADVERTISEMENT

LATEST POSTS

Council fails to respond to restaurant nuisance complaints

სექტემბერი 22, 2023
COVID-19 was third leading cause of death in the United States in both 2020 and 2021

Clinical trial to test immune modulation strategy for hospitalized covid-19 patients begins

სექტემბერი 22, 2023

Goldman to Pay SEC $6 Million in Penalties for Providing Deficient Blue Sheet Data

სექტემბერი 22, 2023
Two Men Plead Guilty to $67M Medicare Fraud Scheme

Researchers develop new method to identify potential stroke therapies

სექტემბერი 22, 2023
65% say they always or often feel exhausted when thinking about politics

65% say they always or often feel exhausted when thinking about politics

სექტემბერი 22, 2023
Mobile Banking and Beyond: The Ascendance of Mobile-First Fintech Software Solutions

Mobile Banking and Beyond: The Ascendance of Mobile-First Fintech Software Solutions

სექტემბერი 22, 2023
Why You Need to Have Emergency Savings

11 Money Management Tips For Financial Security

სექტემბერი 14, 2023

Inland waterway transport hits a decade low in 2022

სექტემბერი 14, 2023
EU produced 14.7 million bicycles in 2022

EU produced 14.7 million bicycles in 2022

სექტემბერი 14, 2023
Business investment rate stable at 23.0% in the euro area

A Rundown of the Latest Investment Trends in Health Care

სექტემბერი 14, 2023

LATEST INTERVIEWS

Lighting the path for sustainability in Georgia

Lighting the path for sustainability in Georgia

by The FINANCIAL
აგვისტო 14, 2023
0

Toyota Plays a Crucial Role in Contributing to Georgia’s Zero Emissions Challenge

Toyota Plays a Crucial Role in Contributing to Georgia’s Zero Emissions Challenge

by The FINANCIAL
ივლისი 12, 2023
0

The Biltmore Tbilisi Hotel in Georgia’s key CSR projects aimed at creating a beneficial influence on the local community

The Biltmore Tbilisi Hotel in Georgia’s key CSR projects aimed at creating a beneficial influence on the local community

by The FINANCIAL
ივლისი 12, 2023
0

“EU membership might attract European banks and other financial institutions to enter Georgia”

“EU membership might attract European banks and other financial institutions to enter Georgia”

by The FINANCIAL
მაისი 15, 2023
0

Main risks facing banks in 2023

Main risks facing banks in 2023

by The FINANCIAL
მაისი 15, 2023
0

‘Russia cannot be treated as a reasonable and reliable trade partner

‘Russia cannot be treated as a reasonable and reliable trade partner

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

We should increase our joint efforts to assist the growing tech sector here in Georgia

We should increase our joint efforts to assist the growing tech sector here in Georgia

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

‘Georgia has much to offer to UK investors

‘Georgia has much to offer to UK investors

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

პოპულარული ბოლო 30 დღეში

    Newsletter

    ADVERTISEMENT

    შემეხმიანე

    E-mail your company news at:

    news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

    Local Marketing contact:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

    Requests from abroad:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

    Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

    რესურსი

    • Work at the FINANCIAL
    • ePaper
    • Advertise in The FINANCIAL
    • Access ePaper
    • Guest posts
    • Contributed articles
    • AmericanStockNews
    • Coupon Codes
    • GLOSSY MAG
    American Culture Center
    ACC Partner

    სახელმძღვანელო

    • Events
    • Services

    გამოგვყევი

    • Facebook
    • Twitter
    • Google+
    • Youtube
    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • ბიზნესი
      • ოქროს ბრენდი
      • ტურიზმი
      • მედია
      • უძრავი ქონება
      • ფარმაცია
    • მსოფლიო
      • საქართველო
      • პოლიტიკა
      • ომი უკრაინაში
      • უკრაინა
    • ჯანმრთელობა
    • ტექნოლოგიები
    • კულტურა
      • მოდა
      • ფილმები
      • წიგნის განხილვა
    • ფინანსები
      • ქართული ბანკები
      • საბანკო ფორუმი
    • ჰოტელიერი
      • სასტუმროები
      • პრეს-რელიზი
    • GE
      • EN
      • GE

    © 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

    Welcome Back!

    Login to your account below

    Forgotten Password?

    Retrieve your password

    Please enter your username or email address to reset your password.

    Log In
    This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.