უკრაინის სამხედრო დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში. დაზვერვის უფროსის მოადგილე გენერალ-მაიორი ვადიმ სკიბიცკი DELFI-სთან ინტერვიუში აცხადებს რომ, “ამ ომში გადამწყვეტი იქნება გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი. თუ ამ დროისთვის რუსეთის მიერ დაგეგმილი მორიგი შეტევაც ჩაიშლება, ეს იქნება რუსეთისა და პუტინის მართველობის დასასრული”.
დაზვერვის პროგნოზით რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული ახალი ტაქტიკის თანახმად, აქტიურ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ლუგანსკის და დონეცკის რეგიონები გახდება, რათა რუსეთმა ამ რეგიონების სრულად დაპყრობა როგორმე დაასრულოს.
უკრაინული დაზვერვის გენერალის თქმით, რუსეთის საუკუპაციო სამხედრო უმაღლეს ხელმძღვანელობაში განხორციელებული ცვლილებები, მობილიზაციის პირველი ეტაპის დასრულება და რუსული არმიის გადაჯგუფება მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპანტების ძირითადი სამიზნე დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულება იქნება.
თებერვალ-მარტში რუსები გააძლიერებენ შეტევებს და შეეცდებიან კონტროლი კუპიანსკზე, სვატოვოზე, კრემენნაიაზე.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ომი 2023 წელს დასრულდეს, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ უპასუხა, რომ ჯერ ადრეა პროგნოზების გაკეთება. „ გაზაფხულის დასასრულს ზაფხულის დასაწყისში, იქნება ომის დასრულებაზე დავიწყოთ საუბარი“, – განაცხადა დაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ.
Discussion about this post