დღეს, 25 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე, “კოალიცია ცვლილებისთვის – ახალი, გირჩი, დროა” ლიდერებმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და გიგა ლემონჯავამ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე ისაუბრეს. გთავაზობთ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს უცვლელად. გიგა ლემონჯავა: „ ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად კიდევ ერთხელ უარი თქვა საარჩევნო უბნების გახსნაზე ჩვენი დიასპორისთვის, აქრთველი ემიგრანტებისთვის. ეს არის შშით განპირობებული პოზიცია. „ქართულ ოცნებას“ ეშინია ქართველი ემიგრანტების ადამიანების, ვინც მათი პოლიტიკის გამო დატოვა საქართველო. ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა ხმას აძლევს მის წინააღმდეგ. უკვე თვეებია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონის დარღვევით უარს გვეუბნება ჩვენც და ქართველ ემიგრანტებსაც, სტატისტიკური მონაცემების მიწოდებაზე, სად რამდენი ადამიანი დგას საკონსულო აღრიცხვაზე. ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკური მონაცემი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ინფორმაცია, სად უნდა მოითხოვონ ემიგრანტებმა უბნების გახსნა, სად უნდა მოვითხოვოთ ჩვენ უბნების გახსნა, ეს არის დამოკიდებული სწორედ ამ სტატისტიკაზე და საგარეო საქმეთა სამინისტრო არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, როცა არ გვაძლევს საჯარო ინფორმაციას.
“საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში”. „ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება უბანი“, პრემიერ მინისტრი ირაკლი კობაიძე
მოუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტეთ კანონის დარღვევა, გაეცით პასუხი ქართველ ემიგრანტებს, მათ კორესპონდენციებზე, გაგვეცით პასუხი ჩვენ, ჩვენ წერილებზე, იმიტომ რომ თქვენ ყოველდღიურად არღვევთ საქართველოს კანონმდებლობას. აქვე მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ დროულად დაიწყოს საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურა და შეატყობინოს ამის შესახებ… იმ ადამიანებს, ვინც ელოდება უბნების გახსნას.
და ბოლოს, მინდა, მივმართო ქართველ ემიგრანტებს, მეგობრებო, 26 ოქტომბრის არჩევნებზე თქვენ უნდა თქვათ გადამწყვეტი სიტყვა, თქვენი ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილის რეჟიმს, რადგან იციან, რომ თქვენ ხმას აძლევთ არა საქართველოს რუსული გავლენის სფეროში დარჩენას, არამედ თქვენ ხმასაძლევთ ამ ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას, თქვენ აძლევთ ხმას ამ ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ახალი. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ვართ თქვენს გვერდით, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ საარჩევნო უბნების გახსნისთვის, ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ თვეებით ადრე თქვენთან ერთად და ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება იმით, რომ ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში 26 ოქტომბრის არჩევნებში გასამარჯვებლად.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: „მე რამდენიმე რამეს დავამატებ. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც დავიწყეთ დეკემბერში, რომელიც გულისხმობს საარჩევნო უბნების გახსნას იმ ქალაქებში, სადაც არ 90-ზე მეტ ქალაქში გროვდება უკვე ხელმოწერები და დაახლოებით 40-მდე ქალაქი არის სადაც უკვე შეგროვდა 50-ზე მეტი ხელმოწერა და გადაგზავნილი არის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ცესკოში. ნიუს პორტალმა „ჯემ ნიუსმა“ დათვალა რომ 90-ვე ქალაქში რომ გახსნას ცესკომ საარჩევნო უბნები ჯამში ეს ცესკოს წლევანდელი ბიუჯეტის 0,8% იქნება ანუ არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებზე არ არის საუბარი და სინამდვილეში, ძალიან მარტივად გაკეთებადია თუ ამისი პოლიტიკური ნება არსებობს უბრალოდ ამ პოლიტიკურ ნებას დღევანდელი ხელისუფლება არ ავლენს იმის გამო, რომ იციან, რომ საზღვარგარეთ აგებენ.
ჩვენ ამ ყველა დოკუმენტს, ყველა ხელმოწერილ დოკუმენტს, ყველა ქალაქიდან ემიგრანტებმა რაც შეაგროვეს, დღესვე, მათ შორის, რაღაც ნაწილს გადავუგზავნით სადამკვირვებლო მისიას, NDI სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა და გავუგზავნით ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში დააკვირდება არჩევნებს და საბოლოო ჯამში ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასობით ათას საქართველოს მოქალაქეს საზღვარგარეთ, არ უმარტივებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას და ტოვებს მათ რეალურად ხმის მიცემის უფლების გარეშე, ეს აუცილებლად აისახება სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში. ბოლოს მეც მინდა მოვუწოდო ქართველ ემიგრანტებს, 26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი არჩევნები. ჩენ გვჭირდება თქვენი დახმარება. გვესმის, რომ ყველანი დაკავებულები ხართ, ყველას ჩვენ ჩვენი საქქმეები გვაქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე და 26 ოქტომბერს უნდა მისცეთ ხმა. უნდა დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, რომ 2030 წელს ეს ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და თითოეული თქვენგანი, რომელიც ახლა ცხოვრობთ ევროკავშირში. რომელიღაც ქვეყანაში და ხართ რაღაცა მეორე რიგის მოქალაქე, უნდა გახდეთ სრულფასოვანი ევროკავშირის მოქალაქეები, ისევე როგორც ყველა დანარჩენი საქართველოს მოქალაქე.“
Discussion about this post