რესპუბლიკელების ჯგუფმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრის, მეტ გეიცის ხელმძღვანელობით დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც მიმართულია უკრაინის ფაქტორით გამოფიტვის წინააღმდეგ. რეზოლუცია კიევისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტას, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელშეწყობას მოითხოვს, ამის შესახებ Fox News იუწყება.
რეზოლუციაში, რომელის ავტორიც გეიცთან ერთად 10 რესპუბლიკელი დეპუტატიც არის აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კიევს 110 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, მათ შორის 27,4 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის უსაფრთხოებისთვისა არის გამოყოფილი.
დოკუმენტში ჩამოთვლილია სამხედრო ტექნიკა, რომელსაც აშშ 2022 წლის თებერვლიდან აწვდის უკრაინას. რეზოლუციაში მოყვანილია მოჰყავანილია პენტაგონის ოფიციალური პირების, განცხადებები, რომლის თანახმადაც უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ, სერიოზულად ამოწურა შეერთებული შტატების მარაგი და შეასუსტა აშშ-ს მზადყოფნა მოსალოდნელი კონფლიქტის შემთხვევაში.
ამერიკული საინფორმაციო წყაროს თანახმად, ტრამპის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერით შეერთებული შტატები ირიბად მონაწილეობს საომარი მოქმედებების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ზრდაშ. ამერიკული წყაროების შეფასებით, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობამ 40 ათას გადააჭარბა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ჯგუფს მიაჩნია, რომ უკრაინისთვის გაწვეული ფინანსური დახმარების ნაცვლად, არსებული თანხები შეერთებული შტატების შიგნით არსებული პრობლემების გადასაჭრელად უნდა იყოს მიმართული, პირველ რიგშია, მწვავე მიგრაციული კრიზისი.
“ამერიკა არის მართვად ვარდნაში და ეს ვარდნა გაძლიერდება, თუ ჩვენ გადასახადის გადამხდელთა თანხის ხარჯვას გავაგრძელებთ ამერიკის გარეთ მომხდარი ომის დასაფინანსებლად. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ნებისმიერი დახმარება უკრაინის ომის გაგრძელების მიზნით და კონფლიქტის ყველა მხარეს კატეგორიულად მოვთხოვით, რომ დაუყოვნებლივ მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას.” განაცხადა Fox News თან ომის დაფინანსების შეწყვეტის რეზოლუციის ავტორმა მეტ გეიცმა.
აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ტრამპის მხარდამჭერი ფრთის წარმოადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს მოსაზრება, რომ სათანადო ანგარიშვალდებულების გარეშე ვაშინგტონი უკრაინისთვის ზედმეტ ფულს გამოყოფს. იგივე იდეები გაიზიარეს შედარებით უფრო ზომიერმა რესპუბლიკელებმა და არსებული ვითარება საბაბად გამოიყენეს, რათა მხარი არ დაუჭირონ უკრაინის ფინანსური დახმარების შესახებ არსებულ კანონპროექტებს.
გასული წლის ნოემბერში რესპუბლიკლებმა სცადეს, რომ აშშს წარმომადგენლთა პალატას მიეღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც აშშ-სგან უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე აუდიტის ჩატარებას მოითხოვდა. კომიტეტში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლეთა უმრავლესოობის გამო ეს ინიციატივა ჩავარდა.
თეთრმა სახლის განცხადებით, შეერთებულ შტატებს აქვს დადასტურებული და სანდო გეგმა უკრაინისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარების დაფინანსებისთვის და პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული უთანხმოება ამაზე გავლენას ვერ მოახდენს.
Discussion about this post