ADVERTISEMENT
  • მთავარი
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
Home News

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – კაზა სოლე

პროექტი, რომელმაც ვენეციის ბიენალეს ღონისძიების საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, თბილისში ხორციელდება 

The FINANCIAL by The FINANCIAL
ივნისი 27, 2025
in News
Reading Time: 1 min read
20
A A
0
ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – კაზა სოლე
Share on FacebookShare on Twitter

„კაზა სოლე“  თბილისის ცენტრში, ბაგებში ლანდშაფტის ერთგვარი არქიტექტურული გაგრძელებაა. შენობა ქალაქს უყურებს, მის უკან კი მთებია. 

მისი ავტორი არქიტექტორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილია, „თიმმ არქიტექტს“ ბიუროს დამფუძნებელი. პროექტი ასახავს ახალ არქიტექტურულ ხედვას, სადაც თბილისური არქიტექტურული ისტორია ბუნებრივად ერწყმის თანამედროვე ინფრასტრუქტურას და შესანიშნავად პასუხობს დღეს არსებულ, ადამიანურ ფაქტორებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. 

სწორედ ამ ხიბლის გამო აღმოჩნდა ის 2025 წლის ბიენალეს პარალელურად მიმდინარე არქიტექტურულ გამოფენაზე. 

RelatedPosts

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

ვენეციის არქიტექტურის ბიენალე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ, ვენეციაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ დარგში მოღვაწე არქიტექტორებს და მათ ნამუშევრებს მასპინძლობს. ღონისძიება 1980 წლიდან იმართება და დღემდე განაგრძობს არქიტექტურული დისკურსის გაფართოებასა და გარდაქმნას. მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მონაწილეებს საშუალება აქვთ, საკუთარი სიტყვა თქვან თანამედროვე არქიტექტურაში, უპასუხონ სოციალურ თუ ტექნოლოგიურ გამოწვევებს და საფუძველი ჩაუყარონ ახალი ტენდენციების ფორმირებას მსოფლიოს მასშტაბით. 

ბიენალეს პარალელურად გამართული გამოფენები შინაარსობრივად ეხმიანება ბიენალეს ძირითად თემას და განიხილება მის შემადგენელ ნაწილად — როგორც შეფასებისა და გაშუქების, ისე მონაწილეობის კუთხით. ეს ღონისძიებები ორგანულად ებმის საერთო პროგრამას, აგრძელებს და ავითარებს ბიენალეს კონცეფციას, მათ ესწრებიან ბიენალეს ორგანიზატორები, მონაწილეები და ვიზიტორები. 

გამოფენის კურატორი, ვლადიმირ ბელოგოლოვსკი , რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ნიუ-იორკში მოღვაწე კრიტიკოსია, მიიჩნევს, რომ ნიკოლოზ ლეკვეიშვილის იდეა შთამაგონებელია სხვა არქიტექტორებისთვისაც. 

„მე მანამდე ვიყავი თბილისში და კარგად ვიცნობ ნიკოზ ლეკვეიშვილს წარსული კოლაბორაციიდან. ამიტომ დავუკავშირდი და შევთავაზე მონაწილეობა. განვიხილეთ, რა შეიძლებოდა წარმოედგინა გამოფენაზე და მან შემომთავაზა ეს პროექტი. მე ის ნამდვილად მომეწონა. ძალიან განსხვავებულია და ვფიქრობ, მისი იდეა ფანტანსტიურია. ის დაფუძნებულია ადგილობრივ ისტორიულ არქიტექტურაზე. ეს არ არის უბრალოდ პროექტი, მას ისტორიული ფესვები აქვს. სწორედ ესაა ის მიზეზი, რომელიც იდგა ამ არჩევანის უკან. 

ჩვენ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა იდეები და ერთმანეთისგან ვისწავლოთ, როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენი უნიკალური იდეა,“- ამბობს ვლადიმირ ბელოგოლოვსკი. 

ნიკა ლეკვეიშვილის პროექტის სტენდი ვენეციაში გამართულ არქიტექტურულ გამოფენაზე 5 ცნობილი არქიტექტორის: ზეიგა გელის (Zaiga Gaile – რიგა, ლატვია), სერგეი ჩობანის (Sergei Tchoban – ბერლინი, გერმანია), ინფან ჯონგისა და შაუნჯუნ ბიიუს (Yingfan Zhang, Xiaojun Bu – ბეიჯინგი, ჩინეთი), რობერტ კენიეჩნის (Robert Konieczny – კატოვიცე, პოლონეთი), აშოტ და არმენ სნიკჩიანების ( Ashot & Armine Snikhchyan – ერევანი, სომხეთი) ნამუშევრებთან ერთად წარსდგა.

READ  ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ - მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება

„კაზა სოლე“ წარმოადგენს მიკრო ქალაქის იდეას, რომელიც შეიქმნა თბილისურ კულტურაში ცოცხალი ურთიერთობების დაბრუნების სურვილით.

ნაგებობა ისეა დაპროექტებული, რომ მზის შუქი დღის მანძილზე ყველა ბინას ავსებს. 

“გვინდოდა მზის შუქი არ დაბლოკილიყო. ამიტომ შევქმენით ერთგვარი “ფანჯარა” შენობის სტრუქტურაში, რომ მზე შესულიყო ტერიტორიაზე. ამან ბუნებრივად წარმოშვა სივრცე, რომელიც ჰგავს ტრადიციული ეზოს მასშტაბს. ამის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეგვეძლო თბილისის ისტორიული ტიპოლოგიების, ცხოვრების სტილისა და ტრადიციების გადმოტანა თანამედროვე არქიტექტურაში,” – ამბობს ნიკოლოზ ლეკვეიშვილი გამოფენის კურატორთან ვლადიმერ ბელოგოლოვსკისთან ინტერვიუში. 

