ცუდი ხელმძღვანელობა აუარესებს ისედაც დაბალ სულისკვეთებას, რომელიც უფრო მეტად მწვავდება რუსული შეიარაღებული ძალების ბევრ ნაწილში.
ხუთი რუსი გენერლიდან, რომლებიც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმაშტაბიან შემოჭრას ხელმძღვანელობდნენ ოთხი გაათავისუფლეს.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალმა ცვლილებებმეა რუსულ ჯარში მცირედი გავლენა იქონია. საბოლოო ჯამში კი დიდი შედეგი ვერ გამოიღო.
„სარდლობის ხშირი ცვლილება, სავარაუდოდ უფრო საზიანო იქნება, ვიდრე დასავლურ არმიაში, რადგან, რუსული სამხედრო დოქტრინის შესაბამისად, საბრძოლო გეგმების შემუშავება და არსებული საკითხებზე მუშაობა ძირითადად პირად მეთაურზეა დამოკიდებული. დასავლეთის სამხედრო დოქტრინის თანახმად საბრძოლო გეგმები უფრო ფართო, შტაბის კოლექტიური მუშაობის შედეგია. ნათქვამია მოხსენებაში.
ბრიტანული დაზვერვა ხაზს უსვავს მეორე არანაკლების ისმძიმის მქონე პრობლემას. არსებულ მომენტში, რუსეთის არმიაში უმცროსი ოფიცრების დეფიციტია. ეს ფაქტი ნეგატიურ გავლენას ახდენს მობილიზებული რეზერვისტების ორგანიზებასა და მათ ხელმძღვანელობაზე. დაბალი დონის ხელმძღვანელობა, ცუდი მომზადების დონე, სავარაუდოდ, ამძაფრებს ისედაც დაბალ მორალურ მდგომარეობას რუსული ძალების ბევრ ნაწილში.
„2022 წლის 15 ოქტომბერს ბელგოროდის მახლობლად, რუსმა ჯარისკაცმა 11 რუს ჯარისკაცს ესროლა. როგორც თვითმხილველთა ჩვენებები მიუთითებს, ოფიცერმა შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნული უმცირესობების ახალწვეულებს“, – აცხადებენ ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტო.
Discussion about this post