კრისტინ ლამბრეხტმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა მან კანცლერ ოლაფ შოლცს თანამდებობიდან გადადგომა სთხოვა. ფრაუ მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე გერმანული მედია იტყობინებოდა.
„დღეს ვთხოვე კანცლერს, გავენთავისუფლებინე თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან. ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩემი პიროვნების მიმართ მედიის ყურადღება არ იძლეოდა იმის საშუალებას რომ, მედიას გაეშუქებინა ჯარისკაცების, ბუნდესვერის უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებები გერმანიის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. “- ნათქვამია განცხადებაში
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა დასძინა, რომ წინა პლანზე უნდა იყოს რავალი მოტივირებული ადამიანის ღირებული შრომა, სამხედრო მოსამსახურეების და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა “ამიტომ გადავწყვიტე დავტოვო ჩემი პოსტი.”
Bloomberg-ის ცნობით, დასავლეთის მხრიდან გერმანია ზეწოლას განიცდიდა იმის გამო, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდაზე უარს ამბობდა, კერძოდ საუბარია Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში გერმანიამ მაინც გაზარდა სამხედრო დახმარება, უზრუნველყო ჰაუბიცების, თვითმავალი საზენიტო იარაღის და საზენიტო სარაკეტო სისტემების გადაცემა უკრაინისთვის, გერმანიას მაინც აკრიტიკებენ დასავლეთის მიერ წამოწყებული ინიციატივების არათანმივდებურობაში.
გერმანიია მუდმივად ხაზს უსვამდა იმ ფაქტს რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დაასუსტებს გერმანიის არმიას იმ ფონზე როდესაც რუსეთი ღიად ეწევა საომარ მოქმედებებს შუაგულ ევროპაში.
პარადოქსია ის ფაქტიც, რომ ბოლოს გამართულ სამხედრო წვრთლებში გერმანიის თავდაცვითი შესაძლებლობები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, პუმას რამდენიმე ქვეითი ტანკი მწყობრიდან გამოვიდა.
რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტულმა გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქრისტინე ლამბრეხტმა მოულოდნელად გადაწყვიტა გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა.
ეს მოხდა უკრაინაში საბრძოლო ტანკების “გეპარდ-2” გადაცემის შესახებ დებატების ფონზე წერენ გერმანულ მედიაში. შეგახსენებთ რომ, თავდაპირველად გერმანიამ დაბლოკა უკრაინას იარაღის მიწოდება. ქრისტინე ლამბრეხტის განცხადებას რომ ის უკრაინას 5000 სამხედრო ჩაფხუტის მიაწოდებდა მძაფრი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. 24 თებერვლის შემდეგ ვითარება თანდათან შეიცვალა. მაგრამ ეს მაშინვე არ მოხდა. შეჭრის პირველ თვეებში ბერლინმა უარი თქვა უკრაინის მძიმე იარაღით დახმარებაზე და მხოლოდ მსუბუქი იარაღის მიწოდებით შემოიფარგლა.
გარდამტეხი მომენტი ზაფხულში დადგა, როდესაც გერმანიამ უკრაინითვის Mars II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, Panzerhaubitzen 2000 თვითმავალი ჰაუბიცები და Gepard-ის საზენიტო ტანკებიის მიწოდება დაიწყო.
ამის ფონზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი ამბობდა, რომ გერმანიამ ამოწურა თავისი შესაძლებლობა უკრაინისთვის მიეწოდებინა იარაღი რომელიც გერმანული არმიის მარაგებისთვის არის განკუთვნილი.
Discussion about this post