ბელორუსის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო დანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ბელორუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელორუსიის არტილერიის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა რუსეთთან ერთობლივი წვრთნების ფარგლებში განხორციელდა.
როგორც ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განცხადება გაავრცელეს, ეს ნაბიჯი რუს სამხედროებთან ერთობლივი წვრთნების ფარგლებში გადაიდგა. „დღეს ბელორუსისა და რუსეთის ჯარების (ძალების) რეგიონული დაჯგუფების საბრძოლო კოორდინაციის ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, მე-6 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო დანაყოფები ემზადებიან დავალებების შესასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
დასავლური და უკრაინული დაზვერვის სამსახურები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაცია ესკალაციის ახალი ეტაპისთვის ემზადება. სამხედროები მიიჩნევენ, რომ განსახილველ ოპერაციულ ზონებს შორის არის, ბელორუსია.
ბელორუსიას ამ ეტაპზე პუტინი იყენებს რუსი წვევამდელთა საწვრთნელ ადგილად და უკრაინის აღმოსავლეთით მძიმე ტექნიკის გადასატანად.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ამუშავებენ ბელორუსის ხელახალი შემოჭრის ყველა სცენარს, თუმცა უახლოეს რამდენიმე კვირაში ასეთ საფრთხეებს ვერ ხედავენ.
დღეს ბელორუსიაში აფრინდნენ რუსული გამანადგურებელი MiG-31K, რომლებიც კინჟალის ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებლები არიან. ამისთვის უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. თუმცა, თვითმფრინავები ასევე აიყვანეს ცაში რუსეთის ფედერაციასთან წვრთნების ფარგლებში.
Discussion about this post