რუსეთი მკაცრად გმობს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მომხდარ თავდასხმას. რუსი დიპლომატები აცხადებენ, რომ ასეთმა ნაბიჯებამ შესაძლოა უკონტროლო ესკალაცია გამოიწვიოს რეგიონში.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ადასტურებს რომ ყველანაირად შეეცდება ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული შეიარაღების შექმნაში.
“ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს არაპროგნოზირებადი შედეგები მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ახლო აღმოსავლეთში. ეს უნდა გაიგონ მათ, ვისაც ახარებს ირანის დასუსტბა” აცხადებს იმ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ომი გაუჩაღა მეზობელ და ყოფილ სტრატეგიულ პარტნიერ ქვეყანას.
ბოლო დროს, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, რუსეთსა და ირანის შორის ურთიერთობების ახალ ნიშნულამდე აიყვანა. რუსეთი აქტიურად არის ჩართული ირანის ბირთვულ პროგრამაში და ატომური ბომბის დასამზადებლად საჭირო ურანის გამდიდრებაში ექმარება ირანს. ამის სანაცვლოდ ირანისგან იღებს კამიკაძე დრონებს რომელსაც უკრაინაში იყენებს. მედია ასევე წერდა, რომ რუსეთმა ირანისგან ასობით ბალისტიკური რაკეტაის გადაცემა მოითხოვა.
ირაანსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, პენტაგონი უარყობს ირანის სამხედრო ინფრასტუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმაში შეერთებული შტატების მონაწილეობას.
„ახლა ჩვენი ყურადღება ბევრ რამეზე გამახვილებული, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან ირანელი ხალხის საზარელი დარბევებზე. ახალგაზრდები, განსაკუთრებით ქალები როლებიც საკუთარ უფლებებისთვის ბრძოლობენ, სასტიკად რეპრესირებულნი არიან რეჟიმის მიერ. ამავდროულად, ჩვენ ასევე ვხედავთ, თუ როგორ უჭერს მხარს ირანი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, როგორ აწვდის რუსეთ უპილოტო თვითმფრინავების და სხვა იარაღის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენი Al Arabiya-სთან ინტერვიუში.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ გამორიცხავს სამხედრო ქმედებებს ირანის ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან ასაცილებლად. განაცხადა ბლინკენმა Al Arabiya-სთან ინტერვიუში
29 იანვრის, ღამეს, აფეთქებები მოხდა ირანულ სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის სამხედრო საცავებზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ბალისტიკური რაკეტების საწყობიც.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა როიტერს ანონიმურად განუცხადეს, რომ თავდასხმა ისრაელის მიერ იყო განხორციელებული.
The Wall Street Journal და Reuters მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციებით, ისრაელმა მოახდინა სამხდრო ობიექტებზე თავდასხმა ამ დრომდე ებრაელი სამხედრო ჩინოვნიკები კომენტარს არ აკეთებენ მომხდარ ფაქტზე.
თეირანში მიყენებული ზარალის შესახებ მონაცემები არ სახელდება. თუმცა უკვე ცნობილია, რომ დრონების წარმოების ქარხანა, რომლითაც რუსეთი უკრაინას ატერორებს, არ დაზარალდა.
Discussion about this post