დაახლოებით ასამდე უკრაინელი ჯარისკაცი, უკვე მივიდა აშშ-ს ოკლაჰომას სამხედრო ბაზაზე. ამერიკელები უკრაილელებს პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის ოპერატორებად და სამხედრო მოსამსახურეებად მოამზადებენ. უკრაინელები ცდილობენ სწრაფად შეძლონ ამერიკული სამხედრო დახმარების ათვისება, ამის შესახებ ამერიკული Fox News-ის სპეციალური კორესპონდენტი იტყობინება.
ლიზ ფრიდენმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს თვითმფრინავი, რომელიც, მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების თვითმფრინავია, და რომელიც ფორტ სილის აეროპორტში ეშვება.
პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ კვირას დაიწყება უკრაინელი სამხედროების მომზადება. ამ ეტაპზე მომზადებას 90-დან 100-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის, რომლებიც ოპერატორის ან სისტემების ექსპლუატაციის ფუნქციებს შეისწავლიან. მომზადების პროცეს რამდენიმე თვე დასჭირდება.
ვაშინგტონმა უკრაინაში პირველი პატრიოტის სისტემის გადაცემა 21 დეკემბერს გამოაცხადა, როგორც სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტის ნაწილი. ამის შემდეგ გერმანიაც დაჰპირდა უკრაინას პატრიოტით უზრუნველყოფას. უკრაინელი სამხედროების წვრთნა გერმანიაში, შეერთებული შტატების გაფართოებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაიწყო.
Discussion about this post