რუსულმა არტილერიამ უკრაინის დიდი ქალაქები დაბომბა. როგორც როიტერი იტყობინება, რუსულმა ხელმძღვანელობამ უკრაინული ქალაქების დაბომბვა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ სანქციების ახალი პაკეთის მოთხოვნის საპასუხდ განახორციელა.
დასავლეთმა სანქციების ახალი პაკეტი გასულ დღეებში სამხედრო დანაშაულის შემცველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ დამტკიცა. უკრაინული სამხედრო შენაერთების მიერ განთავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები გარდაცვლილი და დახვრიტეს იპოვეს.
რომის პაპმა ფრანცისკემ ბუჩაში მომხდარ მკვლელობებს “ხოცვა” უწოდა. თავის მხრივ ევროკომისიის ხელმძღვანელმა დამატებითი სანქციები გამოაცხადა, მათ შორის ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვა, გარდა იმისა, რაც ბლოკმა სამშაბათს გამოაქვეყნა.
თავის მხრივ, ვაშინგტონმა ახალი სანქციები ოთხშაბათს უნდა გამოაცხადოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა იმოქმედოს გადამწყვეტად და გადადგას “მკაცრი” ნაბიჯები.
„როდესაც ჩვენ გვესმის ახალი რიტორიკა სანქციების შესახებ… მე ვერ შევეგუები რაიმე გაურკვევლობას ყველაფრის შემდეგ, რაც გააკეთეს რუსეთის ჯარებმა“, – განუცხადა მან ირლანდიელ კანონმდებლებს ვიდეოლინკის საშუალებით.
უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შესაძლოა 150-დან 300-მდე ცხედარი იყოს მასობრივ საფლავში ბუჩას ეკლესიასთან.
კერძო ამერიკული კომპანიის განცხადებით, ერთი კვირის წინ გადაღებულ სატელიტურ სურათებზე მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ჩანს ქუჩაში.
Discussion about this post