ამ ეტაპზე ევროპელი მოკავშირეები განიხილავენ გზებს, თუ როგორ მიაწოდონ უკრაინას 80 გერმანული ტანკი ლეოპარდ 2-ი. გეგმის თანახმად ევროპელების მიწოდებული ტანკებისგან უნდა ჩამოყალიბდეს ორი ბატალიონი რომელიც 40 სტანკისგან იქნება დაკომპლექტებული, ამის შესახებ წერს უკრაინული პრესა.
უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე გერმანია Leopard 2 A4 მოდიფიკაციის 14 ტანკს ბუნდესვერის საწყობებიდან მიაწვდის უკრაინას. ეს ტანკები ერთი ბატალიონში განწესდება. ამ ბატალოინს დაემატება ფინეთიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან ამავე მოდიფიკაციის ტანკები.
მეორე ბატალიონს, სავარაუდოდ, პოლონეთისა და ნორვეგიის მიერ მიცემული ტანკებით უნდა ჩამოაყალიბდეს.
გასათვალისწინებელია, ის ფაქტი, რომ არც ფინეთს, არც ესპანეთს და არც ნორვეგიას ჯერ ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ, მიიღებენ თუ არა უკრაინისთვის გერმანული ტენკების გადაცემაში მონაწილეობას. არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამშტეინის ფორმატით გამართულ ბოლო შეხვედრაზე 12 ქვეყანა თანახმაა უკრაინას მიწოდოს ტანკები, იმ პირობით, რომ გერმანია დათანხმდება ამას.
გერმანული გაზეთის შპიგელის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი ერთობლივ სატელეფონო ჩართვას გამართვას გეგმავენ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის მიზნით.
25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს მის მთავარი საბრძოლო ტანკეებს Leopard-2. ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებს რომლის შეიარაღებაშიც არის გერმანული ტანკები მისცემს უფლება უკრაინას გადასცეს. როგორც ცნობილია ეს ქვეყნები ამას გერმანიის თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებდნენ.
ასევე, მედიამის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ამზადებს გადაწყვეტილებას M1 Abrams-ის ტანკების უკრაინაში გადაცემის შესახებ.
Discussion about this post