„ხოცვა-ჟლეტა“ ასე აფასებს პაპი ბუჩაში მომხდარ მკვლელობებს

2 mins read

რომის პაპმა ფრანცისკემ ხოცვა-ჟლეტა უწოდა უკრაინულ ქალაქში მოხდარ მასობრივ მკვლელობებს. რუსმა ოკუპანტებისგან განთავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში ათობით სამოქალაქო პირის გვამები აღმოაჩინეს საძმო საფლავებსა და ქუჩებში. მრავალთა აზრით, ბუჩაში საქმე გვაქვს რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებთან, იტყობინება რადიო თავისუფლება.
პაპმა, ბუჩიდან ჩამოტანილი, ბრძოლებში დალაქავებული უკრაინის დროშით ხელში, 6 აპრილს ვატიკანში, თავის ყოველკვირეულ აუდიენციაზე, თქვა, რომ „უკრაინაში ომის შესახებ უკანასკნელმა ცნობებმა შვების ნაცვლად მოიტანა ახალი სიმხეცე, როგორიცაა ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში.“
„სულ უფრო და უფრო შემაძრწუნებელი სისასტიკე, ჩადენილი დაუცველი მშვიდობიანი მოქალაქეების, ქალებისა და ბავშვების მიმართ. ეს არიან მსხვერპლნი, რომელთა უდანაშაულო სისხლი შეჰღაღადებს ცას და დანდობას ევედრება“, – თქვა პონტიფექსმა უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებთან შეხვედრისას.

 

READ  საქართველოს ეროვნული ბანკი დასავლეთს სანქციების უპირობა დაცვაში არწმუნებს

კომენტარის დატოვება