ამის შესახებ პესკოვმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. იქნება თუ არა რუსეთის ომი უკრაინაში გრძელვადიანი კრიზისი, პესკოვის თქმით, „თუ ჩვენ ვისაუბრებთ უსაფრთხოებაზე, კონტინენტურ უსაფრთხოებაზე და გლობალურ უსაფრთხოებაზე, დიახ, ეს იქნება გრძელვადიანი კრიზისი“.
“რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. რუსეთი დაჟინებით მოითხოვს და ჩვენ აღარასოდეს ვენდობით დასავლეთს”, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.
ჯერ კიდევ თებერვალში უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთმა არაერთხელ დაადანაშაულა დასავლეთი.
მოსკოვის შემოჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო დასავლეთის მხრიდან მისი უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფა – კერძოდ, ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების გაგრძელება.ახლა რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს კიევის სამხედრო მხარდაჭერაში, ასევე უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაში, რომლებსაც ის “დაქირავებულებს” უწოდებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჟოზეპ ბორელმა უარყო რუსეთის ბრალდებები, რომ ბლოკის სანქციებმა გამოიწვია საკვების კრიზისი აფრიკაში და გაუგზავნა განმარტებები აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
Discussion about this post