სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს დაამტკიცებს.
როგორც The Wall Street Journal იტყობინება, საუბარია რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული კამიკაძე დრონების გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
როგორც მასალაშია ნათქვამი, სანქცირებული პირებს გაყინება აშშ-ს იურისდიქციაში მყოფი ნებისმიერი აქტივი. აკრძალებათ აშშ-ში გამგზავრება და სანქცირებულ პირებთან აშშ-ს კონტროლირებად ტერიტორიაზე საქმიან ურთიერთობას. გარდა ამისა, სანქციები დაწესდება რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან ირანული სამხედრო დრონების რუსეთისთვის გადაცემასთან .
აშშ-მ სანქციები მოამზადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია გაყალბებულ არჩევნებს მართავს და ლეგიტიმაციას აძლევს რუსეთის მთავრობის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს.
დაგეგმილი სანქციების ძირითადი ნაწილი „მაგნიტსკის კანონის“ ფარგლებში დაიწყებს მოქმედებას. შეგახსენებთ , რომ “მაგნიტსკის კანონის”-ს საშუალებით აშშ-ს მთავრობა პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლების, სამხედრო და ბიზნესის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში.
ეს იმ სანქციების ჩამონათვალია რომელის საშუალებიტაც დასავლეთი ცდილობს რუსეთის აგრესიის შეკავებას. 2022 წლის მაისის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვის შემოღებაზე.
2022 წლის 3 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის ზღვრული ფასის დაწესება ბარელზე 60 აშშ დოლარის დონეზე.
2022 წლის 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის ნავთობის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
2022 წლის 7 დეკემბერს ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
Discussion about this post