შეერთებულმა შტატებმა უპასუხა რუსეთის მუქარას კოსმოსური ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით. თეთრ სახლში აღმიშნეს, რომ უპასუხებენ ნრბისმიერ დარტყმას ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე. 27 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, კონსტანტინე ვორონცოვმა, განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ქომფლიკტში უკრაინის დახმარებისთვის ელონ მასკის თანამგზავრები რუსეთის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან, ამის შესახება იტყობინება Reuters-ი.
„ამერიკის შეერთებული შტატები პასუხს აგებინებს რუსეთს ნებისმიერი ასეთი თავდასხმისთვის, თუ ეს მოხდება“, – თქვა აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. ამერიკლემა ფუნქციონერმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად როგორი რეაგირება ექნება აშშს შეიარაღებულ ძალებს მოსკოვის მსგავს ქმედებებზე. კირბიმ მხოლოდ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია აპირებს ანტისატელიტური სისტემების მიღებას.
ცნობილია ის ფაქტი, რომ უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე ილონ მასკის კუთვნილი კომპანია Starlink-ის სატელიტურ ტერმინალებს იყენებენ. ბოლო პერიოდში უკრაინელი სამხედროები აქტიურად აღნიშნავენ, რომ Starlink-ში მუშაობა შეფერხებებს იწვევს.
მიმდინარე წლის სექტემბერში SpaceX-მა პენტაგონს დაფინანსებისთვის მიმართა, მასკის თქმით, მან ფული უნდა დახარჯოს არა მხოლოდ უწყვეტი კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად, არამედ რუსი ჰაკერებისგან კიბერ თავდაცვაზეც.
მილიარდელმა ასევე აღიარა, რომ კონფლიქტის გამწვავების ეშინია, რამაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს.
გავრცელებული ინფორმაციის თაბნახმად, თავად ილონ მასკმა, აკრძალა Starlink-ის გამოყენება ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის.
Discussion about this post