რუსეთში კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერი” იურიდიულ პირად დარეგისტრირდა. ბრიტანულმა დაზვერვამ შეიტყო, რომ ევგენი პრიგოჟინმა რუსეთში ოფიციალურად დაარეგისტრირა იურიდიული პირი “ვაგნერის ცენტრი”. 2015 წელს, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენმა “ვაგნერი” როგორც კერძო სამხედრო ორგანიზაცია ისე ჩამოაყალიბა. ამჟამად უკრაინაში “ვაგნერის” 50 000 დაქირავებული მებრძოლი იბრძვის. ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” დაადანაშაულეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვაში, სირიასა და ლიბიაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში, და ასევე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ახალი იურიდიული პირი 2022 წლის 27 დეკემბერს დარეგისტრირდა. ახალი კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტებში ძირითად საქმიანობად „მენეჯმენტის კონსულტაცია“ აღნიშნული. დოკუმენტებში საერთოდ ნახსენები არ არის “ვაგნერის” ძირითადი საქმიანობის შესახებ. ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ „ვაგნერს“ ახალ სტატუს რუსეთის სამხედრო ნაწილებთან ურთიერთობისთვის სჭირდება. რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობას რუსეთის სახელმწიფო შეიარაღებული ძალებთან ეს კი იმას ნიშნავს, რომ კერძო დაჯგუფება “ვაგნერი” რუსეთში კანონგარეშე რჩებოდა.
ბრიტანული დაზვერვი მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად უკრაინის ფრონტზე დაახლოებით 50 000 ვაგნერის კერძო დაქირავებული მებრძოლი იბრძვის, ეს სამხედრო დაჯგუფებები ევგენი პრიგოჟინის ბიზნეს სტრუქტურებიდან ფინანსდებიან, რომლებიც თავის მხრივ სამთავრობო კონტრაქტებზე მიებული მონოპოლიით კორუფციულ გარიგებებს აფორმებენ.
„რეგისტრაცია სავარაუდოდ გამიზნულია პრიგოჟინის კომერციული უპირატესობის მაქსიმალურად გაზრდისა და ორგანიზაციის ლეგიტიმაციისთვის“, – თვლიან ბრიტანელები. რუსეთის პრეზიდენტის პირადმა პოვარმა და შემდგომში მსხვილმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავისი პირადი არმია, შექმნა სადაც ყოფილი სამხედრო და სამართალდამცავი თანამშრომლების გადმობირება ხდებოდა. 2014 წელს “ვაგნერი” უკრაინის წინააღმდეგ გამართულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.
2022 წელს, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის ციხეებიდან პატიმრების რეკრუტირება დაიწყო, რათა მნიშვნელოვნად გაეზარდა მისი პირადი ჯარი. ის პირადად მოგზაურობდა კოლონიებში და რეკლამირებას უწევდა თავის კერძო სამხედო დაჯგუფებას.
Discussion about this post