პროექტის მთავარი ელემენტი თბილისური აივანია – შეკრების, კომუნიკაციის და გარე სამყაროსთან კავშირის ადგილი. როგორც კრიტიკოსთან ინტერვიუში პროექტის ავტორი აღნიშნავს, თბილისის არქიტექტურაში აივანი ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდა და დიდწილად, ამას განსაზღვრავდა ადამიანების ცხოვრების წესი – თბილი კლიმატის გამო მოსახლეობის ცხოვრება ძირითადად გარეთ წარიმართებოდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აივანი წარმოადგენდა ერთგვარ თეატრალურ სცენას ადამიანებისთვის, შესაძლებლობას აძლევდა ურთიერთობა ჰქონოდათ როგორც ერთმანეთთან, ასევე ქალაქთან. 

მსგავსი აივნები თბილისის ისტორიაში ცნობილია “სალაყბოს“ სახელით. ის არ წარმოადგენდა არც ქალაქის და არც მცხოვრების საკუთრებას. სწორედ ეს იყო ის გარემოება, რაც განსაზღვრავდა მისი სოციალური დატვირთვის მნიშვნელობას. 

ამ პროექტით ნიკა ლეკვეიშვილს ადამიანებისთვის ამ შესაძლებლობის დაბრუნება სურს. თანამედროვე, ციფრულ სამყაროში, როცა ცხოვრება სულ უფრო ვირტუალური და შედეგად, საკმაოდ ჩაკეტილიც ხდება, ურთიერთობის ამ წესის შემობრუნების შესაძლებლობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. 

სოციალიზაცია, ისევე როგორც მზის სინათლე ადამიანის ფსიქიკური განვითარებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია. კვლევები აჩვენებს და ალბათ, პანდემიის დროს თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზეც გამოვცადეთ, რომ ცოცხალი ურთიერთობა, მზის შუქზე გარეთ ყოფნა გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. ეს არის ის აუცილებლობა ადამიანისთვის, რომელიც ამცირებს სტრესს, გვიჩენს ახალ სტიმულებს და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი აისახება. სწორედ ამიტომ გვევლინება საზოგადოებრივი სივრცე პროექტის მთავარ ელემენტად და კიდევ უფრო მეტი ჰარმონიისთვის გრავიტაციისგან, როგორც ყოველდღიური რუტინისგან გაქცევასაც გვთავაზობს.

„კაზა სოლე“ არის საცხოვრებელი ადგილი მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, უყვარს დილის მზის სხივის შემოჭრა საკუთარ სახლში, ზოგჯერ კი სურს გაექცეს ჩვეულ რეჟიმს ისე, როგორც ბავშვობაში, ხანდახან მაინც თავი დააღწიოს ციფრულ ლაბირინთს და დატკბეს მზის გულზე ან კიდევ მთვარის შუქზე ცოცხალი ურთიერთობების ხიბლით. 

პროექტი 3 შენობისგან შედგება. თითოეული მათგანის მეოთხე სართულზე განთავსებულია 150 კვადრატული მეტრის საერთო სარგებლობის გამწვანებული აივანი. თუმცა, თითოეულ ბინას აქვს საკუთარიც, რომელიც ოთახს ვიტრაჟული კარით უკავშირდება, რას ქმნის ბინასთან  ერთიან სივრცეს.

პროექტი დამტკიცებულია და მისი დასრულება 3 წელიწადში იგეგმება. 

Tags: კაზა სოლენიკოლოზ ლეკვეიშვილი

Related Posts

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
Featured

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

by The FINANCIAL
ივლისი 9, 2025
0

ჯაზფესტივალის მოახლოებასთან ერთად, თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები, სწორედ ბათუმში მოუმზადა.  შეთავაზებები, ტრადიციულად, მრავალფეროვანია და ყველა იმ კატეგორიას აერთიანებს, რომელიც...

Read more
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

ივლისი 8, 2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

ივლისი 7, 2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

ივლისი 7, 2025

Discussion about this post

  • Trending
  • Comments
  • Latest
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

ივლისი 9, 2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

ივლისი 8, 2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

ივლისი 7, 2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

ივლისი 7, 2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს

ივლისი 4, 2025
ADVERTISEMENT

პოპულარული ბოლო 24 საათში

    ბოლო სიახლეები

    07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

    07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

    ივლისი 4, 2025
    თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება 

    თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება 

    ივლისი 4, 2025

    ბოლო ინტერვიუები

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    by VOA Voice of America
    სექტემბერი 23, 2024
    0

    ...

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    by The FINANCIAL
    თებერვალი 29, 2024
    0

    ...

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    by The FINANCIAL
    იანვარი 25, 2024
    0

    ...

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 19, 2023
    0

    ...

    პოპულარული ბოლო 30 დღეში

      დაგვიკავშირდით

      E-mail your company news at:

      news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

      Local Marketing contact:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

      Requests from abroad:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

      Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

      რესურსი

      • Work at the FINANCIAL
      • ePaper
      • Advertise in The FINANCIAL
      • Access ePaper
      • Guest posts
      • Contributed articles
      • AmericanStockNews
      • Coupon Codes
      • GLOSSY MAG
      American Culture Center
      ACC Partner

      სახელმძღვანელო

      • Events
      • Services

      გამოგვყევი

      • Facebook
      • Twitter
      • Google+
      • Youtube
      No Result
      View All Result
      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE

      © 2025 Intelligence Group llc

      Welcome Back!

      Login to your account below

      Forgotten Password?

      Retrieve your password

      Please enter your username or email address to reset your password.

      Log In

      Add New Playlist

      This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.