გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში 13 პარლამენტარი ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილსთვის სანქციების დაწესებას თხოვს. წერს რადიო თავსუფლება
აღნიშნული წინადადება 13 იანვარს თემთა პალატაში, პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ წარადგინა მის ინიციატივას 16 იანვრისთვის 13 მხარდამჭერი შეუერთდა.
არნიშნული წინადადება არასავალდებულო ხასიათისაა და მისი სამუშაო ვერსია ასე ამოიყურება: გაერთიანებული სამეფოსთემთა პალატა „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო“;
„გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში“;
„ცნობად იღებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გააკეთოს იგივე – დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის“;
„მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და იყოს უფრო მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან ევროკავშირში, რათა გადადგას ნაბიჯები რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ;
„კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“.
მაკკლიარის ჩათვლით, წინადადების მიღებას 13 პარლამენტარი ითხოვს. მათგან 11 ლიბერალ-დემოკრატია, ერთი – დემოკრატიული უნიონისტური პარტიიდან (DUP), ერთი კი – დამოუკიდებელი.
ჯეიმს მაკკლიარი, თემთა პალატის წევრი, ლიბერალ-დემოკრატი
ჯეიმს მაკკლიარი, თემთა პალატის წევრი, ლიბერალ-დემოკრატი
ჯეიმს მაკკლიარი;
ჯიმ შენონი (დემოკრატიული უნიონისტური პარტია);
ვენდი ჩემბერლენი;
ვერა ჰობჰაუსი;
ჰელენ მაგუაირი;
დევიდ ჩედვიკი;
კალუმ მილერი;
ლუკ ტეილორი;
ანა საბინი;
ვიკი სლეიდი;
პიპა ჰეილინგსი;
მარტინ ურინგლი;
ჯონ მაკდანელი (დამოუკიდებელი).
„დავდგებით დემოკრატიის სადარაჯოზე თუ ყველაფრის ნებას დავრთავთ პუტინის მოკავშირეებს?“ – წერს წინადადების ავტორი, ჯეიმს მაკკლიარი, პლატფორმა X-ზე.
2024 წლის 19 დეკემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე
Discussion about this post