დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შესთავაზა ახალი საერთაშორისო ალიანსი შექმნას, რომელიც დაუპირისპირდება რუსეთს და გახდება ევროკავშირის ალტერნატივა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere Della Sera იტყობინება.
ბრიანეთის პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით შეიქმნას ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ალიანსის ახალ სისტემა – ალტერნატივა ევროკავშირისთვის – რომელიც გააერთიანებს ბრიუსელისადმი უნდობლობით გაერთიანებულ ქვეყნებს, ნათქვამია პუბლიკაციაში.
ამ დღეებში დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრე წყაროების ცნობით, ბორის ჯონსონი ინიციატივაზე თვეზე მეტია მუშაობს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირველად ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი იდეა 9 აპრილს კიევში ყოფნის დროს წარუდგინა.
ევროპული თანამეგობრობის მოდელი, რომლის შექმნასაც ბორის ჯონსონი ცდილობს, განსაზღვრავს დიდ ბრიტანეთს, როგორც ლიდერს და უკრაინის გარდა მოიცავს, პოლონეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას. შესაძლოა ალიანსში მოგვიანებით თურქეთიც მოიპატიჟონ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კიევში ვიზიტის შემდეგ მოლაპარაკებები გრძელდება და უკრაინის მიმართ ბრიტანეთის ინიციატივა უფრო მკვეთრი და კონკრეტული ხდება, წერს გაზეთი.
გამოცემის ცნობით, კიევს ჯერ არ დაუფიქსირებია პოზიცია ბრიტანეთის ინიციატივასთან დაკავშირებით, მაგრამ არც უარყვია.
ვოლოდიმირ ზელენსკი 23 ივნისს დანიშნულ ევროპის სამიტს ელოდება, სადაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს სთხოვენ გადაწყვიტონ, მიენიჭონ თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი, რათა ოფიციალურად დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. ჯერ გაურკვეველია 23 ივნისის გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რისი იმედიც უკრაინას აქვს. ზოგიერთი მომლაპარაკებლის აზრით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის ლიდერები შემოიფარგლონ კიევის „ევროპული პერსპექტივის“ შესახებ ბუნდოვანი განცხადებით.
ამ შემთხვევაში, ზელენსკიმ შესაძლოა უფრო სერიოზულად მიიღოს ბორის ჯონსონის ალტერნატიული წინადადება. ასევე გამორიცხული არა არის, რომ ჭორები ამ ახალი ალიანსის შესახებ ვრცელდება ზუსტად იმისთვის, რომ ივნისის გადაწყვეტილების წინ ევროპელ ლიდერებზე ზეწოლა მოხდეს.
გამოცემა ხაზს უსვამს იმას, რომ ლონდონს არ აქვს ევროკავშირის მსგავსი შესაძლებლობა ფინანსურად მხარი დაუჭიროს უკრაინას. ასევე უცნობია, როგორი რეაქცია ექნებათ პოლონეთს ან ბალტიისპირეთის ქვეყნებს ლონდონის ინიციატივაზე, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ბრიუსელთან მათ ურთიერთობას.
Discussion about this post