ბელორუსის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ამერიკაში სანქციების გამო დაბლოკილი ექსპორტის მოცულობა დაასახელა. ეს თანხა დაახლოებით 16-18 მილიარდი დოლარია, განაცხადა მან ტელეარხ Al-Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„სანქციების გამო ბელორუსის თითქმის მთელი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში და ჩრდილოეთ ამერიკაში დაბლოკილია. ეს თანხა დაახლოებით $16-18 მილიარდა წელიწადში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავკარგავთ ექსპორტის ამ მოცულობას და უნდა მოვახდინოთ სხვა ბაზრებზე ორიენტირება “, – განაცხადა გოლოვჩენკომ.
ბელორუსის პრემიერის თქმით, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ჰიბრიდული აგრესიის იარაღია და ის წინ უსწრებენ “კლასიკურ შეიარაღებულ აგრესიას”.
რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბელორუსმა დაკარგა კიდევ ერთი საკვანძო ბაზარი – უკრაინა. ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ომს და პირველივე დღესვე შეუწყვიტა უკრაინას საწვავის მიწოდება. ამის გამო ბელორუსის გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც ადრე ძირითადად უკრაინის ბაზრისთვის მუშაობდნენ, დაშლის პირას მივიდნენ.
რუსეთის მხარდაჭერის საპასუხოდ, ბელორუსმა მიიღო ფართომასშტაბიანი სანქციები SWIFT-დან ბანკების გათიშვით, ბელორუსში უცხოური ვალუტის ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვით.
თიბისი კამპუსში თანამედროვე პროფესიის შემსწავლელი კურსები უკვე 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების...
Read more
Discussion about this post